ჯეფრი მონმაუთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯეფრი მონმაუთელი (დ. დაახლ. 1100 — გ. დაახლ. 1154) — ინგლისელი ქრონისტი, მისი მთავარი ნაშრომია „ბრიტანეთის მეფეების ისტორია“ (დაახლ. 1137 წ.), რომელიც მოიცავს ბრიტანეთის ადრინდელი პერიოდის ისტორიას VII საუკუნის დამლევამდე. ჯეფრი მონმაუთელის ისტორიის ერთ-ერთი წყაროა VIII საუკუნის დამლევისა და IX საუკუნის დამდეგის უელსელი ქრონისტის ნენიუსის „ბრიტების ისტორია“ და კელტური ლეგენდები. კერძოდ ჯეფრი მონმაუთელთან არის მოთხრობილი მეფე ართურზე და მრგვალი მაგიდის რაინდთა შესახებ. ჯეფრი მონმაუთელის თხზულებებში მოცემული სიუჟეტები გამოიყენეს უილიამ შექსპირმა, ჯ. მილტონმა, ე. ტენისონმა და სხვა ინგლისელმა მწერლებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]