Nokia Lumia 620

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nokia Lumia 620
Lumia 620 by mikosoft.jpg
მწარმოებელი Nokia
სიხშირეთა
დიაპაზონი

GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 HSPA 850/900/1900/2100

Wi-Fi, NFC
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8
მასა 127 გრამი
ზომა 115.4 მმ H
61.1 მმ W
11.0 მმ D
ფოტოკამერა 5.0 მეგაპიქსელი, 2592 x 1936 პიქსელი, LED flash, ავტოფოკუსი 720p ვიდეო
მეორე კამერა VGA, 640x480 პიქსელი
ბატარეა BL-4J 1300mAh
მეხსიერება 8 GB შიდა flash
512 MB RAM
დაკავშირება

3.5 მმ headset jack, USB 2.0, Bluetooth 3.0, 802.11a/b/g/n, NFC

A-GPS, GLONASS

Nokia Lumia 620ნოკიას ერთ-ერთი სმარტფონი. იგი Lumia 610-ის მემკვიდრეა და Nokia Lumia 920-თან და Nokia Lumia 820-თან ერთად ნოკიას ერთ-ერთი პირველი ტელეფონია, რომელიც Windows Phone 8-ზე მუშაობს. წინამორბედ Lumia 610-ისგან განსხვავებით, ის ბევრად გაუმჯობესებულია და იყენებს 1.0 GHz-იან პროცესორს. სმარტფონი დაანონსდა 2012 წლის დეკემბერში და უკვე 2013 წლის იანვრიდან გაყიდვა დაიწყო აზიაში, რასაც მოჰყვა გაყიდვები ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც ფასი დაახლოებით 249 აშშ დოლარია.[1]

Lumia-ს იმ სმარტფონების მსგავსად, რომლებიც Windows Phone 8-ზე მუშაობენ, Lumia 620-ს დამატებული აქვს შემდეგი აპლიკაციები: Nokia Drive, Nokia Maps, Nokia City Lens, Nokia Music, Smartshoot, Cinemagraph.[2]

შეზღუდული მეხსიერების გამო, ზოგიერთი აპლიკაცია და მახასიათებელი Lumia 620-ზე არ მუშაობს.[3][4]

მრავალენოვანი ტექნოლოგიური ბლოგების ქსელი Engadget ტელეფონს საკმაოდ დადებითად ახასიათებს. განსაკუთრებით აქებს მისი ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობას, ოპერაციების შესრულებას და ფასს. ასევე შენიშნავს, რომ კამერა ძალიან კარგი არაა, მაგრამ მთავარ დადებით თვისებად იმას მიიჩნევს, რომ ის ბიუჯეტური ტელეფონია.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nokia_Lumia_620&oldid=2723634“-დან