ჯეიმზ ბარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ჯეიმზ ბარი |
||
|---|---|---|
| დაბადების თარიღი | დაახლ. 1789-1799 | |
| მოღვაწეობა | ექიმი | |
| გარდაცვალების თარიღი | 25 ივლისი, 1865 | |
ჯეიმზ ბარი (ინგლ. James Barry; დ. დაახლ. 1789-1799 — გ. 25 ივლისი, 1865) — სამხედრო ქირურგი. მსახურობდა სამხრეთ აფრიკაში. კარიერის ბოლოს იყო გენერალური ინსპექტორი. ეხმარებოდა ბრიტანული არმიის დაჭრილ ჯარისკაცებს. ჯეიმზ ბარიმ პირველმა აფრიკაში ჩაატარა წარმატებული საკეისრო კვეთა.[1] ექიმი ბარი გახდა დოკუმენტური ფილმებისა და მხატვრული ლიტერატურის გმირი.
ბარის გარდაცვალების შემდეგ (1865) მისი სხეულის გამბანელმა მოსამსახურემ, იმის მტკიცება დაიწყო, რომ ჯეიმზ ბარი არის ქალი. ლონდონში ნამდვილი სკანდალი აგორდა, რომელმაც ვიქტორიანულ პრესაშიც კი შეაღწია. ინგლისელმა მწერალმა პატრისია დანკერმა მასზე სათავგადასავლო რომანი „ჯეიმზ მირანდა ბარი“ დაწერა. ბარი გარდაიცვალა 1865 წელს გავრცელებული დიზენტერიის შედეგად.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ჯეიმზ ბარი (ინგლისური)
- ჯეიმზ ბარი (ინგლისური)
- ჯეიმზ ბარი (ინგლისური)
- ჯეიმზ ბარი (ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Pain, Stephanie (2008-03-06). The 'male' military surgeon who wasn't. NewScientist.com. წაკითხვის თარიღი: 2008-03-16.