ჭენია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭენია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
კლასი: მწერები
ლათინური სახელი
Cicindela

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ჭენია (ლათ. Cicindela) — მწერების გვარი ბზუალა ხოჭოების ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 1-2 სმ აღწევს. კაშკაშა ფერისაა, ხშირად ღია ლაქები აყრია. აქვთ დიდი თავი, დიდი, ამობურცული თვალები. ბინადრობენ ნიადაგის ზედაპირზე, მატლები — ნიადაგში ამოთხრილ ვერტიკალურ ხვრელებში. მატლი და ხოჭო აქტიური მტაცებლები არიან. ბევრი სახეობა ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვს. ხოჭო კარგად ფრენს, აქტიურია დღის საათებში. საქართველოში ცნობილია 12 სახეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჭენია&oldid=2648634“-დან