ელენა ბლავატსკაია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელენა ბლავაცკაია

ელენა ბლავატსკაია (ქალიშვილობის გვარი გერმანულად Helena von Hahn; დ. 31 ივლისი/12 აგვისტო, 1831, ეკატერინოსლავში (რუსეთის იმპერია) — გ. 26 აპრილი/8 მაისი, 1891, ლონდონი) — თეოსოფოსი, მწერალი და მოგზაური.

ზოგიერთ (ძირითადად დასავლურ) ავტორიტეტულ წყაროზე დაყრდნობით, ელენა ბლავატსკაია იყო ოკულტისტი და სპირიტუალისტი; სხვა წყაროები კი (ძირითადად რუსული) მას რუსს ფილოსოფოსად და სწავლულ რელიგიათმცოდნედ მოიხსენიებენ.

1848-დან 1875 წლამდე მან სამჯერ იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

1875 წელს ბლავატსკაიამ პოლკოვნიკ ოლკოტთან ერთად ნიუ-იორკში დააარსა თეოსოფოსთა საზოგადოება, რომლის ერთ–ერთი მთავარი მიზანი იყო „შეექმნა მსოფლიო საძმოს ბირთვი რასობრივი, კანის ფერის, სქესის, კასტისა და სარწმუნოებრივი განსხვავებულობის გარეშე“.

ელენა ბლავატსკაია ძირითადად მოღვაწეობდა აშშ-ში, ინგლისში, ინდოეთში. მის მიერ შექმნილ ნაწარმოებთა უმეტესობა ინგლისურენოვანია.