ივანე ჯავახიშვილი (გენერალ-მაიორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯავახიშვილი, ივანე სიმონის ძე)
ტერმინს „ივანე ჯავახიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ივანე ჯავახიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ივანე ჯავახიშვილი

ივანე სიმონის ძე ჯავახიშვილი, რუსეთში ცნობილი, როგორც ივან სემიონოვიჩ ჟევახოვი (რუს. Иван Семёнович Жевахов; დ. 1763; გ. 1837) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1813). პირველი საბრძოლო წრთობა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში მიიღო. 1800 მიენიჭა პოლკოვნიკობა. მონაწილეობდა რუსეთ-ავსტრია-საფრანგეთის 1805 წლისა და რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის 1806-1807 წლების ომებში. 1812 წელს სამამულო ომის დროს მეთაურობდა მე-3 არმიაში (სარდალი გენერალი ა. ტორმასოვი, 1812 სექტემბრიდან — ადმირალი პ. ჩიჩაგოვი) შემავალ სერპუხოვის დრაგუნთა პოლკს. პოლკმა და მისმა მეთაურმა თავი ისახელეს 15 ივლისს/27 ივლისს კობრინისა და 31 ივლისს/12 აგვისტოს გოროდეჩნის ბრძოლებში, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მტრის აქტიური მოძრაობა კიევის მიმართულებით. 1812 სექტემბრიდან ომის დამთავრებამდე ჯავახიშვილი მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, რომელსაც დუნაის არმიასთან გაერთიანებული მე-3 არმია აწარმოებდა ჩრდილოეთ უკრაინასა და ბელორუსიის ტერიტორიაზე. რუსეთიდან ნაპოლეონის არმიის განდევნის შემდეგ მონაწილეობდა 1813-1814 რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობაში. 1817 ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]