ხრამული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხრამული
Capoeta capoeta capoeta1.jpg
აზიური ხრამული
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
სახეობა: ხრამული
ლათინური სახელი
varicorhinus

ხრამული, კაპოეტი (ლათ. varicorhinus) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა — 2,5 კგ აღწევს. აქვთ წაგრძელებული, მსხვილი ქერცლით დაფარული სხეული, ქვედა განივი პირი, მჭრელი რქოვანი შალითით დაფარული ქვედა ტუჩი, 1 ან 2 წყვილი ულვაში. იკვებებიან წყალმცენარეებით. მოიცავს 25 სახეობას. გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ევროპის მტკნარ წყლებში. საქართველოში ბინადრობს 3 სახეობა და 1 ქვესახეობა. აღმოსავლეთ საქართველოში საკუთრივ ხრამული (მტკვრის, ჩვეულებრივი) — varicorhinus capoeta და მისი ქვესახეობა — სევანის ხრამული — varicorhinus capoeta sevangi, დასავლეთ საქართველოში — კოლხეთის ხრამული — varicorhinus sieboldia და მცირეაზიის ხრამული — varicorhinus tinca. მტკვრის ხრამულს ხალხი უწოდებს ცოცხალს, ლურჯას, კაპოეტს და ა.შ. გამრავლების პერიოდში ხრამულის ქვირითი შხამიანია. გემრიელი ხორცი აქვს, თუმცა მეტად ძვლიანია.

ლიტერატურა[რედაქტირება]