ჯორჯ ჯენინგსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯორჯ ჯენინგსი (ინგლ. George Jennings); დ. 10 ნოემბერი, 1810 — გ. 17 აპრილი, 1882) — ინგლისელი სანიტარული ინჟინერი და სანტექნიკოსი, რომელმაც პირველი საზოგადოებრივი საპირფარეშო გამოიგონა.

ჯენინგსის სპეციალიზაცია ტუალეტის ისეთი დიზაინი შექმნა იყო, რომელიც „ისევე უნაკლო იქნებოდა, როგორც კი სანიტარული კარადა შეიძლება ყოფილიყო“. თუმცა მისი შექმნილია ისეთი საზოგადოებრივი სანიტარული პროექტები, როგორიცაა მიწისქვეშა „საზოგადოებრივი საპირფარეშოები“ (ინგლ. public convenience). შესასვლელებს ლითონის ხელსაჭიდები ჰქონდა და განათებული თაღები, ინტერიერის კედლები კი კერამიკული ფილებით იყო დაფარული.

ერთ-ერთი დღემდე შემორჩენილი ნიმუშია მამაკაცთა საპირფარეშო უესლის კაპელასთან, ლონდონი, აგებული 1891 წელს და აღდგენილი 1972 წელს. მისი ყველაზე განთქმული ინსტალაცია იყო დიდი გამოფენისთვის მოსვენების ოთახები ბროლის სასახლეში.