ხალიდ ხალიფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხალიდ ხალიფა
არაბ. خالد خليفة
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1964(1964-01-01)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Urum al-Sughra[5]
გარდაცვალების თარიღი 30 სექტემბერი, 2023(2023-09-30)[6] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი დამასკი
საქმიანობა რომანისტი, პოეტი, ჟურნალისტი, სცენარისტი, მწერალი[3] , კინოსცენარისტი[3] , television writer[3] და პროზაიკოსი[3]
მოქალაქეობა  სირია
ალმა-მატერი Q12235960?[6]
ჟანრი პოეზია და რომანი
Magnum opus In Praise of Hatred და No Knives in the Kitchens of This City
ჯილდოები Naguib Mahfouz Medal for Literature[7] [8] და International Prize for Arabic Fiction[9]

ხალიდ ხალიფა (დ. 1964) — სირიელი რომანისტი, სცენარისტი და პოეტი. სამჯერ იყო წარდგენილი არაბული ლიტერატურის საერთაშორისო პრემიაზე, მათ შორის ორჯერ ფინალისტებს შორის მოხვდა.

თავის შემოქმედებაში იგი ხშირად აკრიტიკებს სირიის ბაატისტურ მთავრობას, რის გამოც მისი წიგნები ქვეყანაში აკრძალულია

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს დაიბადა სირიის ქალაქ ალეპოში. სწავლობდა ალეპოს უნივერსიტეტში, რომელიც სამართლის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. იგი წერდა ლექსებს და უნივერსიტეტის ლიტერატურული ფორუმის წევრი იყო. 1993 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი Haris al-Khadi'a. მეორე რომანი, „ბოშას ჩანაწერები“, 2000 წელს გამოქვეყნებიდან 4 წლის მანძილზე არაბ მწერალთა კავშირის მიერ იყო აკრძალული.

ხალიფა ცამეტი წლის განმავლობაში მუშაობდა თავის მესამე რომანზე Madih al-karahiya, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ აისახება სირიის მთავრობასა და მუსლიმთა საძმოს შორის ომი ერთ უბრალო ოჯახზე. 2006 წელს რომანი დამასკოში გამოქვეყნდა, ბეირუთში გამოქვეყნების შემდეგ კი იგი სირიის მთავრობამ აკრძალა.

2013 წელს კაიროში გამოქვეყნდა ხალიფას მეოთხე რომანი La sakakin fi matabikh hadhihi al-madina, რომლისთვისაც მან ნაჯიბ მაჰფუზის პრემია მიიღო.[10]

2019 წელს მისი რომანი „სიკვდილი მძიმე შრომა“ თარგმნილი ლიტერატურის კატეგორიაში ეროვნული წიგნის ჯილდოს ფინალისტებს შორის მოხვდა.[11]

ხალიფას დაწერილი აქვს რამდენიმე სატელევიზიო სერიალის, ასევე დოკუმენტური ფილმების და ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. NUKAT — 2002.
  2. AlKindi
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Czech National Authority Database
  4. Khaled Khalifa: Khaled's world of words, Biography
  5. رحيل الروائي السوري خالد خليفة عن عمر ناهز الـ59 عاماًAl-Quds Al-Arabi, 2023.
  6. 6.0 6.1 وفاة الكاتب السوري خالد خليفة عن 59 عاماًAsharq Al-Awsat, 2023.
  7. السوري خالد خليفة يفوز بجائزة نجيب محفوظ للأدب عن روايته "لا سكاكين في مطابخ هذه المدينة"Al-Ahram, 2013.
  8. https://web.archive.org/web/20240408020548/https://aucpress.com/mahfouz-medal/
  9. لا سكاكين في مطابخ هذه المدينة: خالد خليفة
  10. Mohammed Saad. (December 11, 2013) Syrian Writer Khaled Khalifa wins Naguib Mahfouz Medal for Literature. Al-Ahram. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 13, 2013. ციტირების თარიღი: December 11, 2013
  11. The 2019 National Book Awards Finalists Announced en-US (2019-10-07). ციტირების თარიღი: 2019-10-09