VC-25
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| VC-25 | |
|---|---|
| აშშ-ის ს.ს.ძ.-ის VC-25 რაშმორის მთის თავზე | |
| ფუნქცია | პრეზიდენტის ტრანსპორტირება |
| წარმოება | Boeing |
| წარდგენა | 23 აგვისტო, 1990 (№ 28000) 23 დეკემბერი, 1990 (№ 29000) |
| სტატუსი | აქტიური |
| ძირითადი მომხმარებლები | აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები |
| წარმოების წელი | 1986 |
| წარმოების რაოდენობა | 2 |
| ერთეულის ღირებულება | 325 მილიონი აშშ-ის დოლარი |
| გაუმჯობესებული | Boeing 747 |
Boeing VC-25 — სამგზავრო თვითმფრინავის Boeing 747 სამხედრო ვერსია, რომელიც მსახურობს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში. VC-25A ამ თვითმფრინავის პირველი და ერთადერთი ვარიანტია.
VC-25 ცნობილია მისი დანიშნულებით როგორც პირველი ბორტი (Air Force One), სახელწოდებით, რომელიც ენიჭება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ნებისმიერ თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც აშშ-ის პრეზიდენტი იმყოფება. ტექნიკურად პირველი ბორტის განსაზღვრება ეხება თვითმფრინავს მხოლოდ მაშინ, როცა მას პრეზიდენტი გადაყავს.