მეჯინიბეთუხუცესი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მეჯინიბეთუხუცესი, საჯინიბოს გამგე, მეჯინიბეთა უფროსი ძველ საქართველოში. გაერთიანებულ ხანაში მეჯინიბეთუხუცესი ამილახორის ხელქვეითი მოხელე იყო, გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში კი იგი მეფეს ემორჩილებოდა. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით (სამეფო დასტურლამალი, § 82, სადედოფლო დასტურლამალი, § 15), ქართლის სამეფოში ერთდროულად რამდენიმე მეჯინიბეთუხუცესის არსებობა დასტურდება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6, გვ. 655, თბ., 1983
სტატიის