ჰოჯალინის ხოცვა-ჟლეტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოჯალინის ხოცვა-ჟლეტა (აზერ. Xocalı soyqırımı) — აზერბაიჯანის ქალაქ ჰოჯალის მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ. აღნიშნული მასობრივი მკვლელობები ითვლება ყარაბაღის ომის ყველაზე სისხლიან ეპიზოდად.

ისტორია[რედაქტირება]

1992 წლის 25-26 თებერვალს გამთენიისას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქალაქ ჰოჯალის ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპაცია რუსეთის არმიის 366-ე პოლკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც დისლოცირებული იყო ხანქენდში[1][2].

მსხვერპლი[რედაქტირება]

სულ რამდენიმე საათში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა და რუსული არმიის ჯარისკაცებმა 613 მშვიდობიანი და უიარაღო ადამიანი მოკლეს, მათ შორის 106 ქალი და 83 ბავშვი. 56 ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით გამოასალმეს სიცოცხლეს. 8 ოჯახი მთლიანად გაანადგურეს. 476 ადამიანი დაინვალიდდა, მათ შორის 76 არასრულწლოვანი იყო. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 150 ადამიანი, მათ შორის 68 ქალი და 26 ბავშვი. [1]

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

დამოუკიდბელი წყაროები[რედაქტირება]

აზერბაიჯანული წყაროები[რედაქტირება]

სომხური წყაროები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]