წაულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წაულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კვერნისებრნი
სახეობა:  წაულა
ლათინური სახელი
Mustela lutreola
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 14018

წაულა (ლათ. Mustela lutreola) — ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ, კუდისა — 20 სმ აღწევს. თითებს შორის აქვს უმნიშვნელო საცურაო აპკი, იკვებება პატარ-პატარა მღრღნელებით, ნაირგვარი ფრინველებით, ბაყაყებით, თევზებით. თავს აფარებს სოროში, რომელსაც თვითონვე თხრის. ცხოვრობს წყალსატავების მიდამოებში. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ ციმბირში, კავკასიაში. საქართველოში, კერძოდ ბზიფისა და ფსოუს ხეობებში, მოიპოვება კავკასიური წაულა (ლათ. Mustela lutreola turovi), რომელიც, როგორც უნიკალური და გადაშენების გზაზე მდგომი ქვესახეობა, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. სარეწაო ღირებულება არ აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]