ბზუალა ხოჭოები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მჭექარები
Carabus auratus
Carabus auratus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ხეშეშფრთიანები
ოჯახი: ბზუალა ხოჭოები
ლათინური სახელი
Carabidae
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ბზუალა ხოჭოები (Carabidae) — მწერების ოჯახი ხოჭოების რიგისა, ხშირად განვითარებული აქვთ ანალური ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ სუნიან, მწვავე სითხეს. ბზუალა ხოჭოების უმრავლესობა მტაცებლებია, მათი ძირითადი საკვებია მოლუსკები, მწერების მატლები, ზოგჯერ ნიადაგის ჭიები. ზოგი ხოჭო მცენარეს ჭამს, აზიანებს პურეულს. ზოგს სარგებლობა მოაქვს ტყისა და ბაღის მეურნეობისათვის — ანადგურებს არაფარდი აბრეშუმხვევიას მატლებს, ხვატრებსა და ლოქორებს. აღწერილია ბზუალა ხოჭოების 20 ათასამდე სახეობა. საქართველოში ბზუალა ხოჭოებიდან გამოირჩევა პურის ამიერკავკასიური ბზუალა, რომელიც აზიანებს მარცვლოვნებს.

ლიტერატურა [რედაქტირება]