Entoloma hochstetteri

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Entoloma hochstetteri
Entoloma hochstetteri.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
ქვეგანყოფილება: ბაზიდიუმიანი სოკოები
ლათინური სახელი
Entoloma hochstetteri

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


Entoloma hochstetteri — ქუდიანი სოკო. ნაპოვნია ახალ ზელანდიასა და ინდოეთში. პატარა ზომისაა; გამოირჩება მოლურჯო შეფერილობით, რომელსაც იწვევს აზულენის 3 პიგმენტი. დღემდე რჩება უცნობი ის, არის თუ არა იგი შხამიანი. იზრდება ხექცეულებს შორის. აქვს კონუსისებრი მუქი ლურჯი და მოლურჯო, მომწვანი ელფერის მქონე ქუდი, რომლის დიამეტრია 4 სმ. სპორების ზომები განისაზღვრება 9,9-13,2 და 11,8-13,2 მიკრომეტრით. გვხვდება ახალი ზელანდიის სამხრეთი და ჩრდილოეთი კუნძულების ტყეებში.[1] კავშირში იმყოფება ნოთოფაგუსის და პოდოკარპუსის სახეობებთან. ნაპოვნია აგრეთვე ინდოეთში.[2] აღნიშნული სახეობა (როგორც Hygrophorus hochstetteri) პირველად აღწერა ავსტრიელმა მიკოლოგმა ერვინ რაიხარდტმა 1866 წელს. დღევანდელი ბინომიალური სახელწოდება მიენიჭა 1962 წელს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Hongo T. (1990). "New and Noteworthy agarics from New Zealand". Reports of the Tottori Mycological Institute. 28: 129–34.
  2. Dhancholia S. (1989). "Entoloma hochstetteri (Agaricales) - a new record from India". Current Science 58(3): 146–7.