წიგნი იესო ნავეს ძისა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წიგნი იესო ნავეს ძისა (ებრ. יְהוֹשֻׁעַ בִּן-נוּן‎, იეშუა ბინ ნუნ) — მეექვსე წიგნი თანახიდან (ძველი აღთქმიდან). პირველი წინასწარმეტყველთა წიგნი. ებრაული ტრადიციის მიხედვით წიგნის ავტორად ითვლება თავად იესო ნავეს ძე (იმ უკანასკნელი სტრიქონების გარდა, სადაც მოთხრობილია მისი გარდაცვალება და დაკრძალვა. ტრადიციისავე მიხედვით მათი ავტორია წინასწარმეტყველი სამუილი). წიგნი მოსდევს მოსეს ხუთწიგნეულს, მასთან მჭიდრო კავშირშია და თითქოს და აგრძელებს კიდეც მას. სწორედ ამ მსგავსების გამო მრავალი ბიბლიის კრიტიკოსი (დილმანი და სხვ.) ამ წიგნს მიაკუთვნებს მოსეს ხუთწიგნეულს და მოიხსენიებს ”ექვსწიგნეულად”.

წიგნი მოგვითხრობს ებრაელი ხალხის ისტორიას მოსეს გარდაცვალებიდან იესო ნავეს ძის გარდაცვალებამდე (1272-1244 წლები ძვ.წ.აღ.) და აღწერს ებრაული არმიის ქმედებებსა და საბრძოლო წესებს.

თემატური გეგმა[რედაქტირება]

  • ებრაელთა გადასვლა იორდანეზე (თავი 3-4)
  • იერიქონის დაპყრობა (თავი 5-6)
  • ომი ჰაღაისთან (თავი 7-8)
  • ომი ადონისედეკის ამორეველური კოალიციის წინააღმდეგ (თავი 9-10); ქებრონის აღება (10:36-37)
  • იესო ნავეს ძის ჯარი აღწევს ქალაქ სიდონამდე (11:7) და ანგრევს ქალაქ ხაცორს (11:10-11)
  • დაპყრობილი მიწების განაწილება ისრაელის ტომთაშორის