წყავმაზა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| წყავმაზა | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Phillyrea | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
წყავმაზა (ლათ. Phillyrea) — მცენარეთა გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ორსახლიანი პატარა ხეები ან ბუჩქებია. 4-5 სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში. საქართველოში ველურად ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა (ლათ. Phillyrea wilmoriniana) იზრდება; გურიასა და აჭარაში კოლხური ტიპის ტყეებში — ერთეულებად ან პატარა ჯგუფებად გვხვდება. იშვიათი სახეობაა; მესამეული ფლორის რელიქტია. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. გვხვდება აგრეთვე ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 352, თბ., 1987 წელი.