ჰელიოს ენერჯი ჯორჯია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელიოს ენერჯი ჯორჯია
Helios Energy Georgia
დარგი განახლებადი ენერგია
დაფუძნდა 2017
დამაარსებელი თორნიკე დარჯანია
სათავო ოფისი თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
პროდუქცია ელექტროსადგურები
სერვისის ენა ქართული, გერმანული
საიტი https://helios.ge/

ჰელიოს ენერჯი ჯორჯიაგანახლებადი ენერგიების სექტორში მომუშავე ქართული კომპანია,[1][2] რომელიც დაფუძნდა 2017 წელს თორნიკე დარჯანიას მიერ[3][4]. კომპანია ამონტაჟებს ქსელზე დაერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ მზის ელექტროსადგურებს; მათ შორის, ჰელიოს ენერჯის მიერ არის განთავსებული საქართველოში დღეისათვის ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური თბილისში (120 კვტ/პიკი).[5][6] 2016 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ნეტო აღრიცხვის სისტემების შესახებ მიღებული რეგულაციების შემდეგ[7] ჰელიოს ენერჯი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩაერთო და საკუთარ გამომუშავებულ ენერგიას სახელმწიფოს ელექტროსისტემას აწვდის.[8] კომპანია აგრეთვე ავითარებს და ამონტაჟებს დამოუკიდებელი და უწყვეტი კვების წყაროების სისტემებს. კომპანია საქმიანობს საქართველოსა და გერმანიაში პარტნიორ კომპანია IMS Erneuerbare Energien GmbH-სთან ერთად. ჰელიოს ენერჯი აგრეთვე პარტნიორ კომპანია E-Space-თან თანამშრომლობით მონაწილეობას იღებს საქართველოში ელ-მობილების დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარებაში.

კომპანიის საქმიანობა და კონცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელიოს ენერჯი დაფუძნების დღიდან ეწევა განახლებადი ენერგიების, კერძოდ, მზის ენერგეტიკის პოპულარიზებას. კომპანიის კონცეფცია ეფუძნება ინდივიდუალური ენერგოდამოუკიდებლობის განვითარებას და გაძლიერებას, რაც გულისხმობს, არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისათვის შესაძლებლობის მიცემას, საკუთარი ენერგეტიკული მოთხოვნილება თვითონ დაიკმაყოფილონ და არ იყვნენ სხვის მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე დამოკიდებულნი.[9] კომპანიის წარმოდგენით, ინდივიდუალური ენერგოდამოუკიდებლობა წარმოშობს ქვეყნის საერთო ენერგოდამოუკიდებლობას, რამაც უნდა შეამციროს საქართველოს ენერგო-დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე და ენერგომატარებლების იმპორტზე, რაც შესაძლოა მთლიანად ქვეყნის დამოუკიდებლობის შესუსტების ნიშნებს შეიცავდეს. კომპანიის კვლევების მიხედვით, არსებული ტექნოლოგიებით ინდივიდუალური ენერგოდამოუკიდებლობა მიღწევადია, კერძოდ, ელექტროენერგიის გამომუშავება შესაძლებელია ქარის და მზის ელ-სადგურებით, ხოლო ელექტრო-მობილობა უკვე ფართოდ იკიდებს ფეხს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კომპანია ცდილობს ნულოვანი ენერგიების შენობების და სახლების კონცეფციის განვითარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ შენობები თვითონვე უნდა აწარმოებდნენ თავიანთ სამყოფ ენერგიას (ძირითად შემთხვევებში სახურავზე განთავსებული მზის ელ-სადგურებით და თერმული ენერგიის დედამიწის წიაღიდან ან გარემოდან მოპოვებით), და ამასთანავე რიგ შემთხვევებში პირიქით გასცემდნენ ზედმეტ ენერგიას.

ჰელიოს ენერჯი აგრეთვე ენერგიის შესახებ საბაზისო ცოდნის ავრცელებს. მის მიერ 2019 წელს შეიქმნა ჰელიოს ენერჯის აკადემია,[10] სადაც შესაძლებელია განახლებადი ენერგიების საბაზისო კურსის გავლა, რომელიც მოიცავს აქცენტებს მზის ენერგეტიკაზე, არსებულ პოტენციალზე და საქართველოში მისი განვითარების პერსპექტივებზე.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნინო წილოსანი: „მწვანე ეკონომიკას“ ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2021-01-15.
  2. ჰელიოს ენერჯი, სტარტაპერი
  3. ნინო წილოსანი: „მწვანე ეკონომიკას“ ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2021-01-15.
  4. Helios Energy - ალტერნატიული ენერგიისთვის, tbcbusiness.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 2021-01-15.
  5. ნინო წილოსანი: „მწვანე ეკონომიკას“ ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2021-01-15.
  6. Helios Energy - Business with the Idea of Freedom დაარქივებული 2021-01-17 საიტზე Wayback Machine. , Georgia Today.
  7. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის რეგულირება (ე.წ. ნეტო აღრიცხვა), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
  8. Helios Energy - ალტერნატიული ენერგიისთვის, tbcbusiness.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 2021-01-15.
  9. Helios Energy - Business with the Idea of Freedom დაარქივებული 2021-01-17 საიტზე Wayback Machine. , Georgia Today
  10. განახლებადი ენერგიების საბაზისო კურსი მზის ენერგეტიკა
  11. Helios Energy - Business with the Idea of Freedom დაარქივებული 2021-01-17 საიტზე Wayback Machine. , Georgia Today