Nokia Lumia 530

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nokia Lumia 530
მწარმოებელი Microsoft Mobile (Microsoft)
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900
HSPA 900/2100 (+ 850/1900 for RM-1018/RM-1020)
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1
მასა 129 გრამი
ზომა 119.7 x 62.3 x 11.7 მმ
ფოტოკამერა 5 მეგაპიქსელი ფიქსირებული ფოკუსით, f/2.4 ფლეშის გარეშე, FWVGA 864x480 ვიდეო
ბატარეა 1430 mAh
მეხსიერება 4 გბ შიდა
512მბ RAM
დაკავშირება Wi-Fi 802.11 b/g/n

Nokia Lumia 530Microsoft Mobile-ის საწყისი დონის სმარტფონი, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8.1-ზე.

2014 წლის 10 ნოემბერს Microsoft-მა გამოუშვა მისი მემკვიდრე Microsoft Lumia 535, რომელიც აღჭურვილია 1 დუიმით უფრო დიდი IPS ეკრანით, ორმაგი დაჭერით გაღვიძების ფუნქციით, განათების სენსორით, Corning Gorilla Glass 3-ით, 8 გბ შიდა მეხსიერებით (4 გბ-ის წინააღმდეგ), 1 გბ RAM-ით (512 მბ-ის წინააღმდეგ), დიდი 1905 mAh-იანი ელემენტით (1430 mAh-ის წინააღმდეგ), 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერით, მთავარი კამერა ავტოფოკუსით (ფიქსირებული ფოკუსის წინააღმდეგ) და LED ფლეშით[1][2].

მოწყობილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nokia Lumia 530-ს გააჩნია 4 დუიმიანი სენსორული ეკრანი. Lumia-ს ხაზის სხვა ტელეფონებისგან განსხვავებით ცოტათი შემცირებული აქვს ხედვის კუთხე.

პროგრამული უზრუნველყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Lumia 530 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8.1-ზე. აგრეთვე გააჩნია ისეთი ექსკლუზიური პროგრამული უზრუნველყოფა როგორიცაა, Nokia Mix Radio და HERE Maps (რომელიც აჩვენებს დეტალურ მოძრაობას, ავტონომიურ რუკებსა და ნავიგაციასა და ტრანზიტულ მონაცემებს).

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ars Technica Lumia 530-ს არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. მის წინამორბედ Lumia 520-სგან განსხვავებით, Lumia 530 უფრო უარესია რადგან მას არ აქვს კამერის სპეციალური ღილაკი, გააჩნია უფრო უარესი ეკრანი ცუდი კონტრასტით, ფერითა და ხედვის კუთხით და გააჩნია ყველაზე საშინელი გრაფიკული პროცესორი[3].

PC Advisor-იც Lumia 530-ს თავის წინამორბედზე უარეს მოდელად თვლის, რადგან გააჩნია ფიქსირებულ ფოკუსიანი უარესი კამერა, მაშინ როდესაც მის წინამორბედს ავტოფოკუსი ჰქონდა, მეხსიერების ნახევარი და უარესი გრაფიკული პროცესორი[4].

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ მოცემულია ორი ორსიმიანი მოდელი: RM-1019 და RM-1020

მოდელი RM-1017 RM-1018 RM-1019 RM-1020
ქვეყანა საერთაშორისო ამერიკა / აზია-ოკეანეთი საერთაშორისო ბრაზილია / ტაილანდი
მატარებელი/მომწოდებელი სხვადასხვა სხვადასხვა უცნობია უცნობია
2G Quad band GSM/EDGE (850/900/1800/1900 მჰც)
3G 900/2100 მჰც 850/900/1900/2100 მჰც 900/2100 მჰც 850/900/1900/2100 მჰც
ქსელის მაქსიმალური სიჩქარე HSPA+: 21 მბ/წმ

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]