Assassin's Creed

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Assassin's Creed
Assassin's Creed.jpg
Ubisoft
შემქმნელი UbisoftPS3, Xbox 360
AkellaPC
დიზაინერი ჯეიდ რეიმონდი (პროდიუსერი)
ძრავა Scimitar engine
პლატფორმა PlayStation 3, Xbox 360, Microsoft Windows, მობილური ტელეფონი
გამოქვეყნების თარიღი PS3, Xbox 360
აშშ-ის დროშა United States 2007, 13 ნოემბერი
ევროპის დროშა Europe 2007, 16 ნოემბერი
ავსტრალიის დროშა Australia 2007, 21 ნოემბერი
რუსეთის დროშა Russia 2007, 12 დეკემბერი
PC
აშშ-ის დროშა United States 2008, 8 აპრილი
ევროპის დროშა Europe 2008, 11 აპრილი
რუსეთის დროშა Russia 2007, 11 აპრილი
ჟანრი სტელს-მოქმედებითი(სათაგადასავლო)
რეჟიმი ერთმოთამაშიანი
რეიტინგი ESRB: M — მოზრდილი
მედია Blu-ray დისკი, DVD, DVD-DL
საჭირო აქსესუარები ჯოისტიკი ან კლავიატურა და თაგუნა

Assassin’s Creed (ქართ.: ასასინის (დაქირავებული მკვლელის) მრწამსი) — Ubisoft-ის მიერ შექმნილი სტელს-მოქმედებითი ჟანრის კომპიუტერული თამაში. პრველად, Microsoft-ში ჩატარებულ X ’05 გამოფენაზე თამაში წარდგებილი იყო სახელით Project Assassin. 2006 წელს თამაში ოფიციალურად იქნა ანონსირებული PlayStation 3-ისათვის, სახელით Assassin’s Creed. მოგვიანებით Ubisoft-მა გამოაცხადა თამაშის PC და Xbox 360 პლათფორმებზე გამოსვლის შესახებ. ვერსია ახალი თაობის კონსოლებისათვის გამოვიდა 2007 წლის ნოემბერში, ხოლო მობილური ტელეფონებისათვის 2008 წლის აპრილში. თამაში შექმნილია მათ მიერ, ვინც მუშაობდა თამაშზე Prince of Persia: The Sands of Time. თამაშისათვის მუსიკა დაწერა ჯასპერ კიდმა. მისი შემოქმედება ტრიალებს თამაშის ყველა თრეილერში. პერსონალურ კომპიუტერზე გამოსულია ამ თამაშის ორი ნაწილი.

2008 წლის 5 თებერვალს გამოვიდა Assassin's Creed: Altaïr's Chronicles Nintendo DS-სათვის. 2008 წლის 8 აპრილს გამოვიდა Assassin’s Creed-ის გაფართოებული ვერსია მობილური ტელეფონებისათვის - Assassin’s Creed Director’s Cut Edition.

შინაარსი[რედაქტირება]

1191 წელი, დალოცვილი ბრძოლა მბრძანებლის საფლავის გადარჩენისთვის მესამე ჯვაროსნული ომი გადავიდა პირადულ დავაში ქრისტიანულ და მუსლიმანურ ქვეყნებს შორის ნავსადგურის აკოს აღების შემდეგ რიჩარდ ლომგული ემზადება მიაყენოს საბოლოო დარტყმა სალადინს იერუსალიმში ამავე დროს დალოცილ მიწას აცარიელებენ მრავალრიცხვოვანი ადგილობრივები, რომლებმაც შეიგრძნეს თავიანთი ძალაუფლება, ადმინისტრაციული კონტროლის დაკარგვის შემდეგ. თუ არ იქნება არავინ ვისთვისაც სარგებელია ომი, მაშინ დადგება მშვიდობა, და მიზანი მკვლელებისა ანუ ასასინებისა იქნება შესრულებული.

თამაშის პერსონაჟები[რედაქტირება]

  • ალტაირ ინბ ლა-აჰადი — თამაშის მთავარი მოქმედი პირი, მაღალი კლასის მებრძოლი, ასასინების ორდენის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ასასინებს შორის ავტორიტეტი და ნებისმიერი გუშაგის რისხვა. მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისას კანონის გადახვევის გამო,როდესაც მან დაარღვია ასასინების კოდექსის სამი ძირითადი პუნტი, ჩამოაქვეითეს ახალბედას რანგამდე. მთელი თამაშის მიმდინარეობისას იგი ასრულებს ასასინების ორდენის მეთაურის ალ-მუალინის ბრძანებებს, პარალელურად ცდილობს გაიგოს მისი საიდუმლო მოტივები.
  • ალ-მუალიმი — ასასინების ორდენის ოსტატი, ალტაირის მასწავლებელი. არ მოსწონს ალტაირი თავისუფლებისმოყვარეობის და კოდექსისადმი უპატივცემულობის გამო, მაგრამ აფასებს ტალანტისა და ოსტატობის გამო. იგი იყენებს თავის ასასინებს პირადი მიზნებისათვის, პალესტინის წმინდა მიწისაკენ მსოფლიოს სწრაფვას ამოფარებული, ისინიც თაყვანს სცემენ თავიანთ მასწავლებელს და მზად არისან შეასრულონ მისი ნებისმიერი ბრძანება.

ალტაირი დგას საკმაოდ სიუჟეტური ხაზის წინაშე: მან უნდა მოკლას ცხრა მნიშვნელოვანი ადამიანი სამ ქალაქში: დამასკოში, აკრაში და იერუსალიმში

  • რობერ დე საბლე — ტამპლიერების მაგისტრი,დიპლომატი და პოლკოვნიკი. მოქმედებდა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისას. თავისი მომხრეების სერიული მკვლელობების შემდეგ, ასასინები გამოაცხადა თავის ყველაზე დიდ მტრებად და მათი საძმოს წინააღმდეგ საბრძოლველად ცდილობდა სარაცინებთან გაერთიანებას
  • ტამირი — მდიდარი და გავლენიანი ვაჭარი დამასკოდან, ჯვაროსნების იარაღის არალეგალური წყარო. სასტიკი და უპრინციპო ადამიანი, ალტაირის პირველი მსხვერპლი ალ-მუალინის ბრძანების მიხედვით.
  • ტალალი — წარმატებული და წამყვანი ტყვეთამოვაჭრე იერუსალიმში. ზუსტი მოისარი, ცბიერი, მაგრამ მშიშარა ადამიანი. უყვარს მსხვერპლთან თამაში მის მოკვლამდე.
  • ჯუბაირი — სალადინის კარზე მყოფი მეცნიერი
  • სიბრანტი — ტევტონების ორდენის მაგისტრი,
  • აბუ-ალ-ნუკვოდი — ვაჭარი
  • მაჯ-ადინი — იესრუსალიმის რეგენტი
  • უილიამ მონფერატი — მეფის ნაცვალი აკრაში
  • გარნიე დე ნაპლუზი — ჰოსპიტალერების ორდენის მაგისტრი
  • მალიქი — ასასინი,იერუსალიმში ასასინების შტაბის ხელმძღვანელი,ალტაირის მეგობარი
  • რიჩარდ I ლომგული — ჯვაროსანი, ინგლისის მეფე
  • რაფიკი — ასასინების შტაბის ხელმძღვანელი დამასკში
  • რაუფი — ასასინების შტაბის ხელმძვანელი მასიაფში
  • აბას სოფიანი — ასასინი
  • კადარი — ასასინი, მალიქის ძმა
  • ნუმაირი — ინფორმატორი აკრაში
  • ჯამალი — ასასინი, მოღალატე
  • ხიშაბი — ტამპლიერი
  • ალენი — ჰოსპიტალერი

იხილეთ აგრეთვე (სერიის სხვა ნაწილები)[რედაქტირება]