The Rapsody Overture

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Rapsody Overture
რემიქსული ალბომი
სხვადასხვა შემსრულებელი
გამოცემის თარიღი 1997
ჩაიწერა 1997
ჟანრი ჰიპ ჰოპი, კლასიკური მუსიკა
ხანგრძლივობა 51:08
ლეიბლი Mercury Records
Def Jam Records
პროდიუსერი Voelker Brothers

The Rapsody Overture — სხვადასხვა შემსრულებლის მუსიკალური ალბომი. მასში გაერთიანებულია ორი მუსიკალური ჟანრი - ჰიპ ჰოპი და კლასიკური მუსიკა. 1997 წელს გამოცემული[1] ეს დისკი არის 1990-იანი წლების ერთ-ერთი წარმატებული ალბომი ევროპის ტერიტორიაზე - მისი გამოცემა დაემთხვა ახალ ტენდენციებს თანამედროვე ჰიპ-ჰოპში, როდესაც მუსიკოსები აერთიანებდნენ კლასიკური მუსიკის კომპოზიციებს ჰიპ-ჰოპთან. ალბომზე ჟღერს როგორც ინსტრუმენტული კლასიკური ნაწარმოებების, ასევე საოპერო არიების ქავერ-ვერსიები.

დისკი 1997 წელს გამოსცა ლეიბლმა Mercury Records, დისტრიბუცია კი გაუწია Def Jam Recordings-მა.

ალბომში შეტანილია რეპერ უორენ ჯის „Prince Igor“[2], ქცეული #1 ჰიტ-სინგლად, რომელიც ჩაწერილია მომღერალ სისელის მონაწილეობით. სინამდვილეში მასში გამოყენებულია სტროფები რეპერის კომპოზიციიდან „Reality“. ქავერ ვერსიაში ჟღერს არია ალექსანდრე ბოროდინის ოპერიდან „თავადი იგორი“.

Xzibit-ის „E Lucean Le Stelle“, შეტანილი ამ ალბომში, შეიცავს სემპლს ჯაკომო პუჩინის „E lucevan le stelle“-დან, თუმცა რეპერის ვერსიის სათაურში დაშვებულია მცირე შეცდომა.

სინგლის სახით ასევე გამოიცა „Dear Mallika“, რომელსაც LL Cool J ასრულებს.[3] მოგვიანებით გამოიცა ალბომის განსხვავებული ვერსია. მასში შეტანილია „Dear Mallika“-ს განსხვავებული ვარიანტი - „Dear Mallika (D.O.N.S. Alternative Mix)“ და „Prince Igor“-ის ალტერნატიული მიქსი „Prince Igor (Ries Class Jazz Extended)“.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სიმღერა შემსრულებელი ვოკალი ავტორი ხანგრძლივობა
1 Intro 1:15
2 E Lucevan Le Stelle Xzibit ჯაკომო პუჩინი - E Lucevan Le Stelle 3:51
3 Dear Mallika LL Cool J ჰაიკე ტიერიუნგი და ქეითი მაგესტრო ლეო დელიბი - „ყვავილების დუეტი“ 4:05
4 E Lucevan Le Stelle (Reprise) პუჩინი (E Lucevan Le Stelle) 1:45
5 Dalilah ჯოზეფ სიმონსი, ჯგუფიდან Run-DMC გაბრიელ ფიოდორესკუ კამილ სენ-სანსი - Mon coeur s'ouvre à ta voix 4:00
6 Prince Igor უორენ ჯი სისელი ალექსანდრე ბოროდინი - ნაწყვეტი ოპერიდან „თავადი იგორი“. 4:20
7 Belle Nuit Mother Superia ჰაიკე ტიერიუნგი და ქეითი მაგესტრო ჟაკ ოფენბახი - ბარკაროლა 3:45
8 Präludium Jay კრის ველერი (ფორტეპიანო) იოჰან სებასტიან ბახი - „პრელუდია #1, დო მაჟორი BWV846“) 2:05
9 Ach So Fromm Jay რობერტ ჯონფრიბო ფრიდრიხ ფონ ფლოტოვი - ნაწყვეტი ოპერიდან „მართა“ 4:56
10 Syrinx Redman დიტერ ვოლკერი (გიტარა) კლოდ დებიუსი - „სირინქსი“ 3:34
11 Vissi D'Arte Onyx ქეითი მაგესტრო პუჩინი - „Vissi d'arte“ 4:29
12 Schwanensee Scoota დიტერ ვოლკერი (გიტარა) პეტრე ჩაიკოვსკი - „გედების ტბა“ 3:02
13 Recondita Armonica Nikki D კიმ ჩუნ პარკი პუჩინი - „Recondita armonia“ 4:26
14 Nessun Dorma Mobb Deep კიმ ჩუნ პარკი პუჩინი (Nessun dorma) 3:32

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]