ჰენრი ჯეიმზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი ჯეიმზი
ჰენრი ჰეიმზი (1890)
ჰენრი ჯეიმზი

ჰენრი ჯეიმზი (ინგლ. Henry James, დ. 5 აპრილი, 1843 — გ. 28 თებერვალი, 1916) — ამერიკელი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი, ჰენრი ჯეიმზ უფროსის ვაჟი და ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმზის ძმა. ცხოვრების უმეტესი ნაწილი ევროპაში გაატარა და სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ბრიტანეთის სუბიექტი გახდა. ყველაზე კარგად ცნობილია რომანებით, ნოველებითა და მოთხრობებით ცნობიერებასა და მორალის თემებზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჯეიმზი დაიბადა ნიუ-იორკში ერთ შეძლებულ ოჯახში. მამამისი, Henry James Sr., იყო ერთ-ერთი ცნობილი ინტელიგენტი მე-19 საუკუნის ამერიკაში. ახალგაზრდობაში ჯეიმზი, წინ და უკან, ამერიკასა და ევროპას შორის ბევრს მოგზაურობდა. იგი რეპეტიტორთან ჟენევაში, ლონდონში, პარიზში, ბოლონიასა და ბონში სწავლობდა. 19 წლის ასაკში იგი ცოტა ხანს სწავლობდა ჰარვარდის სამართლის ფაკულტეტზე, მაგრამ სამართლის სწავლას ლიტერატურა ამჯობინა. მან პირველი ნაწარმოები მხოლოდ ორი წლის შემდეგ 21 წლის ასაკში გამოაქვეყნა, რომელიც ლიტერატურას მიუძღვნა. 1866-69 და 1871-72 წლებში იგი თანამშრომლობდა ჟურნალებთან "The Nation" და "Atlantic Monthly".

სტილი და თემები[რედაქტირება]

მთავარი ნაწარმოებები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]