შინაარსზე გადასვლა

elementary OS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
elementary OS

elementary OS "Loki"
შემქმნელი Danielle Foré
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
იუნიქსისავით
წყაროს მოდელი ღია წყარო
პირველად გამოვიდა 31 მარტი, 2011; 13 წლის წინ (2011-03-31)
უკანასკნელი გამოშვება 0.4.1 "Loki" / 17 მაისი, 2017; 7 წლის წინ (2017-05-17)[1]
ხელმისაწვდომი ენები მრავალენოვანი
განახლების მეთოდი APT (AppCenter)
პაკეტების მენეჯერი dpkg
მხარდაჭერილი
პლატფორმები
x86-64
ბირთვის ტიპი x86, x86-64
სამომხმარებლო
სივრცე
Pantheon[2]
ოფიციალური საიტი elementary.io

elementary OSლინუქსის დისტრიბუტივი, დაფუძნებული უბუნტუზე. იგი იყენებს სამუშაო დაფას, რომელსაც საკუთარი გარსი, Pantheon[3] აქვს და ინტეგრირებულია elementary OS-ის სხვა პროგრამებთან, რომელთა შორის არის სამაგრი, ბრაუზერი Midori და Scratch (მარტივი ტექსტური რედაქტორი). ფანჯრების მენეჯერის სახით გამოიყენება Gala,[4] დაფუძნებული Mutter-ზე.[3]

თავდაპირველად ეს დისტრიბუტივი შეიქმნა, როგორც ვიზუალური თემების და პროგრამების კრებული, განკუთვნილი უბუნტუსთვის. მოგვიანებით იგი ცალკე დისტრიბუტივად გადაამუშავეს. [5] ეფუძნება რა უბუნტუს, იგი თავსებადია მისთვის დაწერილ პროგრამებთან და მათი დაყენებისთვის იყენებს უბუნტუს პროგრამულ ცენტრს. მისი მომხმარებლის გარემო მიზნად ისახავს ახალი მომხმარებლებისთვის ინტუიციურობას, რესურსების დიდი რაოდენობის მოხმარების გარეშე.[6]

დიზაინის ფილოსოფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტი elementary OS მიზნად ისახავს GNU/ლინუქსის სხვა დისტრიბუტივების პრობლემების გადაწყვეტას, კერძოდ:

  • უფრო მეტ გლობალურ ესთეტიკას, მოხმარებლის გარემოს გამარტივებით;
  • პროგრამული დამოკიდებულების შემცირებით - ძირითადი პროგრამების გამოყენებით, რომლებიც დაწერილია C-ზე ან Vala-ზე;
  • შეამციროს ტერმინალის ემულატორის მოხმარების აუცილებლობის სიხშირე;

მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება GNU-ს ფილოსოფიას,[7] ეს შეგნებული არჩევანი დიზაინის მხრივ განსხვავდება GNU/ლინუქსის დისტრიბუტივების უმრავლესობის ამოცანებისგან: სამუშაო დაფის გარემოს თავისუფლად მორგებისგან. ამის სანაცვლოდ, elementary OS-ის სამომხმარებლო მოწყობილობის ინტერფეისის წესები ყურადღებას აქცევს სწრაფ სარგებლიანობას სწავლის მშვიდი მრუდით[8] და არა სრულფასოვანი მორგებით. სამი ძირითადი წესი, რომელსაც იყენებს სისტემის დეველოპერი, არის: სიზუსტე, კონფიგურირებისგან თავის არიდება და მინიმალური დოკუმენტაცია.[9]

შექმნის დროიდან, elementary OS-ს წილად ხვდა როგორც მოწონება, ასევე კრიტიკა - დიზაინისთვის რომელიც, ჰგავს OS X-ს და მოხმარების პროცესისთვის.[10][11]

პროგრამული კომპონენტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

elementary OS ვრცელდება უფასოდ (სურვილისამებრ, დეველოპერებისთვის თანხის შეწირვის არჩევანით), Live CD/Live USB-ის სახით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სისტემა გამოსცადონ მისი ინსტალირების გარეშე. ინსტალატორი არის Ubiquity, უბუნტუს და დაკავშირებული დისტრიბუტივების სტანდარტი.

სისტემის პირველი სტაბილური ვერსია იყო Jupiter,[5] გამოქვეყნებული 2011 წლის 31 მარტს[12] და დაფუძნებული უბუნტუ 10.10-ზე. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი მხარდაჭერა შეწყდა, ამიტომ elementary OS-ის საიტზე სისტემის ინსტალატორი ხელმისაწვდომი არ არის.[13][14]

2012 წლის ნოემბერში გამოვიდა სისტემის ახალი, კოდური სახელის Luna მქონე ვერსია, რომელიც იყენებს Ubuntu 12.04 LTS-ს.[15] მისი მეორე ბეტა ვერსიას გამოვიდა 2013 წლის 6 მაისს, 300-ზე მეტი შეცდომის შესწორებით და რამდენიმე ცვლილებით, როგორიც არის რამდენიმე ლოკალიზაციის და მონიტორის მხარდაჭერა და განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა.[15][16] 2013 წლის 7 აგვისტოს ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა საათი ათვლით, რომელიც დროს 2013 წლის 10 აგვისტომდე ითვლიდა.[17] elementary OS-ის მეორე სტაბილური ვერსია, Luna, ამავე დღეს გამოვიდა, რასაც ახლდა ოფიციალური საიტის დიზაინის ცვლილებაც.[18]

elementary OS 0.3 "Freya"

მესამე სტაბილური ვერსიაა Isis, შემოთავაზებული იყო დანიელ ფორეს მიერ, 2013 წლის აგვისტოში.[19] მოგვიანებით მისი სახელი შეიცვალა ისლამური სახელმწიფოს აბრევიატურასთან (ISIS) მსგავსების გამო[20]. ეს ვერსია ეფუძნება Ubuntu 14.04 LTS-ს, გამოსულს 2014 წლის აპრილში.[19] Freya-ს პირველი ბეტა გამოვიდა 2014 წლის 11 აგვისტოს.[21] მეორე ბეტა გამოვიდა 2015 წლის 8 თებერვალს.[22] საბოლოო ვერსია გამოვიდა 2015 წლის 11 აპრილს, მას შემდეგ, რაც რვა დღით ადრე ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა საათი დროის ათვლით.

elementary OS 0.4-ის კოდური სახელწოდება იყო "Loki". ეს ვერსია გამოვიდა 2016 წლის 98 სექტემბერს.[23] იგი ეფუძნებოდა Ubuntu-ს ხანგრძლივი მდარდაჭერის მქონე ვერსიაზე, რომელიც წლის დასაწყისში გამოჩნდა და მის განახლებულ ბირთვს (4.4). Loki-ში სისტემური შეტყობინებების სისტემა შეიცვალა და დაემატა სტანდარტული პროგრამების რამდენიმე ახალი ნიმუში.

ფერი ლეგენდა
წითელი მხარდაუჭერელი ვერსია
ყვითელი ძველი მხარდაჭერილი ვერსია
ოქროს განვითარების ვერსია
მწვანე ბოლო ვერსია
ლურჯი მომავალი ვერსია (განვითარების გარეშე)
ვერსია კოდური სახელწოდება გამოსვლის თარიღი ბაზა
0.1[24][25][26] Jupiter 31 მარტი 2011 Ubuntu 10.10
0.2[27][28] Luna 10 აგვისტო 2013 Ubuntu 12.04 LTS
0.3[29][30] Freya 11 აპრილი 2015 Ubuntu 14.04 LTS
0.3.1 Freya 3 სექტემბერი 2015 Ubuntu 14.04 LTS
0.3.2 Freya 9 დეკემბერი 2015 Ubuntu 14.04 LTS
0.4[31][32][33] Loki 9 სექტემბერი 2016 Ubuntu 16.04 LTS[23]
0.4.1[34] Loki 17 მაისი 2017 Ubuntu 16.04.2 LTS[35]
5.0[36][37] Juno ცნობილი გახდება Ubuntu 18.04 LTS[38][39][40]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Loki 0.4.1 Stable Release! (17 May 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 17 May 2017.
  2. James, Cassidy. (14 November 2012) Hello, Luna Beta 1. ციტირების თარიღი: 20 February 2014.
  3. 3.0 3.1 Cassidy James. (14 November 2012) Hello, Luna Beta 1. elementary OS. ციტირების თარიღი: 2014-02-20.
  4. Daniel Foré, Sam Tate, Tom Beckmann, and Sergey Davidoff. (15 September 2012) Meet Gala: The Window Manager. elementary OS. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  5. 5.0 5.1 Vishal Gupta. (19 April 2011) elementary OS "Jupiter": Awesome Linux Distribution Based on Ubuntu. AskVG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  6. Tom Nemec. (13 August 2013) elementary OS ‘Luna’: Eine Mac OS X ähnelnde Linux-Distribution de. Weblogit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 2014-02-20.
  7. GNU philosophy. GNU Project (16 March 2015). ციტირების თარიღი: 2015-04-16.
  8. eOS Human Interface Guidelines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-17. ციტატა: „Users will accomplish tasks more quickly because you will have a straight-forward interface design that isn't confusing or difficult.“ ციტირების თარიღი: 2015-04-16.
  9. eOS Design Philosophy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-20. ციტირების თარიღი: 2015-04-16.
  10. Elementary OS Luna Released (11 August 2013). ციტირების თარიღი: 2015-04-20.
  11. Klint Finley. (25 November 2013) Out in the Open: Say Hello to the Apple of Linux OSes. Wired.
  12. Daniel Foré. (15 August 2015) How old is elementary's project?. elementary blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-02. ციტირების თარიღი: 2015-09-02.
  13. Javier Pastor Nóbrega. (19 October 2012) elementary OS "Jupiter" deja de estar disponible es. MuyLinux. ციტირების თარიღი: 2014-02-20.
  14. Alin Andrei. (12 October 2012) elementary OS Jupiter no longer available for download, makes room for Luna. Web Upd8. ციტირების თარიღი: 2014-02-20.
  15. 15.0 15.1 Alin Andrei. (14 November 2012) elementary OS Luna beta 1 available for download. Web Upd8. ციტირების თარიღი: 2014-02-20.
  16. Michael Larabel. (6 May 2013) elementary OS Luna Beta 2 Released. Phoronix. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  17. Robin Jacobs. (9 August 2013) Mysterious countdown appears on elementary OS website. Muktware. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  18. Robin Jacobs. (11 August 2013) elementary OS Luna says Hello World. Muktware. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  19. 19.0 19.1 Daniel Foré. (16 August 2013) Luna+1's Name and Some Other Stuff. elementary-dev-community mailing list. ციტირების თარიღი: 2013-09-14.
  20. Cassidy James. (22 June 2014) elementary OS Isis is now Freya. elementary OS. ციტირების თარიღი: 2014-10-01.
  21. Daniel Foré. (11 August 2014) Freya Beta 1 Available for Developers & Testers. elementary OS. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  22. Daniel Foré. (8 February 2015) Freya Beta 2 is here!. elementary OS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-10. ციტირების თარიღი: 2015-02-09.
  23. 23.0 23.1 Nestor, Marius. (9 September 2016) elementary OS 0.4 "Loki" Officially Released, It's Based on Ubuntu 16.04 LTS. SoftNews.
  24. elementary OS 0.1 Jupiter - Unremarkable
  25. First Look at Elementary OS [LWN.net]
  26. Elementary OS 'Jupiter' released, reviewed - OMG! Ubuntu!
  27. Elementary OS releases "Luna" [LWN.net]
  28. Elementary OS 0.2 "Luna" review | LinuxBSDos.com
  29. DistroWatch Weekly, Issue 658, 25 April 2016
  30. Elementary OS Freya: Is This The Next Big Linux Distro? | Linux.com | The source of Linux information
  31. DistroWatch Weekly, Issue 685, 31 October 2016
  32. An Everyday Linux User Review Of Elementary OS Loki 0.4
  33. Elementary OS 0.4 Loki - Ragnarok
  34. Tried Elementary OS 0.4.1 Loki again - Negatory
  35. Loki 0.4.1 Stable Release! (17 May 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 17 May 2017.
  36. elementary OS 5.0 Juno Release Date and New Features
  37. Elementary OS Juno will be version 5.0, not 0.5 - OMG! Ubuntu!
  38. elementary OS juno-beta1. Canonical. ციტირების თარიღი: 14 January 2017.
  39. elementary OS 5.0 Juno Release Date and New Features
  40. Elementary OS Juno will be version 5.0, not 0.5 - OMG! Ubuntu!
  1. Pantheon Login Screen in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  2. Wingpanel in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  3. Slingshot in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  4. Plank in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  5. Plank readme. Launchpad.net (23 January 2011). ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  6. Switchboard in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  7. Midori in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  8. Maya in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  9. Noise in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  10. Scratch in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  11. Pantheon Terminal in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  12. Files in Launchpad. Launchpad.net. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  13. Pantheon Files readme. Launchpad.net (8 November 2010). ციტირების თარიღი: 2013-08-11.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Elementary_OS&oldid=4719920“-დან