SXDF-NB1006-2

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გალაქტიკა SXDF-NB1006-2

SXDF-NB1006-2გალაქტიკა, რომელიც მდებარეობს 12,91 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით დედამიწიდან. რადგანაც მის სინათლეს ამდენი ხანი დასჭირდა (12,91 მილიარდი წელიწადი) ჩვენამდე მოსაღწევად, ჩვენ ამ გალაქტიკას ისეთს ვხედავთ, როგორიც ის ამდენივე წლის წინ იყო. გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან ძალიან მალე წარმოიქმნა. დიდი აფეთქება კი 13,7 მილიარდი წლის წინ მოხდა. შესაბამისად, SXDF-NB1006-2, ყველაზე შორეული გალაქტიკაა, რაც კი ოდესმე დაუნახავთ მეცნიერებს. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ SXDF-NB1006-2-ის და სხვა შორეული ობიექტების შესწავლით ისინი შეძლებენ დაადგინონ რა ხდებოდა კოსმოსის ევოლუციის განთიადზე.

კვლევები[რედაქტირება]

ახლად აღმოჩენილი გალაქტიკა უკანასკნელ პრეტენდენტად ითვლება უშორეს და უძველეს აქამდე აღმოჩენილ გალაქტიკათა შორის. ამ თვის (ივნისი, 2012) დასაწყისში, არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ასევე იპოვეს გალაქტიკა, რომელიც 13 მილიარდი სინათლის წლით იყო დაშორებული დედამიწიდან. გასულ წელს, ასტრონომთა სხვა ჯგუფმა, რომელიც ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს იყენებდა, განაცხადა, რომ აღმოაჩინეს უფრო შორი და ხნიერი გალაქტიკა. მისი დაშორების მანძილი არის 13,2 მილიარდი სინათლის წელიწადი, მაგრამ ეს ობიექტი ისევ „გალაქტიკობის კანდიდატია“ და შემდგომი კვლევების შედეგებს და გალაქტიკად აღიარებას ელოდება.

მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ[რედაქტირება]

სამყაროს ევოლუციის კომპიუტერული მოდელი

დიდი აფეთქება დაახლოებით 13,7 მილიარდი წლის წინ მოხდა. თავდაპირველად, სამყარო იყო ისეთი მკვრივი და ცხელი, რომ მასში წარმოქმნილი ატომები მაშინვე იშლებოდნენ. შემდეგ სამყარო გაფართოვდა, გაგრილდა და საბოლოოდ კვარკები პროტონებად გაერთიანდნენ, შენდეგ ელექტრონებს დაუკავშირდნენ და წყალბადის ნეიტრალური ატომები შექმნეს. ეს ხდება დიდი აფეთქებიდან 380 000 წლის შემდეგ. დროთა განმავლობაში გაზი გაგრილდა და 200-500 მილიონი წლის შემდეგ (დიდი აფეთქებიდან), ნეიტრალური წყალბადის ღრუბლების კონდენსაცია მოხდა, შეიქმნა პირველი ვარსკვლავები, რომელთა შემდეგ უკვე პირველმა გალაქტიკებმა გამოანათეს.

დამატებითი ინფორმაცია[რედაქტირება]

გალაქტიკა SXDF-NB1006-2 დიდი აფეთქებიდან 800 მილიონი წლის შემდეგ შეიქმნა, მაშასადამე ეს ობიექტი იმის წინა პირობაა, რომ უფრო ახლოს ვართ კრიტიკულ დროსთან.(ბნელი წლები, 400 000 წელი დიდი აფეთქებიდან). „ის დღე არ არის ძალიან შორს, როდესაც ბნელი წლების სამყაროს საიდუმლოებები და პირველი გალაქტიკების ფიზიკური თვისებები გამოვლინდება“ ამბობს მასანორი იე, „30 მეტრიანი ტელესკოპის“ პროექტის ლიდერი იაპონიიდან.

ასეთი შორეული და მკრთალი ობიექტის დასაკვირვებლად მეცნიერებს მოუწიათ ობიექტიდან წამოსული სინათლე „შეეგროვებინათ“ 37 საათის განმავლობაში. რაც უფრო მეტ სინათლეს აგროვებდნენ, მით უფრო ღრმად „იხედებოდნენ“ ობიექტში. მკვლევრებმა ტაკატოში შიბაიას ხელმძღვანელობით (იაპონია), სურათში 58 733 ობიექტი დათვალეს და შეავიწროვეს ორ შესაძლო უკიდურესად შორეულ გალაქტიკათა კანდიდატებამდე.

SXDF-NB1006-2-მა შეცვალა წინა რეკორდსმენი გალაქტიკა GN-108036, რომელიც ასევე იპოვეს „სუბარუს“ ტელესკოპით. ის ოდნავ ახლოს იყო დედამიწასთან, ვიდრე SXDF-NB1006-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SXDF-NB1006-2&oldid=2443903“-დან