ჭანიხიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანიხიტები (ბერძ. Τζανιχίτες) — ლაზური[1] წარმოშობის არისტოკრატიული საგვარეულო ტრაპიზონის იმპერიაში; ხალდიის პროვინციიდან, კერძოდ ჭანიხიდან (ბერძ. Τζάνιχα; თურქ. Canca). დიდი კონეტაბლის (მეჯინიბეთუხუცესი) თანამდებობასთან ერთად, ისინი 1355 წელს ქალდიის დუქსის ტიტულსაც ღებულობენ, რომელიც აქამდე კავასიტების საგვარეულოს ეკავა. ცნობილი ჭანიხიტები იყვნენ: თეოდორე, იოანე, სებასტოსი, სტეფანი, მიქაელი და ორი კონსტანტინე.

ჭანიხიტების სამამულო სამფლობელო ჭანიხისგან დღეს მხოლოდ ძველი ციხის და ორი სამლოცველოს ნანგრევებია შემორჩენილი.

ცნობილი წარმომადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თეოდორე ჭანიხიტი — პირველად 1306 წელს, ალექსი II-ის მართველობის დროს იხსენიება.
  • იოანე ჭანიხიტიმიქაელ პანარეტოსის ცნობებით, ის 1330-1355 წლებში ეპიკერნეს ტიტულს ატარებდა. 1352 წელს იოანე იმპერატორ ალექსი III-ს აუჯანყდა და ჭანიხეს ციხეში გამაგრდა, თუმცა ის მალევე დაამარცხადა.
  • სებასტოს ჭანიხიტი — დაიბადა 1295 წელს. სებასტოსი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ტრაპიზონის იმპერატორ ირინა პალეოლოგოსის წინააღმდეგ გამართულ აჯანყებაში (1341). სხვა აჯანყებულებთან ერთად ის წმინდა ევგენიოს მონასტერში გამაგრდა, თუმცა იმპერატორმა აჯანყება მალევე სასტიკად ჩაახშო. სებასტოს ჭანიხიტი, სხვა აჯანყებულებთან ერთად, ლიმნიის ციხეში გააგზავნეს, სადაც ის სიკვდილით დასაჯეს.
  • სტეფან ჭანიხიტი — 1344-1350 წლებში დიდი-კონეტაბლის ტიტულს ატარებდა.
  • მიქაელ ჭანიხიტი — მონაწილეობდა კაფასთან გამართულ საზღვაო ბრძოლაში (1349), სადაც ის იოანე კაბასიტთან ერთად ბრძოლაში დაიღუპა.
  • ორი კონსტანტინესგან: პირველი (კონსტანტინე I ჭანიხიტი), როგორც ვაზელონის მონასტრის სულთა მატიანე გვამცნობს, 1365-1386 წლებში პალაიო მაჩხას თემს მეთაურობდა და ასევე ტრაპიზონის იმპერიის დიდი კონეტაბლის ტიტულს ატარებდა. როგორც ცნობილია 1415 წელს მეორე კონსტანტინეც (კონსტანტინე II ჭანიხიტი) იმავე თემს მეთაურობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიქაელ პანარეტოსი „ტრაპიზონის ქრონიკა“ XIV საუკუნე
  • Encyclopedia of Pontian Hellenis. Malloiaris Peadia
  • Anthony Bryer & David Winfield, The Byzantine Monuments and Topography of the Pontos (DOS. XX), vol. 1–2, Washington, 1985. Page 309-310.
  • Alexios Savvides (2002). „Τζάννοι-Τζανίτ-Τζανιχίτες: Το πρόβλημα της επιβίωσης ενός καυκασιανού λαού στο βυζαντινό Πόντο των Μεγαλοκομνηνών“. Αρχείον Πόντου (Greek). 49.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. David Marshall Lang. Georgia in the reign of Giorgi the Brilliant : 1314-1346