ხახამა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ხახამა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Rubus saxatilis | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
ხახამა (ლათ. Rubus saxatilis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ივითარებს ერთწლოვან მხოხავ ვეგეტატიურ ყლორტებს და 10-30 სმ სიმაღლის საყვავილე ღეროებს; ღეროები და ფოთლის ყუნწები მოფენილია მრავალი წვრილი ნემსისებრი ეკლით და ჯაგრით; ნაყოფი კაშკაშა წითელია, იჭმება. ხახამა იზრდება ევრაზიის ტყის ზონაში; საქართველოში — მთის შუა სარტყლის ტყეებში, სუბალპურ არყნარებსა და ფიჭვნარებში, ალპურ მდელოებზე. თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ღვინიაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 446, თბ., 1987 წელი.