ხრისტო სტამბოლსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხრისტო სტამბოლსკი
ხრისტო სტამბოლსკი
ბულგ. Христо Танев Стамболски
სლივენის პრეფექტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1880 – 1881
მონარქი  მაჰმუდ II
თავმჯდომარეგუბერნატორი ალექსანდრე ბოგორიდი

აღმოსავლეთ რუმელიის სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი შენობების სამმართველოს უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1881 – 1883
მონარქი  მაჰმუდ II
თავმჯდომარეგუბერნატორი ალექსანდრე ბოგორიდი

დაბადებული8 აგვისტო 1843
კაზანლიკი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი4 ივნისი 1932 (88 წლის)
სოფია (ბულგარეთის მესამე სამეფო)
პოლიტიკური პარტიასახალხო პარტია
მამასტოენჩო ტანიუ სტამბოლოღლუ
დედადაფინა სტამბოლოღლუ
განათლებასაიმპერატორო სამედიცინო სასწავლებელი
წოდებაპროფესორი
პროფესიაექიმი, საზოგადო მოღვაწე
რელიგიაქრისტიანობა, მართლმადიდებლობა
ჯილდოებიმეჯიდიეს ორდენი

ხრისტო ტანევი სტამბოლსკი ( ბულგ. Христо Танев Стамболски, დ. 8 აგვისტო, 1843, კაზანლიკი — გ. 4 ივნისი, 1932, სოფია) — ბულგარელი საზოგადო მოღვაწე, ოსმალეთის იმპერიისგან ბულგარეთის განთავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე. ექიმი (ანატომი), კონსტანტინოპოლის იმპერიული სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი. აღმოსავლეთ რუმელიაში სლივენის პრეფექტი, აღმოსავლეთ რუმელიის სახალხო კრების დეპუტატი, აღმოსავლეთ რუმელიის სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი შენობების სამმართველოს უფროსი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხრისტო იყო კაზანლიკელი ვაჭრისა და მასწავლებლის სტოენჩო (ტანიუ) სტამბოლოღლუს და დაფინა სტამბოლოღლუს პირველი შვილი. მშობლები უკიდურესად მორწმუნე მართლმადიდებლები იყვნენ და შვილს რელიგიურად ზრდიდნენ. შედეგად, 1852 წელს ხრისტო გახდა ტარნის მიტროპოლიტ ნეოფიტოსის მკითხველი. 1852 წლის 14 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა დღეს, ადგილობრივ მღვდელს დაეხმარა ახალი ლითონის ზარის დარეკვაში, ამიტომ ის და მღვდელი ოსმალებმა დააპატიმრეს. კაზანლაკის გავლენიანი მოქალაქეების თხოვნით, ორივე გაათავისუფლეს. ამ მოვლენის შემდეგ ახალგაზრდა ხრისტომ დაიწყო ბრძოლა თანამემამულეების თავისუფლებისთვის.

სტამბოლსკი თავდაპირველად სწავლობდა კაზანლიკში, სადაც ივან ნაიდენოვისა და თოდორ კულჩიატის დახმარებით ისწავლა თარგმნა ძველი საეკლესიო სლავურიდან ბულგარულ ენაზე. თურქულ ენას ილაოღლუ მეჰმედ ეფენდისთან დაეუფლა, ხოლო ბერძნულს — ფილიპ ველევისა და პეტრე ჰაჯიპენევისგან. 1858 წელს, წარმატებით ჩააბარა გამოცდები, ჩაირიცხა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო სამედიცინო სკოლაში, რომელიც დაამთავრა მაიორის წოდებით. შემდგომში გახდა სამოქალაქო სამედიცინო სკოლის ანატომიის მასწავლებელი და სამხედრო სამედიცინო სკოლის ანატომიის პროფესორი.

კონსტანტინოპოლში სტამბოლსკი შედიოდა ბულგარეთის ეგზარქოსის დროებითი საბჭოს შემადგენლობასი და კონსტანტინოპოლში ბულგარეთის სათემო ცენტრის თავმჯდომარე იყო. მას ჰქონდა თავისუფალი წვდომა თურქეთის იერარქიის უმაღლეს ეშელონებთან, რასაც საეკლესიო შიდა ბრძოლებისთვის იყენებდა. იგი შეხვდა ვასილ ლევსკის და დაეხმარა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის სახსრების მოძიებაში.

განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობისთვის იგი გადაასახლეს ქალაქ სანაში (იემენი ). [2] იქ ჯარისკაცებს შორის გავრცელებული იყო პარაზიტული ეპიდემია, რის გამოც იძულებული გახდა დრაკუნკულიოზი (გვინეის ჭიის დაავადება) შეესწავლა, რის წყალობითაც მოიპოვა. [3] მსოფლიო პოპულარობა და აღიარება და მისი ქილები იემენის ჭიით“ დღემდე ინახება ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში.

ჯერ კიდევ საიმპერატორო სამედიცინო სკოლის სტუდენტმა სტამბოლსკიმ 1865 წელს გამოიჩინა არაჩვეულებრივი თავდადება ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, [4] ხოლო 1867 წელს მონაწილეობა მიიღო ლაქოვანი ცხელებით დაავადებულთა მკურნალობაში, რისთვისაც დააჯილდოვეს „მეჯიდეს “ თურქული ორდენით. პარალელურად იკვლევდა ძველ არაბულ სამედიცინო ტერმინოლოგიას და ახდენდა მის ადაპტირებას თურქულ ენაში გამოსაყენებლად. [5] მის მიერ თარგმნილ ტერმინოლოგიას დღემდე იყენებენ თურქი ექიმები. 1875 წლიდან იყო კონსტანტინოპოლის საერო უმაღლესი სამედიცინო სკოლის ანატომიის და ჰისტოლოგიის პროფესორი. ფრანგული ენიდან თურქულად თარგმნა ანატომიური ატლასი და ანატომიის სახელმძღვანელო.

განთავისუფლების შემდეგ სტამბოლსკი პირველად დასახლდა გაბროვოში . იგი გახდა აღმოსავლეთ რუმელიის სახალხო კრების დეპუტატი, სლივენის პრეფექტი (1880-1881), აღმოსავლეთ რუმელიის სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი შენობების დირექტორატის ხელმძღვანელი (1881-1883). გამოვიდა ინიციატივით სადოვში (პლოვდივის რეგიონი) სასოფლო-სამეურნეო სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით. მსახურობდა ქალაქის ექიმად კაზანლიკში. 1903 წლიდან ხელმძღვანელობდა სოფიაში ალექსანდრეს სახელობის საავადმყოფოს დერმატოვენეროლოგიურ განყოფილებას. ბალკანეთის ომების დროს იყო სანიტარული ადმინისტრაციის დირექტორი. მერვე უმაღლესი სამედიცინო საბჭოს წევრი. სტეფან სტამბოლოვის მეფობის დროს პრორუსული ორიენტაციის გამო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

სტამბოლსკი არის ვრცელი მემუარების ავტორი, რომელიც შეიცავს უამრავ საინტერესო ინფორმაციას მისი ეპოქის სოციალური ცხოვრების შესახებ. მეცნიერი თანამშრომლობდა თავისი მეგობრის ივან ნაიდენოვის მიერ გამოცემულ ჟურნალებთან — „პრავოსთან“ და „ნაპრედუკთან“; განთავისუფლების შემდეგ თანამშრომლობდა გაზეთ „მირთან“, სადაც სხვადასხვა ენაზე აქვეყნებდა ნაშრომებს ანატომიის, ანთროპოლოგიის, პარაზიტოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის შესახებ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Xристо Стамболски: Автобиография, дневници и спомени. (Autobiography. Sofia : Dŭržavna pečatnica, 1927-1931)
  2. Стрецова, А. Последен по рода си: Д-р Георги Вълкович (1833—1892), Фабер, 2022, С. 116.
  3. Стамболски, Х. Автобиография, дневници и спомени. София : Държавна печатница, 1927—1931.
  4. Yildirim, N., Ulman, Y.I., Great Cholera Epidemic of Istanbul in 1865 დაარქივებული 2018-06-23 საიტზე Wayback Machine. .
  5. Приносът на българските лекари-масони в здравеопазването на балканските страни до Освобождението. ციტირების თარიღი: 2023-05-11