ხუაიხე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| ხუაიხე | |
| დახასიათება | |
| სიგრძე | 813/1087 კმ |
| აუზის ფართობი | 187 ათ. კმ² |
| წყლის ხარჯი | 1000 მ³/წმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ტუნბოშანის მთები |
| · მდებარეობა | ჩინეთი |
| შესართავი | იანძი |
| · მდებარეობა | ჩინეთი |
| განლაგებულია | |
ხუაიხეს აუზი |
|
| ქვეყნები | |
ხუაიხე (ჩინ. 淮河) — მდინარე ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე იცვლება 813-იდან 1087 კმ-მდე (დამოკიდებულია შესართავ ადგილზე). აუზის ფართობი 187 ათ. კვ.კმ. სათავე აქვს ტუნბოშანის მთებში. მიედინება ჩინეთის დიდ ვაკეზე. მთავარი (მარცხ.) შენაკადია მდინარე ინხე. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. წყალმოვარდნა იცის ზაფხულში. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 1000 მ³/წმ, მაქსიმალური — 10-13 ათ. მ³/წმ. წარსულში წყალმოვარდნისას ჯებირების გარღვევის გამო ხუაიხე ხან იანძის ერთვოდა, ხან ხუანხეს, ხან ყვითელს ზღვას.
ამჟამად ხუაიხეს ჩამონადენის დიდი ნაწილი ტბებისა და არხების სისტემით მდინარე იანძიში ჩადის, წყალმოვარდნისას კი არხის საშუალებით — ყვითელ ზღვაში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ინგლისური) ხუაიხე, ცნობები
- (ინგლისური) ხუაიხე - ბრიტანიკა
- (რუსული) ხუაიხე - ენციკლოპედია
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 511, თბ., 1987 წელი.