აღმოსავლეთი რუმელია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bulgaria-SanStefano -(1878)-byTodorBozhinov.png

აღმოსავლეთი რუმელია, ოსმალეთის იმპერიაში შემავალი ავტონომიური პროვინცია (ვილაიეთი) (მთავარი ქალაქი - პლოვდივი), რომელიც ბერლინის კონგრესის (1878) გადაწყვეტილებით შეიქმნა სამხრეთ ბულგარეთის ტერიტორიაზე. მართავდნენ გენერალ-გუბერნატორები (1884-მდე ა. ბოგორიდი, შემდეგ გ. კრისტევიჩი), რომლებსაც ევროპის დიდი სახელმწიფოების თანხმობით 5 წლით ნიშნავდა ოსმალეთის სულთანი. სულთანს ჰქონდა აგრეთვე აღმოსავლეთ რუმელიაში ჯარების შეყვანის უფლება.

პროვინციის შინაგანი წყობა განისაზღვრებოდა საერთაშორისო კომისიის მიერ შემუშავებული ე. წ. ორგანული წესდებით. 1885 წ. 6 (18) სექტემბრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების შედეგად აღმოსავლეთი რუმელია ბულგარეთს შეუერთდა. 1886 წ. თებერვალში ოსმალეთმა ფაქტობრივად ცნო ბულგარეთის გაერთიანება, როდესაც აღმოსავლეთ რუმელიის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა ბულგარელი მთავარი ალექსანდრე ბატენბერგი.