ჯონ ატა მილსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ატა მილსი
ჯონ ატა მილსი
წინასაარჩევნო პლაკატი
განის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 იანვარი 2009 – 24 ივლისი, 2012
ვიცე-პრეზიდენტი   ჯონ დრამანი მაჰამა
წინამორბედი ჯონ კუფუორი
მემკვიდრე ჯონ დრამანი მაჰამა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 იანვარი 1997 – 7 იანვარი 2001
პრეზიდენტი ჯერი როლინგსი
წინამორბედი ნკოუ ნკენსენ არკაა
მემკვიდრე ალიუ მაჰამა

დაბადებული 21 ივლისი 1944
ტარკუა ოქროს ნაპირი
გარდაცვლილი 24 ივლისი, 2012
აკრა, განა
პოლიტიკური პარტია ედკ
მეუღლე ერნესტინა ნაადუ მილსი
შვილები სემ კოფი ატა მილსი
რელიგია მეთოდისტი
საიტი http://www.attamills2008.com/

ჯონ ატა მილსი (ინგლ. John Evans Atta Mills დ. 21 ივლისი, 1944, ტარკუა, ოქროს ნაპირი — გ. 24 ივლისი, 2012, აკრა, განა) — განის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი (1997-2001) და პრეზიდენტი (2009 წლის 7 იანვრიდან). პრეზიდენტად აირჩიეს 2008 წლის 7 დეკემბერს, თავის ოპონენტს ნანა აკუფო-ადოს არჩევნები მოუგო 0,5 %-ით.

განათლება[რედაქტირება]

ჯონ ატა მილსი სწავლობდა ჯერ აკრის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში, რომელიც დაამთავრა 1963 წელს, ხოლო შემდეგ განის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგაც (1967 წელი) მიიღო იურისტის ბაკალავრის ხარისხი. ამავე პერიოდში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა ლონდონის აღმოსავლეთისა და აფრიკის კვლევი ინსტიტუტში., აქედან კი გაემგზავრა აშშ-ში და სწავლა განაგრძო სტენფორდის სამართლის სკოლაში.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ მილსი ლექციებს კითხულობს განის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მისი პედაგოგიური კარიერა 25 წელი გაგრძელდა.

მილსი ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციისა ფინანსური კანონმდებლობის სფეროში.

საპრეზიდენტო კარიერა[რედაქტირება]

2006 წელს დემოკრატიულმა კონგრესმა ხმათა დიდი უმრავლესობით აირჩია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად (81, 4 %). 2008 წელს კი აირჩიეს პრეზიდენტად. თანამდებობა ჩაიბარა 2009 წლის 7 იანვარს.

ოჯახი[რედაქტირება]

მეორე ქორწინებაშია ერნესტინა ნაადუ მილსზე და ჰყავს 19 წლის ვაჟი, სემ კოფი ატა მილსი პირველი მეუღლისაგან. გარდაიცვალა 2012 წლის 24 ივლისს აკრის სამხედრო ჰოსპიტალში, 68-ე დაბადების დღიდან სამ დღეში.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. John Henry Martey Newman (24 July 2012). Press Statement: Death of President J.E.A. Mills. Myjoyonline.com. წაკითხვის თარიღი: 24 July 2012.
წინამორბედი:
ჯონ კუფუორი
განის პრეზიდენტი

20092012
შემდეგი:
ჯონ დრამანი მაჰამა