უოლტ დისნეის კომპანია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან დისნეი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უოლტ დისნეის კომპანია
Logo WaltDisneyCo.svg
დაფუძნდა: 16 ოქტომბერი, 1923, უოლტ და როი დისნეის მიერ
(ლოს ანჯელესი, კალიფორნია, აშშ)
მდებარეობა: ბერბენკი, კალიფორნია, აშშ
წამყვანი: რობერტ აიგერი
დარგი: ტელე-რადიო მაუწყებლობა, ანიმაცია, ფილმები, თემატური პარკები
ბრუნვა: 34.3 მილიარდი აშშ დოლარი
თანამშრომელი: 150,000 (2008 წლის მონაცემებით)[1]

უოლტ დისნეის კომპანია (ინგლ. The Walt Disney Company) — ერთ-ერთი მსხვილი კომპანია აშშ-ის გასართობ ინდუსტრიაში. იგი დაარსდა 1923 წლის 16 ოქტომბერს, ძმების, უოლტ და როი დისნეების მიერ. ამჟამად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ჰოლივუდურ სტუდიას, 11 თემატური პარკისა და ორი აკვაპარკის, ასევე ტელე-რადიო მაუწყებლობის რამდენიმე ქსელის მფლობელს, რომელთა შორის ასევე არის კომპანია ეი ბი სი.

თავად კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს უოლტ დისნეის სტუდიაში (ბერბენკი, კალიფორნია, აშშ).

კომპანია ასევე შედის დოუ ჯონზის სამრეწველო ინდექსში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]