Pac-Man
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| Pac-Man | |
|---|---|
| ჟანრი: | თავსატეხები |
| დეველოპერ(ებ)ი: | Namco |
| გამომცემელი: | Midway |
| დიზაინერ(ებ)ი: | ტორუ ივატანი |
| სერია: | Pac-Man |
| თარიღი: | |
| რეჟიმ(ებ)ი: | ერთდროულად 2-მდე მოთამაშე |
| პლატფორმ(ებ)ი: | arcade machines, Amiga, Atari 2600, Atari 5200, Commodore 64, Game Boy, GBA, Intellivision, cellphone, MSX, Neo-Geo Pocket Color, Nintendo Entertainment System |
| მოთხოვნილებები: | 1 ZiLOG Z80, 3,072 მგჰ, 1× Namco WSG (3-chanel mono) @ 3.072 მგჰ |
Pac-Man (იაპ. (パックマン, პაკუ-მანი) — ვიდეო თამაში თავსატეხის ჟანრში, რომელიც პირველად გამოვიდა 1979 წელს იაპონიაში. მისმა გამოსვლამ კულტურის სხვადასხვა სფეროზე დიდი გავლენა იქონია: თამაშზე შეიქმნა სერიალი, ჩაიწერა მუსიკალური ალბომი, Pac-Man Fever.
Pac-Man შექმნამდე ამერიკული ვიდეო თამაშების უმრავლესობა კოსმოსური სროლების კატეგორიის იყო, როგორიცაა Space Invaders ან Defender. Pac-Man-მა ვიდეო თამაშების სივრცეში ახალი სტილი დაამკვიდრა, თამაშში არ იყო ძალადობის გამოვლინებები და ის გათვლილი იყო როგორც ვაჟებისათვის, ასევე გოგონებისთვის.
თამაშის მთავარი გმირი გამოჩნდა 30-ზე მეტ ლიცენზირებულ და უამრავ არაოფიციალურ თამაშში.