ჭუთხარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭუთხარო
მთა ჭუთხაროს ხედი სოფ. ბოყვიდან
მთა ჭუთხაროს ხედი სოფ. ბოყვიდან
კოორდინატები: 42°43′16″ ჩ. გ. 43°10′12″ ა. გ. / 42.72111° ჩ. გ. 43.17000° ა. გ. / 42.72111; 43.17000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3562 
ქედი ლეჩხუმის ქედი
ჭუთხარო — საქართველო
ჭუთხარო
ჭუთხარო — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ჭუთხარო
სურათები ვიკისაწყობში

ჭუთხარომთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარე ღობიშურის (ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3562 მ. აგებულია იურული პორფირიტული წყებით, ციცაბოკალთებიანია, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კალთებზე არის პატარა მყინვარები. შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები. დამახასიათებელია ალპური და გლაციალური-ნივალური ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]