ჭურთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭურთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ახალგორის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
სათავე ხარულის ქედი
42°22′58″ ჩ. გ. 44°25′33″ ა. გ. / 42.383000° ჩ. გ. 44.426083° ა. გ. / 42.383000; 44.426083
სათავის სიმაღლე 2373 მ
შესართავი ქსანი
42°15′53″ ჩ. გ. 44°29′13″ ა. გ. / 42.264833° ჩ. გ. 44.487194° ა. გ. / 42.264833; 44.487194
სიგრძე 18 კმ
აუზის ფართობი 106 კმ²
მდინარის სისტემა ქსანი → მტკვარი → კასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 2,23 მ³/წმ
ჭურთა — საქართველო
ჭურთა
ჭურთა
ჭურთა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჭურთა
ჭურთა
— სათავე, — შესართავი

ჭურთამდინარე საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2373 მ სიმაღლეზე. სიგრძე 18 კმ, აუზის ფართობი 106 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა და არამდგარი წყალმცირობა. საშუალო წყლის ხარჯი შესართავთან 2,23 მ³/წმ. საერთო ვარდნა — 1365 მ, დახრილობა — 75,83 მ/კმ.

ჭურთის ნაპირებზე განლაგებულია სოფლები: ლარგვისი (ნაწილობრივ), დორეთკარი, დოგუზაანი, კუცხოვეთი, კარა, ველისა, ძანგათი, საბარკლეთი. ჭურთისა და ქსნის შესართავთან განლაგებულია ლარგვისის სამონასტრო კომპლექსი: ეკლესია, ციხე-გალავანი ერთი დიდი და რამდენიმე მცირე კოშკით, ასევე სხვადასხვა სამონასტრო ნაგებობები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]