Audi

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აუდი
აუდის ლოგო 2009.jpg
ტიპი: სააქციო საზოგადოება
დევიზი: Vorsprung durch Technik
დაფუძნდა: 1910 წ
მდებარეობა: ინგოლშტადტი, გერმანია
წამყვანი: რუპერტ სტადლერი
დარგი: საავტომობილო წარმოება
პროდუქცია: ავტომობილები, ძრავები.
ბრუნვა: €28,4 მლრდ (2005)
სუფთა მოგება: €1,4 მლრდ (2005)
თანამშრომელი: 57 533 (2008)
საიტი: www.audi.com

აუდიგერმანული საავტომობილო კომპანია, რომელიც შედის კონცერნ Volkswagen-ის შემადგენლობაში 1966 წლიდან. მთავარი ოფისი მდებარეობს ინგოლშტადტში, გერმანიაში.

ისტორია[რედაქტირება]

აუდი Type E (1923)

1910 წლიდან 1969 წლამდე[რედაქტირება]

1909 წლის დასაწყისში, Horch-Werke-ს პირველი ქარხანასთან უთანხმოების შემდეგ, ავგუსტ ხორხმა(August Horch) სახელი შეუცვალა თავის საავტომობილო ქარხანას და დაარქვა Audi Automobil-Werke. 1910 წლის შუა პერიოდისთვის ბაზარზე გამოვიდა მისი პირველი ავტომობილი, Audi. ეს ავტომობილი იყო აღჭურვილი 2.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, სიმძლავრით 22 ცხ.ძ.

1920 წელს Audi Automobil-Werke AG-მ წარმოადგინა ახალი სავაჭრო ნიშანი Audi. იმ დროისთვის მოდური საქმიანი სტილის შესაბამისად, ლუსიან ბერნხარდის მორთულმა მოხაზულობა შეიცვალა Audi-ს ემბლემა. Audi Automobil-Werke-ს ლოგოტიპი, აღებული AG-ს მოდელისგან 1920 წელს

ახლა უკვე ახალი ემბლემა(ოქროს ოვალური ასოები ლურჯ ფონზე) ამშვენებდა Audi-ს რადიატორებს. როდესაც 1965 წელს ომის შემდგომი პირველი Audi გამოვიდა ბაზარზე, მას ჰქონდა ეს სავაჭრო ნიშანი მარჯვენა წინა „ფრთაზე“ და ძარის უკანა მხარეს

კომპანია Auto Union GmbH-ის შექმნის შემდგომ, ინგოლშტადტში 1949 წლის სექტემბერში დაიწყო წარმოება მოტოციკლების და ავტომობილების რომელიც განკუთვნილი იყო ბარგის პატარა პარტიების გადასაზიდად. 1950 წლის აგვისტოში დაიწყო წარმოება DKW-სი.

ავგუსტ ხორხი (August Horch) — კომპანია Audi-ს დამფუძნებელი

1961 წლის ბოლომდე DKW-ს მსუბუქი ავტომობილები იწარმოებოდა Rheinmetall-B or sing AG-ს საწარმოო ადგილებში დუსელდორფში.

Audi Torpedo type E 1924 წლის გამოშვება და Audi Imperator 1929 წლის.

1969 წლიდან დღემდე[რედაქტირება]

მწარმოებლური სერია NSU-ს დაწყებისთანავე 1977 წელს დამატებით საფირმო ლოგოტიპის ხარისხით, იყო შემოსული წითელ-ყავისფერი ოვალი როგორც Audi-ს შრიფტის ნიშანი. 1982 წლიდან საფირმო ოვალმა დაამშვენა ასევე გვერდითი ავტომობილის ”ფრთების” ზედაპირები.

1994 წლის ოქტომბერში Audi-ს ოვალური ლოგოტიპი შეცვლილი იქნა ოთხი რგოლის კომბინაციი და შრიფტული ნიშნით, რომელიც უკვე შესრულებული იყო წითელი ფერით.

1970 წლების დასაწყისში დაიწყო Audi-ს დიდი ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავიდან ექსპორტი იფარგლებოდა მხოლოდ Audi Super 90-ით (სედანი და უნივერსალი), და ასევე ახალი Audi 100-ით. 1973 წლიდან მათ შეუერთდა Audi 80, რომელიც თავისი ევროპული ვარიანტისგან განსხვავებით, გამოდიოდა უნივერსალის ძარით. მოგვიანებით Audi-მ აშშ-ს ბაზარზე მიიღო საკუთარი განსაზღვრა: Audi 4000 - Audi 80-სთვის, Audi 5000 - Audi 100-სთვის. 1984 წლის Audi 90 განკუთვლინი იყო, მხოლოდ აშშ-ს ბაზრისთვის. ამ მოდელის ანალოგი იყო Audi 80.

ტექნიკა[რედაქტირება]

ფერდინანდ პიხი (Ferdinand Piech) Audi-ში[რედაქტირება]

თავისი ახალი დაბადებით Audi-ს მარკა უნდა უმადლოდეს ფერდინანდ პიხ-ს(Ferdinand Piech), ცნობილი ფერდინანდ პორშეს შვილიშვილს. ტალანტურმა კონსტრუქტორმა, პიხმა 1972 წელს უთავა Audi-ს პერსპექტიული გამოგონებების განყოფილებას. სწორედ მან დაიწყო მუშაობა Audi-ს სრულამძრავიანი მსუბუქი ავტომობილების შექმნისათვის.

ამ მანქანებში მანქანის სიძლიერე გზის შემთხვევაში გადაეცემოდა ავტომობილის ორივე მხარეს წინა მხარეს და უკან - პროპორციით 50/50. მოუჭიდებლობის შემთხვევაში წინა ან უკანა თვლების მბრუნავი მომენტი „გადახტებოდა“ იმ თვლებისკენ რომელსაც საუკეთესო მოჭიდება ჰქონდა გზასთან. ასეთი სქემა საშუალებას იძლეოდა ბოლომდე გამოეყენებინა ძრავის პოტენციალი.

ცოტა ხნის შემდეგ პიხმა ენთუზიაზმით ხელი მიჰყო Audi-ს ავტომობილების წარმოებაში ალუმინის გამოყენებას. ასეთმა წინდახედულმა ტექნიკურმა ნოვაციებმა მას სახელი მოუტანეს. ისედაც, ფერდინანდ პიხის ტალანდი არ შემოიფარგლებოდა ტექნიკით - არანაკლებ გაბედულ გადაწყვეტილებებს იღებდა იგი მარკეტინგის სფეროში. მაგალითისთვის, პიხმა შესძლო დაერწმუნებინა კოლეგები იმაში , რომ კომპანია Audi-ს ესაჭიროებოდა ბაზარზე პოზიციების შეცვლა. ფერდინანდ პიხმა გააკეთა თავბრუდამხვევი კარიერა Audi -ში: 1988 წელს იგი აირჩიეს Audi AG-ის მართვის წევრად, ხოლო 1993 წელს იგი გახდა Volkswagen AG-ის კონცერნის თავი, რომლის სათავეებშიც იდგა მისი პაპა. პიხი ხელმძღვანელობდა VW-ს 2002 წლამდე.

სისტემა Quattro-ს შექმნა[რედაქტირება]

1980 წლის მარტში Audi-ს სტენდი ჟენევის ავტოსალონზე იქცა ნამდვილ სენსაციად, იმის წყალობით რომ წარმოდგენილი იყო სრულამძრავიანი სპორტული კუპე. პირველად მსუბუქი ავტომობილი წარმოდგენილი იყო წამყვანი თვლების კონცეფციით, რომელიც მანამდე გამოყენებული იყო მხოლოდ სატვირთო ავტომობილებში და ყველგანმავლებში. პირველი თაობის Audi 100 იქცა ყველაზე ძვირ მოდელად და მისცა ბიძგი შემდგომი წინსვლისთვის პრემიუმსეგმენტში. ასეთი მსუბუქი ავტომობილის იდეა წარმოიშვა 1976-77 წლების ზამთარში, როდესაც ხდებოდა სამხედრო ყველგანმავალ VW Iltis-ის გამოცდა. ამ მანქანის შესანიშნავმა მოქმედებამ თოვლში და ყინულზე, დაბადა იდეა რომ VW Iltis-ს თვლების წაყვანის სისტემა გამოყენებული ყოფილიყო Audi 80-ში. იმავე წელს წარმოებული იყო საკვლევ-კონსტრუქტორული მუშაობები, რომლის რეზულტატიც იყო სპორტული Audi quattro-ს შექმნა.

ყველაწამყვანთვლიანი სისტემის Audi-მ მიიღო სახელწოდება Quattro. ინგოლშტადტში მიხვდნენ, რომ quattro არ არის მხოლოდ ტექნიკური ტერმინი, არამედ დამოუკიდებელი ბრენდია, რომელიც შეიძლება ”ლოკომოტივად” გამოდგეს Audi-ს მარკის განვითარებაში. შემდგომში წარმოებაში ცალკე მიმართულებაც კი შეიქმნა - Quattro GmbH, რომელიც Audi-ს საფირმო სტილის წინ წაწევას ემსახურებოდა: ტანსაცმელი, სუვენირები, აქსესუარები.

1995 წელს Quattro GmbH-მ გაითავისა Audi-ს მოდელების ტუნინგი, ხოლო შემდგომ დაიწყო ავტომობილების სპორტული მოდიფიკაციების წარმოება. დღეს Audi-ს ყველაზე სწრაფი და ექსტრემალური ვერსიები იწყობა Quattro GmbH-ს ქარხანაში.

იმისათვის რომ მსოფლიოსთვის დაენახვებინათ სრულამძრავიანი მანქანების უპირატესობა, Audi-მ დაიწყო რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება.

Audi quattro-ს სპორტული დებიუტი შედგა 1981 წლის დასაწყისში ავსტრიაში, იანვრის რბოლაში. Audi quattro-ს სრულამძრავიანმა საკიდარმა გადატრიალება მოახდინა მსოფლიო საერთაშორისო რალიში და რბოლებში. 1982 წლის დეკემბერში დაიწყო Audi 80 quattro-ს სერიული წარმოება სრულამძრავობის სისტემით.

Audi Sport Quattro-მ მოახდინა რევოლუცია რალიში, დაამტკიცა რა სრულამძრაობის ეფექტურობა.

თანდათან სისტემა quattro შემოთავაზებულ იქნა Audi-ს სხვა მოდელებზეც. გამარჯვებებმა ამ შეჯიბრში, 1983-1984 წლებში, საშუალება მისცა დაესრულებინათ quattro-ს სისტემის სერიულ ავტომობილებზე დაყენება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პოტენციურ მომხმარებლებში ჩამოაყალიბეს აზრი Audi-ზე როგორც გამაჯრვებულ მარკაზე. ეს იყო პირველი ნაბიჯი „სახალხო მანქანის“ იმიჯისგან გათავისუფლებისკენ.

მოდელების ისტორია[რედაქტირება]

Audi Sport Quattro -ს სარბოლო წარმატებებმა განაპირობა საბაზრო წარმატება მოდელისა Audi 80 quattro, რომელმაც ასევე მიიღო საფირმო სრულგაწევიანი სისტემა.

ჟენევის ავტოსალონზე 1990 წლის მარტში Audi AG-მ წარმოადგინა Audi duo, სერიული Audi 100 Avant quattro, რომელშიც ჩვეულებრივი ბენზინის ძრავის გარდა ასევე იდგა ელექტროძრავი, განკუთვნილი უკანა თვლებისთვის. საჭიროების შემთხვევაში თვლების წაყვანა შეიძლებოდა გადართულიყო ბენზინის ძრავიდან ელექტროზე. ეს ჰიბრიდული ავტომობილი განკუთვნილი იყო კომუნალური საქმიანობისთვის.

1990 წლის დეკემბერში წარმოდგენილი იყო ახალი Audi 100 (შიდა მნიშვნელობით С4), რომელიც პირველად კონცერნის ისტორიაში შეთავაზებულ იქნა ასევე ექვსცილინდრიანი V ტიპის ძრავით. მძლავრი (174 ცხ.ძ) აგრეგატი 2.8 ლიტრიანი მოცულობით ყველაზე კომპაქტური და მსუბუქი იყო თავის კლასში. მას გააჩნდა ბენზინის მიწოდების ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მაღალ გამწევ ძალას, დაბალი ბრუნების შემთხვევაში და მაღალ სიმძლავრეს ბრუნების ზედა დიაპაზონში.

თუმცაღა, სრულამძრავობის მიუხედავად და წარმატებებისა რალიში, Audi-მ ვერ შესძლო დაეპყრო ავტობაზრის ზედა საფეხურები და დამდგარიყო ერთ რიგში BMW-სთან და Mercedes-თან. უმაღლეს კასტაში მოხვედრისათვის მოითხოვებოდა უფრო მეტი. იმის მერე რაც პიხმა დაიკავა Volkswagen-ის კონცერნის მეთაურის პოსტი, დაიწყო Audi-ს მარკის აქტიური გადაპოზიციონირება.

1990 წელს პირველად Audi 100-მა მიიღო მძლავრი და კომპაქტური ძრავი V6.

თავიდან გადავიდნენ Volkswagen-ის და Audi-ს ცალკე გაყიდვაზე. 1993 წლამდე ამ მარკის ავტომობილები იყიდებოდნენ ერთი სახურავიდან. VW-ის ხელმძღვანელობამ მოითხოვა ცალკე გასაყიდი ადგილების მშენებლობა Audi-სთვის.

VW-ის დილერების მარკეტინგი, როგორც ადრე, შენდებოდა უმეტესწილად კლიენტისთვის ფინანსურად მისაღები პირობების შექმნაზე, ხოლო Audi-ს პოტენციურმა მყიდველებმა დაიწყეს მიზიდვა განსაკუთრებული მომსახურების შეთავაზებებით.

Volkswagen-თან ფიქტიურმა „გაყრამ“ Audi-სგან მოითხოვა საკუთარი მოდელების რიგის გაფართოება. 1994 წლამდე ფირმა უშვებდა მხოლოდ ორ მოდელს: Audi 80-ს და Audi 100-ს. 1994 წელს სტარტი აიღო წარმომადგენლობითი კლასის სრულამძრაობიანმა სედანმა აუდი А8-მ. ბაზარმა ავტომობილი საკმაოდ თავშეკავებულად მიიღო, მაგრამ თავის მხრივ „გაანათა“ Audi-ს მარკა მაღალ წრეებში.

აუდი A3[რედაქტირება]

1996 წელს Audi-მ გამოუშვა გოლფ-კლასის ავტომობილი, კომპაქტური A3. მანქანის შემუშავებამ არ წაიღო ბევრი ხარჯი, ვინაიდან მისი აწყობა წარმოებდა VW Golf-ის ბაზაზე. სამაგიეროდ ავტომობილის სპორტული დიზაინი, დამუშავების ხარისხი და ინტერიერის შესრულება მანქანას ერთი საფეხურით მაღლა აყენებდა, ვიდრე უბრალოდ Volkswagen და აახლოვებდა მას კონკურენტებთან BMW-დან და Mercedes-დან.

აუდი A6[რედაქტირება]

1996 წელს Audi-მ გამოუშვა ბაზარზე ბიზნეს კლასის მოდელი А6. შესრულების ხარისხით და შიგთავსით, ეს ავტომობილი პრაქტიკულად არაფერში არ ჩამოუვარდებოდა პრემიუმ კატეგორიის ლიდერებს. რჩებოდა მხოლოდ მომხმარებლები დაერწმუნებინათ ამაში.

აუდი A8[რედაქტირება]

მომხმარებლებისთვის ბრძოლა შენდებოდა ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების განხორციელებაზე. ზუსტად Audi-მ პირველმა გამოიყენა დიზელის ძრავები წარმომადგენლობითი კლასის მანქანებზე. А8 მთელი 7 წლის მანძილზე რჩებოდა ერთადერთ მოდელად ამ კლასში, რომელიც შეიძლებოდა შეგეძინათ დიზელის ძრავით. ეს ძრავები შეუდარებლად ეკონომიურია და ეკოლოგიურადაც სუფთაა ბენზინის ძრავებთან შედარებით. ამასთან, მათ მეტი მაბრუნებელი მომენტი აქვთ, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნის რომ აქსელერატორის ქვემოთ კიდევ მარაგია.

Audi A8-ს წარმომადგენლობითი კლასის სედანი კონკურენტებისგან განსხვავდება ალუმინის ძარით და ყველა წამყვანი თვლებით.

დღეს დიზელის ძრავებით გამოდის წარმომადგენლობითი BMW და Mercedes. დიზელის ძრავის დაყენებას აპირებს თავის მოდელებში ისეთი სპორტული მანქანა როგორიცაა Mazerati. Audi-ს კონსტრუქტორები ევროპელ მწარმოებლებს შორის პირველები იყვნენ, რომლებმაც მასობრივად დაიწყეს ძრავების მომარაგება ისეთი გადაცემათა კოლოფებით, რომლებიც მაბრუნებელ მომენტს გადასცემდნენ ძრავიდან ბორბლებზე სიმძლავრის შენარჩუნებით. მანქანებზე რომელზეც ასეთი ავტომატური კოლოფები აყენია თითქმის არ იგრძნობა გადართვის მომენტი. ამ სისტემას ეწორება Multitronic. და მასში არ შეიძლება იგრძნობოდეს გადართვის მომენტი, რადგან იგი თითქმის არ ხდება. Multitronic-ში მხოლოდ ერთი „გადართვაა“ (უკანსვლის ჩაუთვლელად) თანაბრად ცვლადი კოეფიციენტებით.

აუდი A2[რედაქტირება]

Audi A2 - კომპაქტური ქალაქის ავტომობილი, მასაც გააჩნდა ალუმინის ძარა, რის გამოც იყო მსუბუქი, მაგრამ ძვირი.

და მაინც, ყველაზე მთავარ „ნოუ-ჰაუდ“ Audi-სთვის იქცა ალუმინის გამოყენება ავტომობილის კონსტრუქციაში. 2000 წელს Audi-მ პირველმა ავტომწარმოებლებში გამოუშვა მთლიანად ალუმინის სერიული ავტომობილი А2. მანქანა გამოვიდა ორიგინალური და საინტერესო, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით მას ჩავარდნა ელოდა: დღეს Audi-ში არ მალავენ რომ პროექტი А2 დაიხურა.

როგორც თვითონ ფირმაში თვლიან, მთავარი პირობა ამ პატარა მანქანის დაბალი გაყიდვებისა იყო მისი მაღალი ფასი. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მაგალითად გერმანიაში ყველა მოხმარების პროდუქტზე და უმეტესობა მომსახურებაზე ფასები გაიზარდა მინიმუმ ორჯერ, და ახალგაზრდობას - მთავარი კატეგორია, რომელზეც იყო გათვლილი Audi А2, უბრალოდ არ შეუძლია თავს ნება მისცეს იყიდოს ასეთი ძვირი მანქანა.

Audi TT იქცა ნამდვილ რევოლუციად მსოფლიო დიზაინში და წამიერად გადაიქცა თანამედროვე კლასიკად.

ამჟამად მსოფლიო ავტომწარმოებლებში არავინ ისე ფართოდ არ გამოიყენებს „ფრთოვან მეტალს“ როგორც Audi. მისი მოდელების რიგში გამოჩნდა მთლიანად ალუმინის А8 - ახალი ავტომობილი, განკუთვნილი წარმომადგენლობითი კლასისთვის. ძნელია თქვა, როგორი ბედი ეწეოდა ამ პროდუქტს: ამჟამად, მაგალითად, რუსულ ბაზარზე А8 მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავის კონკურენტებს.

1995 წლიდან 10 განვლილი წლის შემდეგ Audi გამოვიდა პრესტიჟული ავტომობილების კატეგორიაში, კომპანიის ბრუნვამ იმატა 8,5 მლრდ-დან 22,6 მლრდ ევრომდე. ტექნიკური ინოვაციები, რალიში გამარჯვებები, ”ფრთოვანი მეტალის” გამოყენება. ფერდინანდ პიხის გეგმები გამართლდა.

კარგა ხნის შემდეგ Audi კვლავ შეეჯახა მოდელების ნაკლებობას თავის რიგებში. გერმანელი კონკურენტები კარგა ხანია რაც მომხმარებლებს რამდენიმე ყველგანმავლებს სთავაზობენ, მაშინ როდესაც Audi-ს ჰქონდა მხოლოდ კროსოვერი Allroad. ეს პრობლემა კარდინალურად გადაიჭრა 2005 წელს, როდესაც შუქზე გამოვიდა Q7. გააერთიანა რა Volkswagen Touareg-ის პლატფორმა და A6-ის და A8-ს სედანების ელემენტები, მან მყისვე მოიპოვა პოპულარობა უზრუნველყოფილ მომხმარებლებში: Q7-ს მორცხვი ვერსიები გეგმაში არ ყოფილა. ცოტა დაგვიანების მიუხედავად Audi-მ ერთი თავით გადაუსწრო თავის კონკურენტებს.

Audi-ს სარეკლამო ლოზუნგი, მიძღვნილი Q7-სთვის: „კმარა მორცხვობა: «იგი მოვიდა, რომ წაიღოს თავისი»“. ყველგანმავალმა არათუ თავისი წაიღო, არამედ სხვებისაც მიიტაცა.

მაგრამ მძლავრი ჯიპის გამოშვებამ პრობლემა ვერ აღმოფხვრა. ხაზში დარჩა ძალიან საინტერესო თეთრი ლაქა: სპორტქარები, კომპაქტური კროსოვერები, სუპერქარები, მინივენები. რაც აღსანიშნავია, ყველა ეს ვაკანტური ადგილები უახლოეს წლებში შეივსება აბსოლუტურად ახალი მოდელებით.

მოდელები[რედაქტირება]

არსებული მოდელები[რედაქტირება]

Audi A1 Audi A3 Audi A4 Audi A5 Audi A6 Audi A7 Audi A8 Audi TT Audi R8 Audi Q5 Audi Q7
2010–დღემდე 1996–დღემდე 1994–დღემდე 2007–დღემდე 1994–დღემდე 2011–დღემდე 1998–დღემდე 2006–დღემდე 2008–დღემდე 2006—დღემდე

S მოდელები[რედაქტირება]

Audi TTS Audi S3 Audi S4 Audi S5 Audi S6 Audi S8
2008–დღემდე 1999–2004,2006–დღემდე 1997–2001,2003–დღემდე 2007–დღემდე 1994–1997,1999–2003,2006–დღემდე 1996–2002,2006–დღემდე

RS მოდელები[რედაქტირება]

Audi TT RS Audi RS2 Audi RS4 Audi RS5 Audi RS6
2009–დღემდე 1994–1995 1999–2001, 2006–2008 2010/2011 2003–2004, 2008–დღემდე

შეწყვეტილი მოდელები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Audi&oldid=2626717“-დან