DVV International

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

DVV Internationalგერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის (DVV) საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი. DVV International ზრდასრულთა განათლებისა და განვითარების თანამშრომლობის საკითხების პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც 50 წელია მუშაობს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების კონცეფციის განხორციელებაზე. ინსტიტუტი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის და ანვითარებს ზრდასრულთა და ახალგაზრდების დამატებითი განათლების მდგრად სტრუქტურებს.[1]

DVV International-ი თანამშრომლობს აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის და ევროპის 30 ქვეყნის 200-ზე მეტ სამთავრობო, არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაციასთან.[1]

საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრა და დაწყებითი განათლება, პროფესიული განათლება, გლობალური და ინტერ-კულტურული სწავლება, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, მიგრაცია და ინტეგრაცია, ლტოლვილებთან მუშაობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კონფლიქტების პრევენცია და დემოკრატიული განვითარება.[1]

DVV International თავის პროექტებს აფინანსებს გერმანიის საერთაშორისო ეკონომიური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობათა ფედერალური სამინისტროს, ევროკავშირისა და სხვა დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებიდან. ორგანიზაცია ორიენტირებულია ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების უფლების ლობირებაზე და ადვოკატირებაზე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs), განათლების გლობალურ დღის წესრიგზე 2030 და UNESCO-ს ზრდასრულთა მსოფლიო კონფერენციაზე (CONFINTEA)[1]

DVV International-ი და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DVV International-ის საქართველოს ოფისი დაფუძნდა 2002 წელს. DVV International-ის საქართველოს ოფისის მიზანია ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემის მუდმივი განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად, ევროპული მოდელის (გერმანული სახალხო უნივერსიტეტების მოდელზე აქცენტით) შემოტანა და საქართველოს მოთხოვნებზე ადაპტირება განხორციელდა.[2]

DVV International-ის საქართველოს ოფისი თავის პროექტებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (AA ოფისი), ევროკავშირისა და გაეროს სააგენტოების დაფინანსებით ახორციელებს.[2]

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიღარიბის დაძლევა კარიერული დაგეგმვისა და დასაქმების პროგრამების მეშვეობით.
  • პროგრამები და აქტივობები, რომლებიც ორიენტირებულია ცოდნისა და უნარების შეძენაზე, და მცირე ბიზნესისა და სამეწარმეო უნარების შეძენა-განვითარების ინიციატივების განვითარებაზე.
  • კულტურული და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების პროგრამები.
  • კონფლიქტების მოგვარება და მშვიდობის დამყარება.
  • ნეთვორქინგი.
  • ზრდასრულთა განათლების პროფესიონალიზაცია განმანათლებლებისთვისა და ტრენერებისთვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამების მეშვეობით და ზრდასრულთა პროგრამების ჩართვა ფორმალური განათლების კურიკულუმში.
  • ქვეყანაში ზრდასრულთა განათლების საკითხების ადვოკატირება, ცნობადობის ამაღლება და ლობირება ზრდასრულთა განათლების ინსტიტუციებისა და სტრუქტურების გაძლიერებისთვის გამოიწვევს ზრდასრულთა განათლების დამოუკიდებელ განათლების სექტორად და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის განუყოფელ ნაწილად აღიარებას.
  • ზრდასრულთა განათლების ინტერნაციონალიზაცია ევროპული ექსპერტიზის გამოყენებით და ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების ინიცირებით ზრდასრულთა განათლების გერმანულ პროვაიდერებთან თანამშრომლობით.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]