რაშმორის მთა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთა რაშმორის მემორიალი

რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი (ინგლ. Mount Rushmore National Memorial), კისტოუნთან (სამხრეთი დაკოტა), არის აშშ-ის პრეზიდენტთა მემორიალი, რომელიც ამერიკის დაბადების, გაზრდის, თვითმყოფადობისა და განვითარების ხსოვნას ეძღვნება. მთელი მემორიალი 518 ჰექტარს მოიცავს და 1745 მ სიმაღლეზე მდებარეობს (ზღვის დონიდან)[1]. კლდეში ნაკვეთი აშშ-ის პრეზიდენტების ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაჰამ ლინკოლნის პროფილები მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზეა[2]. მემორიალს წელიწადში დაახ. 2 მილიონი მნახველი ჰყავს[3].

მთას სახელი ცნობილი ნიუ-იორკელი იურისტის ჩარლზ რაშმორის გამო დაერქვა 1885 წელს. მთაზე მონუმენტის კვეთის იდეა დაიბადა სამხრეთ დაკოტის ბლეკ-ჰილზ რეგიონში ტურიზმის გაზრდის მიზნით. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც მოიცავდა საკონგრესო დელეგაციასა და პრეზიდენტ კელვინ კულიჯს, პროექტმა კონგრესის თანხმობა მიიღო. კვეთის სამუშაოები 1927 წელს დაიწყო და 1941 წლამდე გრძელდებოდა.

ფაქტები[რედაქტირება]

  • ბრიტანული როკ-ჯგუფის Deep Purple-ის ცნობილი ალბომის Deep Purple in Rock ყდის დიზაინი დაფუძნებულია რაშმორის მთის თემაზე — მასზე გამოსახულია ჯგუფის ხუთი წევრის კლდეში გამოკვეთილი სახე.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Mount Rushmore, South Dakota (1 ნოემბერი, 2004). Peakbagger.com.
  2. Mount Rushmore National Memorial. 6 დეკემბერი, 2005. Mount Rushmore Information. (ინგლისური)
  3. Mount Rushmore National Memorial Frequently Asked Questions. National Park Service. (ინგლისური)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]