ბაფინის მიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაფინის მიწის თანამგზავრული ფოტო.

ბაფინის მიწა (ინუკტიტუტი:ᑭᖅᑖᓗᒃ, Qikiqtaaluk, ფრანგ. Île de Baffin, ძველი ნორვეგიული: Helluland) — კანადის ტერიტორიის ნუნავუტის უდიდესი კუნძული, მდებარეობს კანადის არქტიკულ არქიპელაგში. კუნძულს ფართობის მხრივ კანადაში პირველი, ხოლო მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია. მისი ფართობი შეადგენს 507 451 კმ²-ს, ხოლო მოსახლეობა — 11,000 (2006). კუნძულს სახელი უწოდეს ინგლისელი მკვლევარის უილიამ ბაფინის პატივსაცემად, მან ამ მიდამოებში იმოგზაურა კოლუმბამდელ პერიოდში, უილიამმა აგრეთვე გამოიკვლია ისლანდია და გრენლანდია, იგი ძირითადად ეყრდნობოდა ისლანდიურ საგებს.

კუნძულზე ჩატარებული არქეოლიგიური გათხრების შედეგად, მრავალი რამ იქნა აღმოჩენილი. ბაფინის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ადამიანები, აქ აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები თარიღდება ძვ. წ. 1000 წლით. სულ პირველად ეს ტერიტორიები ვიკინგებმა აღმოაჩინეს, თუმცა მათ მოგვიანებით ეს ადგილები დაივიწყეს.