ივანე ჯავახიშვილი (გენერალ-მაიორი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ივანე ჯავახიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ივანე ჯავახიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ივანე ჯავახიშვილი

ივანე სიმონის ძე ჯავახიშვილი, რუსეთში ცნობილი, როგორც ივან სემიონოვიჩ ჟევახოვი (რუს. Иван Семёнович Жевахов; დ. 1763; გ. 1837) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1813). პირველი საბრძოლო წრთობა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში მიიღო. 1800 მიენიჭა პოლკოვნიკობა. მონაწილეობდა რუსეთ-ავსტრია-საფრანგეთის 1805 წლისა და რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის 1806-1807 წლების ომებში. 1812 წელს სამამულო ომის დროს მეთაურობდა მე-3 არმიაში (სარდალი გენერალი ა. ტორმასოვი, 1812 სექტემბრიდან — ადმირალი პ. ჩიჩაგოვი) შემავალ სერპუხოვის დრაგუნთა პოლკს. პოლკმა და მისმა მეთაურმა თავი ისახელეს 15 ივლისს/27 ივლისს კობრინისა და 31 ივლისს/12 აგვისტოს გოროდეჩნის ბრძოლებში, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მტრის აქტიური მოძრაობა კიევის მიმართულებით. 1812 სექტემბრიდან ომის დამთავრებამდე ჯავახიშვილი მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, რომელსაც დუნაის არმიასთან გაერთიანებული მე-3 არმია აწარმოებდა ჩრდილოეთ უკრაინასა და ბელორუსიის ტერიტორიაზე. რუსეთიდან ნაპოლეონის არმიის განდევნის შემდეგ მონაწილეობდა 1813-1814 რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობაში. 1817 ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯავრიშვილი ვ., ქსე, ტ. 11, გვ. 527, თბ., 1987