Ubuntu

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ubuntu logo.svg
იუნიქსისავით ოჯახის ნაწილი
Ubuntu 12.04 Final Live CD Screenshot.png
Ubuntu Desktop 12.10 (Quantal Quetzal)
მწარმოებელი
Canonical Ltd. / Ubuntu Foundation
გამოცემები
გამოსვლის თარიღი 20 ოქტომბერი 2004 (2004-10-20) [საჭიროებს წყაროს მითითებას]
მიმდინარე ვერსია 12.10 Quantal Quetzal (18 ოქტომბერი 2012 (2012-10-18)[1]) [საჭიროებს წყაროს მითითებას]
ლიცენზია ძირითადად GNU GPL, დამატებით Binary blob და მრავალი სხვა.[2][3]
ბირთვის ტიპი მონოლითიური

Ubuntu (უბუნტუ)საოპერაციო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Debian GNU/Linux-ის დისტრიბუტივზე. ვრცელდება, როგორც თავისუფალი და ღია კოდის მქონე პროგრამა (open source), დამატებით დაპატენტებულ პროგრამებთან ერთად.

სახელი „უბუნტუ“ ეფუძნება სამხრეთ აფრიკულ უბუნტუს ფილოსოსფიას („ჰუმანურობა ერთმანეთის მიმართ“).[4] უბუნტუ წარმოადგენს თანამედროვე, სტაბილურ საოპერაციო სისტემას საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის. იგი ორიენტირებულია გამოყენებადობასა და ადვილად დაყენებაზე. ვებ-სტატისტიკის თანახმად უბუნტუს მომხმარებლები პერსონალურ კომპიუტერზე ლინუქსის მომხმარებელთა 50%-ს შეადგეს.[5][6] აგრეთვე იზრდება უბუნტუს, როგორც ვებ-სერვერის გამოყენება.[7]

უბუნტუ შედგება მრავალი პროგრამული პაკეტისაგან. რომელთაგანაც უმრავლესობა ვრცელდება უფასო პროგრამების (ღია კოდის) ლიცენზიით. ძირითადი გამოყენებული ლიცენზიაა, GNU General Public License (GNU GPL), რომელიც GNU Lesser General Public License (GNU LGPL) ფარგლებში ნათლად განმარტავს, რომ მომხმარებლებს უფლება აქვთ პროგრამის გამოყენების, გადაწერის, გავრცელების, შესწავლის, განვითარებისა და გაუმჯობესების. უბუნტუ ფინანსდება ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის: შპს კანონიკალის მიერ, რომლის დამფუძნებელია სამხრეთ აფრიკელი მეწარმე მარკ შათლვორთი. ინარჩუნებს რა კანონიკალი უბუნტუს, როგორც ღია კოდს და სრულიად უფასოს, მას შეუძლია უბუნტუს დეველოპერთა ტალანტის გამოყენება. კანონიკალი არ ყიდის უბუნტუს, თუმცა შემოსავალს იღებს ტექნიკური მომსახურების გაყიდვითა და უბუნტუსთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებით.

კანონიკალი აგრეთვე ხელს აწერს და მხარდაჭერას უწევს სამ დამატებით უბუნტუზე დაფუძნებულ საოპერაციო სისტემას: Kubuntu (კუბუნტუ), Edubuntu (ედუბუნტუ) აგრეთვე ცნობილია, როგორც „უბუნტუ სასწავლო გამოშვება“ და „უბუნტუ სერვერის გამოშვება“. არსებობს კიდევ რამდენიმე სხვა უბუნტუზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, მათ შორისაა ლოკალურ-ენოვანი და აპარატურა-მახასიათებელი ვერსიები.

კანონიკალი უბუნტუს ახალ ვერსიას უშვებს ყოველ ექვს თვეში და თვრამეტ-თვიან მხარდაჭერას უწევს უსაფრთხოების მუდმივების უზრუნველყოფით. აგრეთვე აწესრიგებს აღმოჩენილ ხარვეზებს და მცირეოდენ ანახლებს პროგრამებს. ხანგრძლივი მხარდაჭერის მქონე ვერსიებს (LTS), რომლებიც გამოდის ყოველ ორ წელიწადში,[8] აქვთ სამ-წლიანი მხარდაჭერა პერსონალურ კომპიუტერებზე და ხუთ-წლიანი მხარდაჭერა სერვერებისთვის.[9]

უბუნტუს ბოლო ვერსია: უბუნტუ 11.04 (მარდი კაშალოტი) გამოვიდა 2011 წლის 28 აპრილს.

ისტორია და განვითარების პროცესი[რედაქტირება]

უბუნტუ არის დებიან პროექტის კოდური ბაზის განშტოება.[10] თავიდანვე პროექტის მიზანი იყო უბუნტუს ახალი ვერსიის გამოშვება ყოველ ექვს თვეში, სისტემის ხშირად განახლებისთვის. უბუნტუს პირველი ვერსია გამოვიდა 2004 წლის 20 ოქტომბერს.[11]

უბუნტუს ახალი ვერსიის გამოშვება დაგეგმილია გნომის გამოშვებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ.[12] დებიან პროექტის სხვა განშტოებებისაგან განსხვავებით, რომლებიც ფართოდ იყენებენ ლიცენზირებულ და ექსკლუზიური ლიცენზიის მქონე პროგრამულ დამატებებს, უბუნტუ უმთავრესად იყენებს თავისუფალ, უფასო პროგრამებს, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ცალკეული ლიცენზირებული მოწყობილობის მმართველ პროგრამებთან (hardware drivers) დაკავშირებული შემთხვევები.[13]

უბუნტუს პაკეტები დაფუძნებულია დებიანის არასტაბილურ პაკეტებზე, ორივე ვერსია იყენებს დებიანის დებ პაკეტების ფორმატს და მართვის ხერხებს (APT და სინაპტიკი). დებიან და უბუნტუს პაკეტები არაა აუცილებელი იყვნენ ორმხრივად ერთმანეთთან თავსებადი, რამდენადაც ხანდახან დებ პაკეტები საჭიროებენ თავიდან იქნენ აგებული კოდებიდან უბუნტუში გამოყენებისთვის.[14] ამავდროულად უბუნტუს მრავალი დევლოპერი დებიანის ფარგლებში ინარჩუნებს ძირითად პაკეტებს. თანამშრომლობს რა უბუნტუ დებიანთან, დებიანს შეაქვს ცვლილებები პაკეტებში, თუმცა არსებობს კრიტიკული დამოკიდებულება, იმისადმი რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება.[15] 2005 წლის აპრილში, დებიანის დამფუძნებელმა იან მარდოკმა გააკრიტიკა უბუნტუს პაკეტები დებიანის პაკეტებთან არათავსებადობის გამო. ის ამბობდა, რომ უბუნტუ ძალიან შორს გადაიხარა დებიანისაგან, რათა დარჩენილიყო თანამედროვე.[16]

უბუნტუ ამჟამად ფინანსდება შპს კანონიკალის მიერ. 2005 წლის 8 ივლისს მარკ შათლვორთმა და შპს კანონიკალმა დაარსეს უბუნტუს ფონდი, რომელშიც თვითონვე გააკეთეს პირველადი შენატანი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ფონდის მიზანს წარმოადგენდა უბუნტუს ყველა შემდგომი ვერსიის მხარდაჭერა და განვითარების უზრუნველყოფა. მარკ შათლვორთიამ ფონდ განიხილავს, როგორც "სათადარიგო ფონდს" შპს კანონიკალის თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში.[17]

2010 წლის 29 აპრილს გამოშვებული უბუნტუ 10.04 წარმოადგენს მიმდინარე ხანგრძლივი მხარდაჭერის მქონე ვერსიას (LTS).[18][19][20] ასეთ ვერსიებს კანონიკალი უშვებს ყოველ ორ წელში. უბუნტუს მიმდინარე ნორმალური ვერსია: უბუნტუ 10.10 (მოხეტიალე მანგუსტი) გამოვიდა 2010 წლის 10 ოქტომბერს.[21]

2009 წლის 12 მარტს უბუნტუმ გამოუცხადა მხარდაჭერა მესამე მხარის პლატფორმებს, ისეთებს რომლებიც გამოიყენება ამაზონ EC2-ში.[22]

მახასიათებლები[რედაქტირება]

უბუნტუ ორიენტირებულია გამოყენებადობაზე, დაცულობასა და სტაბილურობაზე.[23] უბუნტუს დაყენება მყარ დისკზე შესაძლებელია CD-დან, ისე რომ დაყენება აპრიორი კომპიუტერის გადატვირთვას არ საჭიროებს. უბუნტუ აგრეთვე ყურადრებას ამახვილებს ადვილად მისაწვდომობასა და ინტერნაციონალურობაზე, რათა მოიცვას რაც შეიძლება ბევრი მომხმარებელი. დაწყებული უბუნტუ 5.04-დან UTF-8 გახდა ძირითადი უნიკოდი,[24] რომელიც სხვადასხვა არალათინური ანბანის მხარდაჭერის საშულებას იძლევა. დაცულობის მიზნით sudo (Super-User DO) საშუალება გამოიყენება დროებითი პრივილეგიის მისანიჭებლად, როდესაც საჭიროა ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება. ამ გზით მთავარი ანგარიში (root account) რჩება ჩაკეტილი, რათა გამოუცდელ მომხმარებელს ხელი არ შეუწყოს, რომ უყურადღებობით სისტემას მიაყენოს დამანგრეველი შედეგები.[25] აგრეთვე ფართოდაა დანერგილი PolicyKi - სისტემაში მომხმარებლის პრივილეგიის შემმოწმებელი პროგრამა - რათა სისტემაში განამტკიცდეს მცირე უპირატესობის პრინციპი.

უბუნტუს მოყვება დაყენებული პროგრამების ფართო სერია, მათ შორისაა OpenOffice.org, Firefox, Empathy (9.10-ზე ადრეულ ვერსიებში Pidgin), Transmission, GIMP და რამდენიმე მცირეზომიანი თამაში (როგორებიცაა სუდოკუ და ჭადრაკი). დამატებითი პროგრამები, რომლებიც თავიდანვე არაა დაყენებული შეიძლება გადმოიწეროს და დაყენდეს უბუნტუს პროგრამათა ცენტრის გამოყენებით,[26] ან პაკკეტთა მმართველი სინაპტიკის მეშვეობით, რომელიც წინასწარ დაყენებულია. უბუნტუ ფაირვოლის საშუალებით ხურავს ქსელურ პორტებს, ხელოვნურად შერჩევის შესაძლებლობით, თუმცა მომხმარებელს შუეძლია დააყენოს Gufw და დატოვოს ის ღია.[27] უბუნტუს ძირითად სამუშაო გარემოს წარმოადგენს GNOME (გნომი), რომელსაც მხარდაჭერა აქვს 46-ზე მეტ ენაზე.[28] უბუნტუს შეუძლია აგრეთვე გაუშვას ვინდოუსისთვის აგებული მრავალი პროგრამა (მაგალითად მაიკროსოფტ ოფისი) Wine-ს ან სხავა ვირტუალური მანქანის საშუალებით, (ისეთების როგორებიცაა VMware Workstation ან VirtualBox).

დაყენება[რედაქტირება]

უბუნტუს დაყენება ჩვეულებრივ ხორციელდება ლაივ CD-ს გამოყენებით. უბუნტუს ოპერაციული სისტემის გაშვება შესაძლებელია პირდაპირ CD-დან (მუშაობის ხარისხის მნიშვნელოვანი დანაკარგებით), რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეამოწმოს ოპერაციული სისეტემისა და მოწყობილობის თავსებადობა და მოწყობილობათა მმართველი პროგრამების მხარდაჭერა. CD აგრეთვე შეიცავს პროგრამას (Ubiquity installer), რომელიც მომხმარებელს უბუნტუს პერმანენტულად დაყენების მიმართულებას აძლევს.[29] უბუნტუს ყველა მიმდინარე და წინა ვერსიების CD ფაილები დევს უბუნტუს ვებ-გვერდზე და მათი გადმოწერა შესაძლებელია.[30] უბუნტუს CD-დან დაყენება მოითხოვს მინიმუმ 256 MB ოპერატიულ მეხსიერებას.

მომხმარებლებს შეუძლიათ გადმოწერონ CD-ს (.iso) ფაილი, რომელიც შემდეგ შეიძლება ჩაიწეროს ფიზიკურ გარემოზე (CD ან DVD-ზე) ან გაშვებულ იქნას პირდაპირ მყარი დისკიდან (UNetbootin ან GRUB-ს გამოყენებით). უბუნტუს დაყენება შესაძლებელია ARM, PowerPC, SPARC და IA-64 პლატფორმებზე თუმცა ოფიციალური მხარდაჭერა აქვს მხოლოდ ARM პლატფორმისაგან.[31]

კანონიკალი უბუნტუსა[32] და კუბუნტუს[33] დასაყენებელ დისკებს გასცემს სრულიად უფასოდ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით.

მაიკროსოფტ ვინდოუსის მიგრაციის საშუალება, რომელსაც ეწოდება "Migration Assistant" (გამოცემული 2007 წლის აპროლში)[34] "ბუკმარკების", ეკრანის ფონისა და მრავალი სხვა პარამეტრების არსებული ვინდოუსიდან ახალ უბუნტუში გადატანის საშუალებას იძლევა.[35]

უბუნტუსა და კუბუნტუს ჩატვირთვა და გაშვება შესაძლებელია აგრეთვე USB-დან[36] (იმ შემთხვევში თუ ბიოსს USB-დან გაშვების მხარდაჭერა აქვს), პარამერტების USB-ზე შენახვის ფუნქციის გამოყენებით. ეს საშუალებას იძლევა პორტატული ოპერაციული სისტემა გაშვებულ იქნას ნებისმიერი პერსონალური კომპიუტერიდან, რომელსაც შეუზლია USB-დან ჩატვირთვა.[37] უბუნტუს ახლ ვერსიებში შეიძლება დაყენდეს USB-ს შემქმნელი პროგრამა "USB creator", რომელიც უბუნტუს USB-ზე დაყენების საშუალებას იძლევა (CD-თან ერთად ან მის გარეშე).

პროგრამა ვუბი, რომელიც ლაივ CD-ზე დატანებულია, როგორც ერთერთი ფუნქცია[38] უბუნტუს დაყენებისა და გაშვების საშუალებას იძლება ვირტუალური ვინდოუსიდან (როგორც დიდი წარმოსახვითი ფაილი, რომლის მართვაც შეიძლება მართვის დაფიდან ნებისმიერი სხვა ვინდოუსის პროგრამის მსგავსად). ეს მეთოდი არ მოითხოვს მყარი დისკის წინასწარ დანაწევრებას. ვუბი აგრეთვე იყენებს "Migration Assistant"-ს მომხმარებლის პარამეტრების გადასატანად. ვუბი გამოსადეგია მხოლოდ ვინდოუსის მომხმარებლისთვის, იგი აგრეთვე იწვევს მუშაობის ხარისხის მცირე დანაკარგებს.

უბუნტუს ვერსიები[რედაქტირება]

უბუნტუ ყოველწლიურად უშვებს ორ ახალ ვერსიას და ვერსიის ნომრად იყენებს გამოშვების წელსა და თვეს. მაგალითად უბუნტუს პირველი გამოშვება იყო უბუნტუ 4.10, რომელიც გამოვიდა 2004 წლის 20 ოქტომბერს.[39][40] შემდგომი ვერსიების ნომრები, შესაბამისად წინასწარაა განსაზღვრული. თუ გამოშვება გადაიდება სხვა თვემდე, მაშინ შესაბამისად იცვლება ვერსიის ნომერიც.[41]

უბუნტუს ახალი ვერსია გამოდის გნომის გამოშვებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. გნომის ახალი ვერსია კი გამოდის X.Org-ის გამოშვებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ასე რომ უბუნტუს თითეული ახალი ვერსია მოიცავს გნომის და X.Org-ის ახალ ვერსიებსაც.[42][43][44] ყოველი მეოთხე გამოშვება ლუწ-რიცხვიანი წლის მეორე მეოთხედში აღნიშნულია როგორც ხანგრძლივი მხარდაჭერის მქოენე (LTS). რაც გულისხმობს, რომ მათ აქვთ განახლება სამი წლის ხანგრძლივობით პერსონალური კომპიუტერებისთვის და ხუთი წლის ხანგრძლივობით სერვერებისთვის. აგრეთვე შესაძლებელია ფასიანი ტექნიკური მხარდაჭერა კანონიკალისაგან. ვერსიები: 6.06, 8.04 და 10.04 არიან ხანგრძლივი მხარდაჭერის მქოენე (LTS).[45]

უბუნტუ 4.10[რედაქტირება]

უბუნტუ 4.10 (მეჭეჭიანი ვორთაგი) გამოშვებული 2004 წლის 20 ოქტომბერს არის შპს კანონიკალის მიერ უბუნტუს პირველი გამოშვება. იგი აგებულია დებიან GNU/ლინუქსზე თვრამეტთვიანი მხარდაჭერითა და ყოველ ექვს თვეში ახალი ვერსიის გამოშვებით.[40] უბუნტუ 4.10 - ის მხარდაჭერა დასრულდა 2006 წლის 30 აპრილს.[46] 4.10 იყო ShipIt მომსახურებით გავრცელებული უბუნტუს პირველი ვერსია, რომელიც მომხმარებლებს საინსტალაციო CD-ს უფასოდ შეკვეთის საშუალებას აძლევდა.[47]

უბუნტუ 5.04[რედაქტირება]

უბუნტუ 5.04 (ჭაღარა ზღარბი) გამოშვებული 2005 წლის 8 აპრილს არის კანონიკალის მიერ უბუნტუს მეორე გამოშვება. უბუნტუ 5.04-ის მხარდაჭერა დასრულდა 2006 წლის 31 ოქტომბერს.[48][49] უბუნტუ 5.04-ს დაემატა მრავალი ახალი შესაძლებლობები: "განახლების მმართველი",[50][51] ვერსიის განახლების მაცნე, "readahead" ასევე "grepmap", "suspend", "hibernate" და "standby" ფუნქციების მხარდაჭერა, პროცესორის დინამიკური სიხშირის მზომელი, უბუნტუს მოწყობილობის მონაცემთა ბაზა, "Kickstart" და APT[52][53] უბუნტუ 5.04-ს დაყენება შესაძლებელი იყო USB მოწყობილობიდანც. უბუნტუ 5.04 იყენებდა UTF-8 უნიკოდს.

უბუნტუ 5.10[რედაქტირება]

უბუნტუ 5.10 (მხიარული მაჩვი) გამოშვებული 2005 წლის 13 ოქტომბერს[54][55] არის კანონიკალის მიერ უბუნტუს მესამე გამოშვება. უბუნტუ 5.10-ის მხარდაჭერა დასრულდა 2007 წლის 13 აპრილს.[56] უბუნტუ 5.10-ს დაემატა რამდენიმე ახალი ფუნქცია, მათ შორისაა: გრაფიკული ჩამტვირთველი (Usplash), დამატება/მოცილების პროგრამული საშუალება.[57] მენიუს რედაქტორი (alacarte), ენების ადვილად შემრჩეველი პროგრამა, ლოგიკური ხმის მართვის მხარდაჭერა, სრული (Hewlett-Packard) ბეჭდვის მხარდაჭერა. (OEM) ინსტალერის მხარდაჭერა, უბუნტუს ახალი ლოგო მარცხენა ზემო კუთხეში და (Launchpad) პროგრამა რომელიც სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების გასწორებასა და პროგრამათა განვითარებაში მონაწილეობის საშუალებას იძლევა.[58]

უბუნტუ 6.06[რედაქტირება]

უბუნტუ 6.06 (კოხტა იხვი) გამოშვებული 2006 წლის 1 ივნისს[59][60][61] არის კანონიკალის მიერ უბუნტუს მეოთხე გამოშვება. უბუნტუ 6.06 გამოვიდა გეგმიდადან გადხვევით. დაგეგმილი 6.04-ის დასრულება 2006 წლის ვერ მოხერხდა და მარკ შათლვორთმა მიიღოო გამოშვების თარიღის ივნისამდე წანაცვლების გადაწყვეტილება. შესაბამისად ვერსიამ 6.04-ის ნაცვლად მიიღო ნომერი 6.06.[62]

უბუნტუ 6.06-ის მხარდაჭერა დასრულდა 2009 წლის 14 ივლისს პერსონალური კომპიუტერებისთვის და დასრულდება 2011 წლის ივნისში სერვერებისთვის.[63] უბუნტუ 6.06 მოიცავდაახალ შესაძლებლობებს, მათ შორის ლაივ CD და ინსტალაციის CD გაერთიანდა ერთ დისკზე,[64] გრაფიკული ინსტალერი ლაივ CD-ზე (Ubiquity), (Usplash)-გრაფიკული ინტერფეისი გამორთვის დროს, ისევე როგორც ჩატვირთვისას, ქსელის მმართველი მრავალი უკაბელო და კაბელიანი კავშირებისთვის. აგრეთვე "ადამიანური თემები" "Tango"-ს მითითებების გათვალისწინებით, დაფუძნებული "Clearlooks"-ზე და მახასიათებელი ფორთოხლიფერი ფერები ყავუსფერის ნაცვლად და (GDebi) გრაფილული ინსტალერი პაკეტის ფაილებისთვის.[65][66] მართალია უბუნტუ 6.06 არ მოიცავდა სისტემის დაყენებას USB მოწყობიდან, თუმცა პირველად სისტემის მოცილებად USB მოწყობილობაზე დაყებას შესაძლებელს ხდიდა.

უბუნტუ 6.10[რედაქტირება]

უბუნტუ 6.10 (ცელქი ხვლიკი) გამოშვებული 2006 წლის 26 ოქტომბერს[67][68][69] არის კანონიკალის მიერ უბუნტუს მეხუთე გამოშვება. უბუნტუ 6.10-ის მხარდაჭერა დასრულდა 2008 წლის 25 აპრილს.[70][71] უბუნტუ 6.10-ს დაემატა რამდენიმე სიახლე, მათ შორისაა: ძლიერად შეცვლილი "ადამიანური თემები", ჩატვირთვის პროცესისთვის აგებული პროგრამა (init daemon), ჩავარდნის ავტომატური მაცნე (Apport), აპლიკაცია შენიშვნევისათვის (Tomboy), ფოტოების მმართველი (F-Spot). აგრეთვე "იოლი უბუნტუ" (EasyUbuntu) - მესამე მხარის პროგრამა, შექმნილი უბუნტუს გამოყენების გამარტივების მიზნით - შევიდა უბუნტუ 6.10-ში, როგორც პროგრამული პაკეტი.[72]

უბუნტუ 7.04[რედაქტირება]

უბუნტუ 7.04 (ჭირვეული ნუკრი) გამოშვებული 2007 წლის 19 აპრილს[73][74][75] არის კანონიკალის მიერ უბუნტუს მეექვსე გამოშვება. უბუნტუ 7.04-ის მხარდაჭერა დასრულდა 2008 წლის 19 ოქტომბერს.[76] უბუნტუ 7.04-ს დაემატა რამდენიმე ახალი ფუნქცია, მათ შორისაა: "მიგრაციის დამხმარე" - ყოფილი ვინდოუსის მომხმარებლების უბუნტუზე გადასვლაში დასახმარებლად, კერნელზე დაფუძნებული ვირტუალური მანქანის მხარდაჭერა, დამხმარე კოდეკები და ადობე ფლეშის მმართველის შეზღუდული ინსტალაცია, ჯავა, MP3-ის მხარდაჭერა, Nvidia და ATI მოწყობილობათა მმართველების იოილი ინსტალაცია, "Wi-Fi Protected Access"-ის მხარდაჭერა, სუდოკუსა და ჭადრაკის დამატება, დისკის მოხმარების ანალიზატორი (baobab), გნომის მართვის ცენტრი და კავშირის ნულოვანი კონფიგურაციის (Zeroconf) მხარდაჭერა მრავალი მოწყობილობისთვის.[52][77] უბუნტუ 7.10 - მა შეწყვიტა მხარდაჭერა "PowerPC" არქიტექტურისთვის.

უბუნტუ 7.10[რედაქტირება]

უბუნტუ 7.10 (მამაცი გიბონი) გამოშვებული 2007 წლის 18 ოქტომბერს[78][79][80] არის კანონიკალის მიერ უბუნტუს მეშვიდე გამოშვება. უბუნტუ 7.10-ის მხარდაჭერა დასრულდა 2009 წლის 18 აპრილს.[81][82] უბუნტუ 7.10-ს დაემატა რამდენიმე სიახლე, მათ შორისაა: "AppArmor" - უსაფრთხობის სტრუქტურა ლინუქს-კერნელის-თვის[83], სწრაფი ძებნა ეკრანზე[84], ფაირფოქსის პლაგინების მმართველი (Ubufox)[85], X.Org-ის კონფიგურაციის გრაფიკული ხელსაწყო სრული NTFS მხარდაჭერით და გაუმჯობესებული ბეჭდვის სისტემა, PDF ბეჭდვით.[85] უბუნტუ 7.10 -ს დაემატა "Compiz Fusion" - პროგრამათა ჯრებული, რომელიც სამგანზომილებიანი გრაფიკული ეკრანის გამოყენების საშუალებას იძლევა[86], აგრეთვე მომხმარებელთა სწრაფი გადართვის ფუნქცია.[84]

უბუნტუ 8.04[რედაქტირება]

უბუნტუ 8.04 (შეუპოვარი ყანჩა) გამოშვებული 2008 წლის 24 აპრილს[87][88][89] არის კანონიკალის მიერ უბუნტუს მერვე გამოშვება და უბუნტუს მეორე ხანგრძლივი მხარდაჭერის მქონე ვერია (LTS).[90][91] უბუნტუ 8.04-ის მხარდაჭერა დასრულდება 2011 წლის აპრილში პერსონალური კომპიუტრებისთვის და 2013 წლის აპრილში სერვერებისთვის. უბუნტუ 8.04-ს დაემატა რამდენიმე ახალი ფუნქცია, მათ შორისაა: ახალი ძებნის სისტემა (Tracker)[92], დისკებზე ჩამწერი (Brasero)[93], BitTorrent აპლიკაცია (Transmission)[93], ვირტუალური ქსელის მართვის (VNC) კლიენტი (Vinagre),[93] და პლატფორმათაშორისი ქსელური საუნდ სერვერი (PulseAudio)[94]. უბუნტუ 8.04 აგრეთვე მოიცავდა "Tango"-ს განახლებას,[95] გაუმჯობესებულ კომპიზს (Compiz), მაუსის ავტომატურ ხელის ჩავლებასა და გაშვებას, როდესაც მოძრაობს "VMware" ვირტუალურ მანქანაზე და უბუნტუს ადვილად წაშლის მეთოდს. 8.04 არის უბუნტუს პირველი ვერსია, რომელიც მოიცავდა ვუბის ინსტალერს ლაივ CD-ზე, რაც საშუალებას იძლევა უბუნტუ ვინდოუსზე დაყენდეს, როგორც ერთი ფაილი მყარი დისკის წინასწარ დანაწევრების გარეშე.

უბუნტუ 8.10[რედაქტირება]

უბუნტუ 8.10 (უშიშარი ჯიხვი) გამოშვებული 2008 წლის 30 ოქტომბერს[96][97] არის კანონიკალის მიერ უბუნტუს მეცხრე გამოშვება. უბუნტუ 8.10-ის მხარდაჭერა დასრულდა 2010 წლის 30 აპრილს.[98] უბუნტუ 8.10-ს დაემატა რამდენიმე სიახლე, მათ შორისაა: გაუმჯობესებული ეკრანის სკალირება, უფრო მოქნილი ინტერნეტ კავშირი, უბუნტუ ლაივ USB შემქმნელი და ანგარიში სტუმრისთვის,[99] რომელიც საშუალებას აძლევს სხვა მომხმარებელს გამოიყენოს თქვენი კომპიუტერი შეზღუდული მომხმარებლის უფლებებით (მაგალითად ინტერნეტში შესვლა პროგრამების გამოყენებით და ელექტრონული ფოსტის შემოწმება).[100] სტუმრის ანგარიშს აქვს საკუთარი "Home" ფოლდერი, რომელიც კომპიუტერის მყარ დისკზე პერმანენტულიად არ ინახება.[101] უბუნტუ 8.10 აგრეთვე მოიცავს მომხმარებემთა დაშიფრულ პერსონალურ ფოლდერებს,[102] დინამიური კერნელის მოდულების მხარდაჭერის (DKMS) ჩართვა, პროგრამა რომელიც კერნელის მოწყობილობათა წამყვანებს საშუალებას აძლევს ავტომატურად იქნან აგებული, როდესაც ახალი კერნელი გამოვა და USB მოწყობილობათა წამყვანების გამოსახულების შექმნა.[52][103]

უბუნტუ 9.04[რედაქტირება]

უბუნტუ 9.04 (თვითკმაყოფილი ჯაკალოპი) გამოშვებული 2009 წლის 23 აპრილს[104] არის კანონიკალის მიერ უბუნტუს მეათე გამოშვება. უბუნტუ 9.04-ის მხარდაჭერა დასრულდა 2010 წლის 23 ოქტომბერს.[105] უბუნტუ 9.04-ს სიახლეები მოიცავს: სწრაფ ჩატვირთვას,[106] ვებ სერვისებისა და პროგრამების ეკრანის ინტერფეისზე ინტეგრაციას. უბუნტუ 9.04-ს დაემატა ახალი "usplash" ეკრანი, ახალი ეკრანი ჩატვირთვის დროს და აგრეთვე მხარდაჭერა Wacom-ისა და ნეთბუკებისთვის.[106] იგი აგრეთვე მოიცავდა ახალი შეტყობინების სისტემას (Notify OSD),[107] და თემებს. აღსანიშნავია, რომ პირველად, უბუნტუს ბირთვის განვითარება მთლიანად გადავიდა "Bazaar" დეცენტრალიზებულ ვერსიის მართვის სისტემაზე.[108][109]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Release Notes. Canonical Ltd.. წაკითხვის თარიღი: 18 October 2012.
  2. Free Software Foundation Latin America. აღდგენილი 2010-02-08.
  3. Free Software Directory - Linux (BLOB free version). აღდგენილი 2010-02-08.
  4. Ubuntu Documentation: About the Name
  5. Operating System Version Usage. statowl.com. წაკითხვის თარიღი: 2010-04-29.
  6. Wikimedia Visitor Log Analysis Report - Operating Systems. Wikimedia. წაკითხვის თარიღი: 2009-12-11.
  7. Ubuntu Usage Statistics. builtwith.com. წაკითხვის თარიღი: 2010-04-19.
  8. Shuttleworth, Mark. The Art of Release. წაკითხვის თარიღი: 2008-05-13.
  9. Ubuntu 8.04 LTS Desktop Edition Released. www.ubuntu.com. წაკითხვის თარიღი: 2008-05-13.
  10. Ubuntu/history.
  11. Time Based Releases. წაკითხვის თარიღი: 2008-06-02.
  12. Releases. წაკითხვის თარიღი: 2008-06-02.
  13. About Ubuntu. Licensing. შპს კანინიკალი. ციტატა: „All of the application software installed by default is free software. In addition, we install some hardware drivers that are available only in binary format, but such packages are clearly marked in the restricted component.“ წაკითხვის თარიღი: 2010-08-31.
  14. MarkShuttleworth: What about binary compatibility between distributions?. Ubuntu Team Wiki. წაკითხვის თარიღი: 2010-08-31.
  15. Website does not reference Debian visibly. Ubuntu in Launchpad. წაკითხვის თარიღი: 2010-08-31.
  16. Ubuntu vs. Debian, reprise (2005-04-20). წაკითხვის თარიღი: 2007-10-21.
  17. Hill, Benjamin Mako (2005-07-08). Announcing Launch of ($10 m) Ubuntu Foundation. წაკითხვის თარიღი: 2008-08-19.
  18. Manchester, Phil (2008-05-13). Next Ubuntu LTS in 2010, unless Linuxes synchronize. The Register. ციტატა: „He Shuttleworth also pledged to deliver the next Long Term Support (LTS) release of Ubuntu, version 10.4, in April 2010[...].“ წაკითხვის თარიღი: 2008-06-03.
  19. Voicu, Daniel (2008-05-19). Mark Shuttleworth Wants Synchronicity between Linux Distributions - Collaboration between major distros would bring a lot of benefits. Softpedia. ციტატა: „Shuttleworth wrote that the next LTS release, Ubuntu 10.4 LTS, would be launched in April 2010[...].“ წაკითხვის თარიღი: 2008-06-03.
  20. Shuttleworth, Mark (2008-05-12). The Art of Release. here be dragons. ციტატა: „As a result, we can commit that the next LTS release of Ubuntu will be 10.04 LTS, in April 2010.“ წაკითხვის თარიღი: 2008-06-03.
  21. Releases. Ubuntu Wiki. წაკითხვის თარიღი: 2010-09-03.
  22. RightScale Adds Full Support for Ubuntu Server to its Cloud Management Platform. Canonical (2009-03-12). წაკითხვის თარიღი: 2009-04-03.
  23. New Ubuntu Foundation Announced. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 2010-09-03.
  24. HoaryGoals. Ubuntu Wiki. წაკითხვის თარიღი: 2010-09-03.
  25. RootSudo. წაკითხვის თარიღი: 2008-08-19.
  26. Ubuntu Desktop Features. წაკითხვის თარიღი: 2010-09-03.
  27. Gufw - Community Ubuntu Documentation. აღდგენილი 2010-02-08.
  28. GNOME 2.22 Release Notes - Internationalization. GNOME Foundation. წაკითხვის თარიღი: 2008-06-02.
  29. Installing Ubuntu from the Live CD. Integrity Enterprises. წაკითხვის თარიღი: 2008-08-19.
  30. CD images of all current and past versions are available for download at the Ubuntu web site.
  31. Ubuntu 10.04 LTS (Lucid Lynx). Cdimage.ubuntu.com. წაკითხვის თარიღი: 2010-07-24.
  32. Requesting an Ubuntu CD. ციტატა: „a CD of the latest version (9.10 (Karmic Koala)) with no extra cost, but delivery may take up to ten weeks“ წაკითხვის თარიღი: 2009-04-17.
  33. Requesting CDs from ShipIt. ციტატა: „pre-order CDs of Kubuntu 9.10 (Jaunty Jackalope)“ წაკითხვის თარიღი: 2009-04-17.
  34. Ubuntu 7.04 Adds a Migration Tool. Integrity Enterprises. წაკითხვის თარიღი: 2008-08-19.
  35. Migration Assistant in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2008-06-02.
  36. How to Install Ubuntu Linux without Optical Drive. Extra Reading Material. წაკითხვის თარიღი: 2009-12-07.
  37. Ubuntu 8.10 Persistent Flash Drive Installation. Pendrivelinux.com. წაკითხვის თარიღი: 2009-09-05.
  38. Wubi - Ubuntu Installer for Windows. Sourceforge. წაკითხვის თარიღი: 2008-05-14.
  39. About Ubuntu The Ubuntu story. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  40. 40.0 40.1 Shuttleworth, Mark (20 ოქტომბერი 2004). Ubuntu 4.10 announcement. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  41. TimeBasedReleases. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  42. Releases. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 28 February 2010.
  43. Stone, Daniel (30 აგვისტო 2009). New release process. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  44. GNOME's Time-Based Release Schedule. Gnome Live Wiki. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  45. LTS. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  46. Zimmerman, Matt (28 მარტი 2006). Ubuntu 4.10 reaches end of life on 30 April 2006. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  47. WartyWarthogFinalReleaseAnnouncement (23 ივლისი 2005). წაკითხვის თარიღი: 5 მარტი 2008.
  48. Zimmerman, Matt (8 აპრილი 2005). Ubuntu 5.04 announcement. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  49. 5.04 Release Notes (8 აპრილი 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან 30 აპრილი 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  50. Armstrong, Christina (23 ოქტომბერი 2006). Ubuntu 5.04 reaches end-of-life on 31 October 2006. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  51. Get Ubuntu: Upgrade. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  52. 52.0 52.1 52.2 Tux Radar (23 აპრილი 2009). The road to Jaunty: a look back at Ubuntu's history. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  53. DraftHoaryReleaseAnnouncement. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი. (31 ივლისი 2005). წაკითხვის თარიღი: 5 მარტი 2008.
  54. Zimmerman, Matt (12 ოქტომბერი 2005). Ubuntu 5.10 announcement. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  55. Ubuntu 5.10 release notes. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 21 დეკემბერი 2006.
  56. Fog Heen, Tollef (14 მარტი 2007). Ubuntu 5.10 reaches end-of-life on 13 April 2007. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  57. Add/Remove Applications. Community Ubuntu Documentation. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 11 ოქტომბერი 2010.
  58. BreezyReleaseNotes. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი. (31 ივლისი 2005). წაკითხვის თარიღი: 5 მარტი 2008.
  59. Zimmerman, Matt (1 ივნისი 2006). Ubuntu 6.06 announcement. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  60. Ubuntu 6.06 LTS release notes. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  61. Ubuntu 6.06 LTS announcement. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  62. Full Circle Magazine (აპრილი 2007). FullCircle Magazine Issue 0. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2009.
  63. Langasek, Steve (8 ივლისი 2009). Ubuntu 6.06 LTS Desktop Edition reaches end-of-life on 14 ივლისი 2009. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  64. LiveCD. Community Ubuntu Documentation. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  65. Package gdebi. წაკითხვის თარიღი: 11 ოქტომბერი 2010.
  66. DapperDrake. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი. (26 იანვარი 2007). წაკითხვის თარიღი: 5 მარტი 2008.
  67. Tollef Fog, Heen (26 ოქტომბერი 2006). Announcing Ubuntu 6.10. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  68. Ubuntu 6.10 release notes. წაკითხვის თარიღი: 21 დეკემბერი 2006.
  69. Ubuntu 6.10 announcement (26 ოქტომბერი 2006). წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  70. Langasek, Steve (25 მარტი 2008). Ubuntu 6.10 reaches end-of-life on 26 April 2008. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  71. End of Life announcement for Ubuntu 6.10. შპს კანონიკალი. (25 მარტი 2008). წაკითხვის თარიღი: 1 აპრილი 2008.
  72. EdgyReleaseNotes. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი. (16 ოქტომბერი 2007). წაკითხვის თარიღი: 5 მარტი 2008.
  73. Ubuntu Announcements (19 April 2007). Ubuntu 7.04 released. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  74. Ubuntu 7.04 release notes. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  75. Ubuntu 7.04 announcement. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  76. Langasek, Steve (26 აგვისტო 2008). Ubuntu 7.04 reaches end-of-life on 19 October 2008. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  77. feistybeta (23 მარტი 2007). წაკითხვის თარიღი: 5 მარტი 2008.
  78. Ubuntu Announcements (18 ოქტომბერი 2007). Ubuntu 7.10 released. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  79. Shuttleworth, Mark (12 აპრილი 2007). Introducing the Gutsy Gibbon. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  80. GutsyReleaseSchedule. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  81. Langasek, Steve (23 მარტი 2009). Ubuntu 7.10 reaches end-of-life on 18 აპრილი 2009. წაკითხვის თარიღი: 27 August 2010.
  82. End of Life announcement for Ubuntu 7.10. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 27 მარტი 2008.
  83. Gutsy Gibbon - Tribe 3 test release. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი 2008.
  84. 84.0 84.1 Gutsy Gibbon - Tribe 4 test release. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი 2008.
  85. 85.0 85.1 Gutsy Gibbon - Tribe 5 test release. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი 2008.
  86. Gutsy Gibbon - Tribe 2 test release. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი 2008.
  87. Ubuntu Announcements (24 აპრილი 2008). Ubuntu 8.04 LTS released. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  88. Milestone ubuntu-8.04 for Ubuntu due 24 აპრილი 2008. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  89. Introducing the Hardy Heron (29 აგვისტო 2007). წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  90. Ubuntu Weekly Newsletter: Issue 36. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი 2008.
  91. Ubuntu's new Linux sports debugging tool. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  92. Ubuntu developer summit Boston (1 ნოემბერი 2007). წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი 2008.
  93. 93.0 93.1 93.2 Pitt, Martin (14 იანვარი 2008). Accepted: ubuntu-meta 1.87 (source). წაკითხვის თარიღი: 21 იანვარი 2008.
  94. Blueprint: "Fix the Linux audio mess once and for all". წაკითხვის თარიღი: 19 ივლისი 2008.
  95. Hardy Heron Artwork. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  96. Ubuntu Announcements (30 ოქტომბერი 2008). Ubuntu 8.10 released. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  97. Milestone ubuntu-8.10 for Ubuntu due 30 ოქტომბერი 2008. წაკითხვის თარიღი: 28 აპრილი 2008.
  98. Langasek, Steve (29 მარტი 2010). Ubuntu 8.10 reaches end-of-life on 30 აპრილი 2010. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  99. Guest account specification. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო 2008.
  100. Thomas, Keir (31 ოქტომბერი 2008). A User's Look at Ubuntu 8.10 Intrepid Ibex. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  101. Ubuntu Intrepid Ibex Features. MoPedia (5 სექტემბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  102. EncryptedPrivateDirectory. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  103. IntrepidIbex/TechnicalOverview. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო 2010.
  104. Ubuntu Announcements (23 აპრილი 2009). Ubuntu 9.04 released. წაკითხვის თარიღი: 23 აპრილი 2009.
  105. Robbie Williamson (23 სექტემბერი 2009). Ubuntu 9.04 reaches end-of-life on 23 October 2010. წაკითხვის თარიღი: 3 ოქტომბერი 2010.
  106. 106.0 106.1 First look: Ubuntu 9.04 "Jaunty Jackalope" Release Candidate | Hardware 2.0 | ZDNet.com. Blogs.zdnet.com (20 აპრილი 2009). წაკითხვის თარიღი: 30 აპრილი 2010.
  107. NotifyOSD. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 30 აპრილი 2009.
  108. Shuttleworth, Mark (28 სექტემბერი 2008). Introducing the Jaunty Jackalope. წაკითხვის თარიღი: 9 სექტემბერი 2008.
  109. JauntyReleaseSchedule. Ubuntu Team Wiki. შპს კანონიკალი.. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი 2009.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ubuntu&oldid=2703553“-დან