ჯონ პერშინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ პერშინგი
John J. Pershing
13 სექტემბერი, 1860 - 15 ივლისი, 1948
General John Joseph Pershing head on shoulders.jpg
John J Pershing Signature.svg
მეტსახელი „ბლექ-ჯეკი“
(ინგლ. Black Jack)
დაბ. ადგილი მისური, აშშ
გარდ. ადგილი ვაშინგტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
კუთვნილება აშშ-ის არმია
მოღვაწეობა 1886-1924
წოდება აშშ-ის არმიის გენერალი
მეთაურობდა აშშ-ის მე-8 არმია, აშშ-ის საექსპედიციო ჯარების პირველი ამერიკული არმია, აშშ-ის სახმელეთო ჯარები, მექსიკური ექსპედიციის ჯარები

ჯონ ჯოზეფ „ბლექ-ჯეკ“ პერშინგი (ინგლ. John Joseph Pershing, 13 სექტემბერი, 1860, ქალაქ ლეკლეიდის მახლობლად, მისური, აშშ15 ივლისი, 1948, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკული ჯარების გენერალი, ესპანეთ-ამერიკისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. ერთადერთი ამერიკელი სამხედრო მოღვაწე, რომელმაც სიცოცხლეშივე მიიღო აშშ-ის არმიის სამხედრო წოდება — ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჯონ პერშინგი კაპიტნის წოდებით, დაახ. 1902 წელი

ჯონ პერშინგი დაიბადა მისურის შტატში, ქალაქ ლეკლეიდის მახლობლად ერთ-ერთ ფერმაში. 1861 წელს, საცხოვრებლად გადავიდა ზემოთ აღნიშნულ ქალაქში, მას შემდეგ რაც მამამისმა საწყობი იყიდა. 1878 წელს დაამთავრა სკოლა, 1880-1882 წლებში სწავლობდა მისურის პირველ ჩვეულებრივ სკოლაში. შემდეგ სწავლობდა ტრუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისური. 1882 წელს შევიდა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში, რომელიც 1886 წელს დაასრულა. ამავე აკადემიის სუპერინტენდანტი, გენერალი უესლი მერიტი ჯონის საოცარ შესაძლებლობებს ხაზს უსვავდა. პერშინგმა მიიღო ამერიკული არმიის მეორე ლეიტენანტის წოდება. მსახურობდა მე-6 კავალერისტთა პოლკში, თავიდან ნიუ-მექსიკოში, ხოლო შემდგომ კალიფორნიაში, არიზონაში, ჩრდილოეთი დაკოტასა და აიოვაში. მონაწილეობდა აპაჩეისა და სიუს წინააღმდეგ გამართულ ოპერაციებში. 1895 წელს მიიღო პირველი ლეიტენანტის წოდება და გადავიდა მე-10 კავალერისტთა პოლკში. სადაც აფროამერიკული წარმოშობის სამხედრო მოსამსახურეებს თეთრკანიანი ოფიცრები მართავდნენ, სწორედ ამ პოლკში ყოფნისას შეარქვეს მას ზედმეტსახელად: ბლექ-ჯეკი. 1897 წლიდან ინსტრუქტორი იყო ვესტ-პოინტში.

1898 წელს ესპანეთ-ამერიკის ომის დროს მონაწილეობდა კუბაში მომხდარ ბრძოლებში, 1899 წლიდან მონაწილეობდა ესპანეთ-ფილიპინების ომში, მსახურობდა ფილიპინებზე. სწორედ აქ მიიღო 1901 წელს კაპიტნის ჩინი. ამავე წელს მონაწილეობდა ჩინეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, კერძოდ იჰეტუანის აჯანყების ჩახრჩობაში.

პერშინგი აშშ-ში 1903 წელს დაბრუნდა, ორი წლის შემდეგ კი თეოდორ რუზველტმა მას ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭა (ამ დროისათვის 3 წოდება და 835 ოფიცერი იყო უფრო მაღალი რანგით). ამავე წელს მიიღო სამხედრო ატაშის სტატუსი და გაემგზავრა იაპონიაში, ომის მსვლელობის დროს იაპონიის არმიაში მსახურობდა მანჩჟურში, სადაც მეთვალყურის მოვალეობას ასრულებდა. 1908 წელს კი უკვე ბალკანეთში ასრულებდა სამხედრო მეთვალყურის მოვალეობას. 1909 წელს კვლავ დაბრუნდა ფილიპინებზე, სადაც 1912 წლამდე მსახურობდა, ფილიპინებზე ყოფნის დროს ჯონი პროვინცია მოროს გუბერნატორი იყო. 1914 წლის იანვრიდან მსახურობდა ფორტ-ბლისში (ტეხასი) მე-8 ბრიგადაში, 1916-1917 წლებში მეთაურობდა მექსიკაში რევოლუციის დროს გადასროლილ თავის ბრიგადას. 1916 წლიდან მას უკვე გენერალ-მაიორის ჩინი ჰქონდა.

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება]

როდესაც აშშ პირველ მსოფლიო ომში ჩაება ანტანტის მხარეს, ჯონ პერშინგი 1917 წლის 10 მაისს საფრანგეთში დისლოცირებული აშშ-ის საექსპედიციო ჯარების მეთაურად დაინიშნა, სწორედ ამისთვის მისი ჩინი სრულ გენერალი გახდა (ჩინით პირველი ფილიპ შერიდანის შემდეგ). საკმაოდ დიდი ხანი ამერიკული არმია მცირე შემადგენლობით იყო დისლოცირებული საფრანგეთში, მნიშვნელოვანი როლი მათ მხოლოდ მარნის მეორე ბრძოლის დროს შეასრულეს 1918 წლის ზაფხულში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: