ჰამლეტ მოსულიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰამლეტ მოსულიშვილი (დ. 31 მაისი, 1930, სიღნაღის რაიონი, სოფელი ქვემო მაჩხაანი — გ. 27 ოქტომბერი, 2011) — ქართველი არქიტექტორი.

1954 წელს დაამთავრა საქართველოს ს.მ. კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით.

1954-1957 წლებშ იყო ყაბარდო-ბალყარეთის საპროექტო ორგანიზაციაში უფროსი არქიტექტორი, შემდეგ პროექტის მთავარი ინჟენერი; 1957-1968 წლებში ქალაქ ნალჩიკის მთავარი არქიტექტორი. 1968-1970 წლებში ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახმშენის ხელმძღვანელი; 1959-1970 წლებში ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ უფროსი მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი; 1965-1967 წლებში სსრკ არქიტექტორთა კავშირის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების თავმჯდომარე; 1970-1992 წლებშისაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი; 1993-2006 წლებში პროფესორი; 2009 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობათა არქიტექტურული კონსტრუქციები და არქიტექტურული ფიზიკის ფაკულტეტის სრული პროფესორი. არის ავტორი მრავალი რეალიზებული არქიტექტურული პროექტებისა, მათ შორის: 115 ბინიანი საცხოვრებელი სახლი, საზაფხულო თეატრი 3000 მაყურებელზე, რესტორანი ტბის პირას 800 ადგილზე, კაფე-რესტორანი 100 დგილზე, სანატორიუმი 150 ადგილზე (ყველა ქალაქ ნალჩიკში); აგრარული ინსტიტუტი (თბილისი, თანაავტორი), 120 ბინიანი საცხოვრებელი სახლი ქალაქ ბათუმში, და სხვა. ავტორია 9 მონოგრაფიის, 33 სტატიის; მონაწილეა საერთაშორისო, რესპუბლიკური და ადგილობრივი კონფერენციებისა. არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი 1991 წლიდან.

იყო აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის სამეცნიერო წოდებათა მინიჭების საბჭოს წევრი. 1994 წლიდან აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]