Fedora
Fedora Core წარმოადგენს RPM-ზე დაფუძნებულ ლინუქსის დისტრიბუტივს, რომლის შემუშავება ხდება Fedora Project)-ის ფარგლებში, სპონსორს წარმოადგენს კომპანია Red Hat. ის გამიზნულია როგორც სრული, ძირითადი გამოყენების ოპერაციული სისტემად რომელიც შეიცავს მხოლოდ თავისუფალ და ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფას.[1] Fedora Core არის Red Hat Linux დისტრიბუტივის შთამომავალი და მისი მიზანია სახლის მომხმარებლებისთვის განკუთვნილი Red Hat Linux დისტრიბუტივის გამოსაცვლელად. Fedora-ს მხარდაჭერა ხდება ??? ხალხის (Red Hat-ის თანამშრომლები მუშაობენ მასზე, მაგრამ Red Hat ოფიციალურ მხარდაჭერას არ ახდენს). Fedora-ს ახალი ვერსია გამოდის ექვს-რვა თვეში ერთხელ.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
Fedora შეიქმნა 2003 წლის დასარულს, როდესაც არსებობა შეწყვიტა Red Hat Linux-მა. Red Hat-ის რეკომენდაციით კომერციული Red Hat Linux-ის მომხმარებლები გადავიდნენ Red Hat Enterprise Linux (RHEL)-ზე, რომელიც წარმოადგენს Red Hat-ის ერთადერთ ოფიციალურად მხარდაჭერის დისტრიბუტივს, მაშინ როდესაც Fedora Core განკუთვნილია ღია საზოგადოებისთვის. RHEL გამოდის Fedora Core-ის გამოსვლიდან მცირე დროის შემდეგ, რაც კრიტიკოსებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ Fedora Core-ის მომხმარებლები წარამოადგენენ ე.წ. ბეტა-ტესტერებს RHEL დისტრიბუტივისათვის, რაც პრინციპში რეალურად კარგად ჩანს მრავალი ბეტა-პროგრამის დისტრიბუტივში არსებობით და მისი არასტაბილურობით პირველად განახლებებამდე, თუმცა უკანასკნელ ვერსიებში, მას შემდეგ რაც პროექტი ნაკლებად დამოკიდებული გახდა Red Hat-ზე ეს პრეცენდენტი ნაკლებად იჩენს თავს.
Red Hat-ის მიერ Fedora Core-ის გამოშვებამ წამოიწყო ტენდენცია კომერციული Linux დისტრიბუტივების მწარმოებლებში, შეექმნათ მათი ფასიანი პროდუქტის ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ვერსია, რომელიც მჭიდროდ იქნებოდა დაკავშირებული ფასიან დისტრიბუტივთან და ითამაშებდა ღია სატესტო ლაბორატორიის როლს ახალი ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც საბოლოოდ ისევ და ისევ ფასიან დისტრიბუტივში ჰპოვებდენ განხორციელებას.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
ვერსიები [რედაქტირება]
| ფერი | მნიშვნელობა |
|---|---|
| წითელი | ძველი გამოცემა; მხარდაჭერა არ არის |
| ყვითელი | ძველი გამოცემა; მხარდაჭერა არის |
| მწვანე | მიმდინარე გამოცემა |
| ლურჯი | მომავალი გამოცემა |
| პროექტის დასახელება | ვერსია | კოდური დასახელება | გამოცემის თარიღი |
|---|---|---|---|
| Fedora Core | 1 | Yarrow | 2003-11-05 |
| 2 | Tettnang | 2004-05-18 | |
| 3 | Heidelberg | 2004-11-08 | |
| 4 | Stentz | 2005-06-13 | |
| 5 | Bordeaux | 2006-03-20 | |
| 6 | Zod | 2006-10-24 | |
| Fedora | 7 | Moonshine | 2007-05-31 |
| 8 | Werewolf | 2007-11-08 | |
| 9 | Sulphur | 2008-05-13 | |
| 10 | Cambridge (Rawhide) | 2008-10-28 (დასადასტურებელი)[2] |
Fedora Core-ზე დაფუძნებული დისტრიბუტივები [რედაქტირება]
- Berry Linux, a medium-sized Fedora Core-based distribution that provides support for Japanese and English.
- Fox Linux, a Fedora Core-based distribution made in Italy, designed for basic home computing tasks such as browsing the Web, writing and printing documents, using multimedia and burning discs.
- BLAG Linux, a stripped down 1-CD FC with Debian's apt system.
- LinuxTLE, a Thai distribution produced by NECTEC
- Yellow Dog Linux, Fedora Core-ზე დაფუძნებული დისტრიბუტივი PowerPC პლატფორმისათვის.
- Aurora SPARC Linux, Fedora Core-ზე დაფუძნებული დისტრიბუტივი SPARC პლატფორმისათვის.
- YOPER
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
მასალები [რედაქტირება]
- ↑ Max Spevack. Fedora Project Leader Max Spevack Responds. წაკითხვის თარიღი: 2006-12-17.
- ↑ Fedora 10-ის გამოსვლის განრიგი. Fedora Project (2008-06-05). წაკითხვის თარიღი: 2008-06-11.
გალერეა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Fedora Project-ის სათავო გვერდი
- Fedora Project-ის განხილვა redhat.com-ზე
- FedoraNEWS, ახალი ამბები
- FedoraForum.org Fedora-ის ოფიციალური მხარდაჭერის ფორუმი 2005 წლის 4 მაისი
სტატიის