Combat Rock

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Combat Rock
სტუდიური ალბომი - The Clash
გამოცემის თარიღი 14 მაისი, 1982
ჩაწერის თარიღი სექტემბერი-ნოემბერი 1981, იანვარი, აპრილი 1982
ჟანრი პანკ როკი
ხანგრძლივობა 46:21
ლეიბლი CBS, Epic
პროდიუსერი The Clash
The Clash-ის სტუდიური ალბომები - ქრონოლოგია
Sandinista!
(1980)
Combat Rock
(1982)
Cut the Crap
(1985)
სინგლები ალბომიდან Combat Rock
  1. Know Your Rights
    გამოვიდა: 23 აპრილი, 1982
  2. Should I Stay or Should I Go
    გამოვიდა: 10 ივნისი, 1982
  3. Rock the Casbah
    გამოვიდა: 11 ივნისი, 1982
  4. Straight to Hell
    გამოვიდა: 17 სექტემბერი, 1982
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars[1]
Alternative Press 3/5 stars[2]
Blender 4/5 stars[3]
Punknews.org 3/5 stars[4]
Q 3/5 stars[5]
რობერტ კრისტგოუ B+[6]
Rolling Stone 4/5 stars[7]

Combat Rockპანკ როკ ჯგუფ The Clash-ის მეხუთე სტუდიური ალბომი. ის გამოიცა 1982 წლის 14 მაისს, Epic Records-ზე. ესაა ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, რომელზეც უკრეავენ მიკ ჯონსი და ტოპერ ჰიდონი. ჰიდონი ალბომის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაუშვეს ჯგუფიდან ჰეროინზე დამოკიდებულების გამო. ჯონსმა კი მოგვიანებით დატოვა ჯგუფი შიდა უთანხმოების შედეგად.[8][9] ალბომი მოიცავს ბევრ მუსიკალურ სტილს, თუმცა ის ნაკლებად ექსპერიმენტულია წინა ალბომთან, Sandinista!-სთან შედარებით. გაერთიანებულ სამეფოში ალბომი ჩარტებში მეორე ადგილზე მოხვდა და ბრიტანულ ჩარტებში 23 კვირა გაატარა. აშშ-ში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა და 61 კვირის განმავლობაში დარჩა ჩარტებში. ალბომმა მიიღო ორმაგი პლატინის სერტიფიკატი.

ჩაწერა[რედაქტირება]

თავდაპირველად იგეგმებოდა Combat Rock-ის ორმაგი ალბომის სახით გამოცემა, სამუშაო სახელწოდებით Rat Patrol from Fort Bragg, მაგრამ ეს იდეა არ განხორციელდა ჯგუფის შიდა დაპირისპირების გამო. ალბომის პირველი მიქსი გააკეთა მიკ ჯონსმა, მაგრამ ის არ მოეწონათ დანარჩენ წევრებს და ეს საქმე გლინ ჯონსს მიანდეს, რის შემდეგაც ალბომი ერთმაგ დისკად გარდაიქმნა. პირველი მიქსი მოგვიანებით ბუტლეგის სახით გავრცელდა.

გაფორმება[რედაქტირება]

ალბომის გარეკანის ფოტო გადაიღო პენი სმითმა მიტოვებულ რკინიგზაზე ბანგკოკის მახლობლად, ჯგუფის Far East ტურის დროს, 1982 წელს.

Sandinista!-ს მსგავსად, Combat Rock-ის კატალოგის ნომერი 'FMLN2'-იც პოლიტიკური პარტიის სახელწოდების აკრონიმს წარმოადგენს. Frente Farabundo Martí para la Liberación Nacional (ფარაბუნდო მარტის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტი), ანუ FMLN ელ-სალვადორის სოციალისტური პარტიაა.

გამოცემა[რედაქტირება]

2000 წელს, ჯგუფის დანარჩენ ალბომებთან ერთად, Combat Rock ხელახლა გამოიცა რემასტერირებული სახით.

მარკუს გრეის თანახმად, სიმღერა Red Angel Dragnet შთაგონებულია Guardian Angels-ის წევრის, ფრენკ მელვინის სიკვდილით.[10][11] სიმღერა შეიცავს 1976 წლის ფილმის, ტაქსის მძღოლის მთავარი გმირის, ტრევის ბიკლის ციტატებს.

სიმღერაზე Ghetto Defendant მონაწილეობს ბიტნიკი პოეტი ალენ გინზბერგი. ის ჯგუფთან ერთად ასრულებდა სიმღერას მათ კონცერტებზე ნიუ-იორკში. სიმღერის ბოლოს ის კითხულობს გულის სუტრას, პოპულარულ ბუდისტურ მანტრას.

შეფასება და გავლენა[რედაქტირება]

ალბომმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისაგან. ბრიტანულ ჩარტებში მან მეორე ადგილი დაიკავა. ბილბორდის პოპ ალბომებში კი – მეშვიდე. ასევე ის მოხვდა ბევრი სხვა ქვეყნის ჩარტების ტოპ ათეულში.[12][13][14][15] ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) Combat Rock-ს ოქროს ალბომის სერტიფიკატი მიანიჭა 1982 წლის ნოემბერში, პლატინის სერტიფიკატი – 1883 წლის იანვარში, ხოლო მულტი-პლატინის – 1995 წლის ივნისში.[16]

1999 წელს ჟურნალმა Q-მ ალბომი ხუთიდან სამი ვარსკვლავით შეაფასა და უწოდა „მათი ყველაზე გაყიდვადი ალბომი, მაგრამ დასასრულის დასაწყისი.“[17] 2000 წელს Alternative Press-მა Combat Rock-ს ხუთიდან სამი ვარსკვლავი მიანიჭა და დაწერა:„The Clash-ის ბოლოსწინა ალბომი...გამოიყენეს გაკვეთილები, რომლებიც წინა სამი წლის განმავლობაში ისწავლეს...მათი კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი“[18] 2004 წელს College Music Journal-მა Combat Rock მეხუთე ადგილზე შეიყვანა 1982 წლის 20 ყველაზე ხშირად დაკრული ალბომის სიაში.[19]

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — The Clash გარდა მითითებულისა.. 

პირველი მხარე
# სახელწოდება მთავარი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Know Your Rights (სტრამერი/ჯონსი) ჯო სტრამერი 3:39
2. Car Jamming   ჯო სტრამერი 3:58
3. Should I Stay or Should I Go   მიკ ჯონსი 3:06
4. Rock the Casbah   მიკ ჯონსი/ჯო სტრამერი/ტოპერ ჰიდონი 3:44
5. Red Angel Dragnet   პოლ სიმონონი/ჯო სტრამერი 3:48
6. Straight to Hell   ჯო სტრამერი 5:30
მეორე მხარე
# სახელწოდება მთავარი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Overpowered by Funk   ჯო სტრამერი 4:55
2. Atom Tan   მიკ ჯონსი/ჯო სტრამერი 2:32
3. Sean Flynn   ჯო სტრამერი 4:30
4. Ghetto Defendant   ჯო სტრამერი/ალენ გინზბერგი 4:45
5. Inoculated City (ალბომის ზოგ ვერსიაზე შესულია განსხვავებული, 2:11-იანი ვერსია) მიკ ჯონსი/ჯო სტრამერი 2:43
6. Death is a Star   ჯო სტრამერი 3:08

Rat Patrol From Fort Bragg[რედაქტირება]

  1. The Beautiful People Are Ugly Too – 3:45
  2. Kill Time – 4:58
  3. Should I Stay or Should I Go – 3:05
  4. Rock the Casbah – 3:47
  5. Know Your Rights (ხანგრძლივი ვერსია) – 5:04
  6. Red Angel Dragnet – 6:12
  7. Ghetto Defendant – 6:17
  8. Sean Flynn – 7:30
  9. Car Jamming – 3:53
  10. Inoculated City – 4:32
  11. Death Is a Star – 2:39
  12. Walk Evil Talk (ინსტრუმენტული) – 7:37
  13. Atom Tan – 2:45
  14. Overpowered by Funk (დემო) – 1:59
  15. Inoculated City (დაურედაქტირებელი ვერსია) – 2:30
  16. First Night Back in London – 2:56
  17. Cool Confusion – 3:10
  18. Straight to Hell (ხანგრძლივი ვერსია) – 6:56

პერსონალი[რედაქტირება]

დამატებითი მუსიკოსები[რედაქტირება]

დამუშავება[რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება]

Year ჩარტი ადგილი
1982 ნორვეგიული ალბომების ჩარტი.[14] 7
1982 შვედური ალბომების ჩარტი[15] 9
1982 ბრიტანული ალბომების ჩარტი[12] 2
1983 ბილბორდის პოპ ალბომები[13] 7

სერტიფიკატები[რედაქტირება]

მიმნიჭებელი თარიღი სერტიფიკატი გაყიდვები
RIAA (აშშ)[16] 8 ნოემბერი 1982 ოქრო 500,000
RIAA (აშშ)[16] 10 იანვარი 1983 პლატინა 1,000,000
RIAA (აშშ)[16] 6 ივნისი 1995 ორმაგი პლატინა 2,000,000

წყაროები[რედაქტირება]

  • გრეი, მარკუს [1995] (2005). The Clash: Return of the Last Gang in Town, მეხუთე გამოცემა, ლონდონი: Helter Skelter. ISBN 1905139101. OCLC 60668626. 

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Erlewine, Stephen Thomas. Combat Rock The Clash. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 3 November 2010.
  2. (August 2001) „10 Essential '80s Albums“. Alternative Press. წაკითხვის თარიღი: 2008-10-27. 
  3. Wolk, Douglas. Combat Rock. Reviews. Blender. წაკითხვის თარიღი: 3 November 2010.
  4. The Clash - Combat Rock. Reviews. Punknews.org. წაკითხვის თარიღი: 3 November 2010.
  5. (December 1999) „100 Greatest British Albums“. Q magazine: გვ. 152–153. წაკითხვის თარიღი: 2008-10-27. 
  6. Christgau, Robert. The Clash. Consumer Guide. რობერტ კრისტგოუ. წაკითხვის თარიღი: 3 November 2010.
  7. Fricke, David (25 January 2000). Combat Rock by The Clash. Music Reviews. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 3 November 2010.
  8. დონ ლეტსი; ჯო სტრამერი, მიკ ჯონსი, პოლ სიმონონი, ტოპერ ჰიდონი, ტერი ჩაიმსი, რიკ ელგუდი, The Clash. (2001). The Clash, Westway to the World. [დოკუმენტური]. ნიუ-იორკი: Sony Music Entertainment; Dorismo; Uptown Films. Event occurs at 71:00–75:00. ISBN 0738900826. OCLC 49798077. 
  9. კროუმლინი, რიჩარდ (31 იანვარი 1988). „სტრამერი ადამიანის, ღმერთის, კანონისა და The Clash-ის შესახებ“. წაკითხვის თარიღი: 3 November 2010. 
  10. Gray (2005) p. 380
  11. Monday, Jan. 18, 1982 (1982-01-18). Time Magazine article 18 January 1982 ''Guardian Angels' Growing Pains''. Time.com. წაკითხვის თარიღი: 2010-04-03.
  12. 12.0 12.1 UK Chart Archive. everyHit.co.uk. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
  13. 13.0 13.1 The Clash > Charts & Awards > Billboard Albums. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
  14. 14.0 14.1 Discography The Clash. NorwegianCharts.com. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
  15. 15.0 15.1 Discography The Clash. SwedishCharts.com. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი 2008.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Gold and Platinum: Searchable Database. RIAA. წაკითხვის თარიღი: 2008-10-26.
  17. (დეკემბერი 1999) „100 საუკეთესო ბრიტანული ალბომი“. Q: გვ. 152–153. წაკითხვის თარიღი: 2008-10-27. 
  18. (აგვისტო 2001) „'80-იანების 10 მნიშვნელოვანი ალბომი“. Alternative Press. წაკითხვის თარიღი: 2008-10-27. 
  19. (5 იანვარი 2004) „1982 წლის 20 ყველაზე ხშირად დაკრული ალბომი“. College Music Journal. წაკითხვის თარიღი: 2008-10-27. 

დამატებითი მასალა[რედაქტირება]

  • გილბერტი, პეტ [2004] (2005). Passion Is a Fashion: The Real Story of The Clash, მეოთხე გამოცემა, ლონდონი: Aurum Press. ISBN 1845131134. OCLC 61177239. 
  • გრინი, ჯონი; გერი ბარკერი [1997] (2003). A Riot of Our Own: Night and Day with The Clash, მესამე გამოცემა, ლონდონი: Orion. ISBN 0752858432. OCLC 52990890. 
  • გრუენი, ბობ [2001] (2004). The Clash, მესამე გამოცემა, ლონდონი: Omnibus. ISBN 1903399343. OCLC 69241279. 
  • ნიდსი, კრის (2005-01-25). Joe Strummer and the Legend of the Clash. ლონდონი: Plexus. ISBN 085965348X. OCLC 53155325. 
  • ტოპინგი, კით [2003] (2004). The Complete Clash, მეორე გამოცემა, რიჩმონდი: Reynolds & Hearn. ISBN 1903111706. OCLC 63129186. 
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Combat_Rock&oldid=2704008“-დან