ჯემალ სეფიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემალ სეფიაშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 თებერვალი, 1947 (1947-02-19) (77 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
კომპოზიტორი

ჯემალ სეფიაშვილი (დ. 19 თებერვალი, 1947, თბილისი) — ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი. საქართველოს სახელმწიფო და აკაკი წერეთლის სახელობის პრემიების ლაურეატი. საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1997).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1968 წლიდან მუშაობდა თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში ინჟინრად და თანამშრომლობდა ქარხნის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლთან „მელოდია“; ამ ანსამბლისთვის დაწერა სიმღერა „სიყვარულის სანთლები“, რომელმაც კვარტეტ „თბილისის“ შესრულებით დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1972 წელს ირმა სოხაძის საავტორო კონცერტზე წარმატებით შესრულდა მისი 12 სიმღერა. 1978–1986 წლებში მუშაობდა საქტელერადიოს კორესპონდენტად, იყო ტელე-რადიო გადაცემების ავტორი და წამყვანი. განსაკუთრებით პოპულარული იყო გადაცემა „შეხვედრები მიკროფონთან“ (1972–1986). 1979 წელს გამოვიდა მისი სიმღერების ორი ალბომი მორის ფოცხიშვილის ლექსებზე (ანსამბლ „ორიონის“ შესრულებით). 1986–1987 წლებში მუშაობდა მხატვრული აღზრდის სახლის ხელმძღვანელად. 1991 წელს იყო საქართველოს პროფკავშირების კულტურის განყოფილების კომისიის თავმჯდომარე. 1991 წელს აღადგინა საქართველოს კულტურის მოღვაწეთა პროფკავშირი და იყო მისი თავმჯდომარე. 1995 წელს საქართველოს კულტურის, 2001 წელს რუსეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში განვითარებულ ტრაგედიას მიუძღვნა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ (მორის ფოცხიშვილის ლექსი), რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა (შეასრულა ქართული ესტრადის 62-მა მომღერალმა). არის არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, ჯემალ სეფიაშვილი 1998 წლის საუკეთესო საზოგადო მოღვაწეთა ათეულში დასახელდა. მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა: „ო ენავ ჩემო, დედაო ენა“, „დედა“ (მინდორ-ველი მოუჩითავს იებს), „ჭაღარა“, „სანთლები“, „გაზაფხული შემოსულა ლენ“ „გიხაროდენ“ და მრავალი სხვა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 427, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)