Jonas Brothers
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|Jonas Brothers}} |
Jonas Brothers — ამერიკული პოპ-როკის შემსრულებელი ჯგუფი. ცნობილი დისნეის ტელეარხების საშუალებით, სადაც მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა შოუში. ჯგუფი შედგება სამი ძმისაგან. ესენია კევინი, ჯო და ნიკ ჯონასები. მათ 2008 წელს ითამაშეს მიუზიკლ „Camp Rock“-ში. გამოცემული აქვთ ოთხი სტუდიური ალბომი: It's About Time, Jonas Brothers, A Little Bit Longer და Lines, Vines and Trying Times
2007 წელს გააფორმეს კონტრაქტი Hollywood Records-თან.
წევრები[რედაქტირება]
- კევინ პოლ ჯონასი - დაიბადა 1987 წლის 5 ნოემბერს ნიუ-ჯერსიში, აშშ. ზედმეტსახელი Kevin2. ყველაზე უფროსია. უკრავს ელეკტრო და აკუსტიკურ გიტარებზე.
- ჯოზეფ ადამს ჯონასი - დაიბადა 1989 წლის 15 აგვისტოს არიზონაში, აშშ. ზედმეტსახელია DJ Danger. ვოკალი, გიტარა.
- ნიკოლას ჯერი ჯონასი - დაიბადა 1992 წლის 16 სექტემბერს ტეხასში, აშშ. ზედმეტსახელია Mr.President. ნიკი არის უმცროსი ძმა ჯგუფში. მას 2005 წელს დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ვოკალი, გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტი.
დისკოგრაფია[რედაქტირება]
- 2006: It's About Time
- 2007: Jonas Brothers
- 2008: A Little Bit Longer
- 2009: Lines, Vines and Trying Times
- 2012/2013: (მომავალი ალბომი)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]