განახლებადი ენერგია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
განახლებადი ენერგია ანუ რეგენერაციული ენერგია - მიიღება ისეთი წყაროებიდან, რომელიც ითვლება ამოუწურავად. განახლებადი ენერგიის გამოყენების ძირითადი პრინციპია ის, რომ ხდება გარემოში მიმდინარე პროცესების გამოყენება ტექნიკური მიზნით.
განახლებადი ენერგიის პირველადი წყაროები შეიძლება იყოს სხვადასხვა.
- მზის თერმობირთვული რეაქცია.
- მიწის ელემენტების რადიაქტიური გახლეჩა.
- კოსმოსური სხეულების, კერძოდ, დედამიწის ბრუნვა თავის ღერძის გარშემო.
დედამიწაზე ენერგია ამ პირველადი წყაროებიდან წარმოგვიდგება ქარის ენერგიის, ჰიდროენერგიის, მოქცევის და უკუქცევის, მზის სინათლის, გეოთერმული ენერგიის და ბიოენერგიის ფორმით.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
სტატიის