ჯეფ ბაკლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეფ ბაკლი
Jeff+Buckley+jeff.jpg
ჯეფ ბაკლი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეფ სკოტ ბაკლი
მეტსახელი სკოტ „სკოტი“ მურჰედი
დაბ. თარიღი 1966 ნოემბერი, 17
ანაჰაიმი, კალიფორნია, აშშ
გარდ. თარიღი 29 მაისი, 1997 (30 წლის)
მემფისი, ტენესი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ფოლკ როკი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1991–1997
ლეიბლ(ებ)ი Columbia
ასოციაციები The A.M., Shinehead, Gods and Monsters
საიტი www.jeffbuckley.com

ჯეფ სკოტ ბაკლი (ინგლ. Jeff Scott Buckley; დ. 17 ნოემბერი, 1966 ― გ. 29 მაისი, 1997) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და გიტარისტი.

გამოირჩეოდა ძლიერი ვოკალით და კრიტიკოსებისგან მიჩნეული იყო იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ხელოვნად 1994 წლის ალბომის შემდეგ, რომელსაც „Grace“ ეწოდა. მის პოპულარობას წერტილი დაესვა 1997 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ. მისმა შემოქმედებამ და სტილმა უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა კრიტიკოსებისა და თანამოძმე მუსიკოსებისაგან.

ცხოვრება[რედაქტირება]

ჯეფი დაიბადა კალიფორნიაში. იყო მერი ჟილბერტისა და ტიმ ბაკლის ერთადერთი ვაჟი. მამამისიც კომპოზიტორი იყო, წერდა ძირითადად ფოლკისა და ჯაზის სტილში. ჯეფი მას არ იცნობდა, მხოლოდ ერთეხელ ჰყავდა ნანახი 8 წლის ასაკში. ტიმ ბაკლი გარდაიცვალა 1975 წელს ნარკოტიკის ზედმეტი დოზირებით.

ჯეფი დედამ და მამინაცვალმა გაზარდეს. ჰყავდა ნახევარ-ძმა. ბავშვობაში ჯეფი მამინაცვლის გვარს ატარებდა

მისი დედა პიანისტი და ვიოლონჩელისტი იყო. მამინაცვალმა ადრეულ ასაკშივე აზიარა ლედ ზეპელინს, ჯიმი ჰენდრიქსის, The Who-სა და პინკ ფლოიდს. მან დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო მუსიკოსი. მან პირველი ელექტროგიტარა 13 წლის ასაკში მიიღო. უკრავდა სკოლის ჯაზ-ბენდში.

1984 წელს, სკოლი დამთავრების შემდეგ გადავიდა ჰოლივუდში, მუსიკალურ უნივერსიტეტში. 18 წლის ასაკში დაამთავრა ერთ წლიანი კურსი. შემდეგი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა სასტუმროში. იყო რამდენიმე ჯგუფის ბექ-ვოკალისტი.

1990 წლის თებერვალში ბაკლი გადავიდა ნიუ-იორკში. მუსიკოსად მუშაობის მცირე შესაძლებლობის პოვნის შემდეგ იგი დაბრუნდა ლოს-ანჯელესში სიმღერების პირველი დემოს ჩასაწერად.

1992 წლის აპრილში მან დაიწყო წარმოდგენების შესრულება ძალიან პატარა კაფეში, სახელწოდებით „Sin-é“.

ერთ თვეში ბაკლიმ მიიპყრო საზოგადოების დიდი ყურადღება, მისი მუსიკით დაინტერესდა Columbia Records, რომელთანაც ჯეფმა 1992 წლის შემოდგომაზე ხელშეკრულება გააფორმა.

დაიღუპა თავისი ბენდის მოლოდინში, როდესაც ბანაობდა მდინარე ვოლფში, მისისიპის შენაკადში.[1]

მისი შემოქმედებიდან ცნობილი სიმღერებია „Eternal Life“, „Last Goodbye“, „Mojo Pin“, „Grace“ და სხვა. პირველი ალბომია „Live at Sin-é“.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჯეფ ბაკლის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]