ირმა სოხაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირმა სოხაძე (დ. 28 ნოემბერი, 1956, თბილისი) – ქართველი საესტრადო მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი. ევრაზიის ტელეაკადემიის წევრი და საქართველოს დამსახურებული არტისტი (1988).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირმა სოხაძე დაიბადა 1956 წლის 28 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და თეორიული ფაკულტეტები.

4 წლის ასაკში უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო 8 წლის საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ „რეროს” სოლისტი იყო.

1980 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე იყო მრავალი გადაცემის ავტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი. 1990-იან წლებში ჩატარებული მრავალი ტელემარათონის ავტორი და წამყვანი.

მომღერლის გამორჩეული ჰიტებია: „შეგირიგდები“, „შენ არავის გავხარ“, „როცა მიყურებ“ და „ვიყავით ერთად“.

ეწევა აქტიურ სასცენო მოღვაწეობას, არის მრავალი სატელევიზიო, საესტრადო თუ ჯაზური საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, მრავალი საესტრადო საბავშვო სიმღერის, ლექსების, საბავშვო მიუზიკლებისა და ერთი მონოოპერის ავტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1988. №12. გვ. 29-30