ძიანგსის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უძველესი ფაიფურის მაღაზია Jingdezhen- ში.

ძიანგსი ( 江西;ფინინი: Jiāngxī) — პროვინცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში. ტერიტორია ადამიანებით პირველად 1 მილიონი წლის წინ დასახლდა.[1] დღეის მონაცემებით, ყველაზე ძველი არქეოლოგიური არტეფაქტი დაახლოებით ძვ.წ. 11000 წლით თარიღდება.[2] უკანასკნელ წლებში, სიენჭენის გამოქვაბულში, აღმოჩენილ იქნა ძვ.წ. 18000 წლით დათარიღებული კერამიკა. 10000 წლის წინ კულტივირებული ბრინჯის აღმოჩენით დადასტურდა პროვინციაში ნეოლითური პერიოდის დაიწყება. ნეოლითურ ხანას მოსდევს ბრინჯაოს ხანა, დათარიღებული ძვ.წ. 2000 წლით.

ძიანგსის პირველ მოსახლეობად, წერილობით წყაროებში მოხსენიებულია პაი იუეს ხალხი, რომელთა გავლენა თანამედროვე, კანის ჩინურ დიალექტზე დღესაც გრძელდება. ძველი წელთააღრიცხვის პირველ ათასწლეულში ძიანგსის ტერიტორიას აკონტროლებდნენ ვუ, იუ, ჩუ. ტერიტორია, დაახლოებით ძვ.წ. 200 წელს ოკუპირებულ იქნა ხანის დინასტიის მიერ. მდინარე კანის ხეობაზე მდებარე ძიანგსი, წარმოადგენდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მთავარ სატრანსპორტო გზას. გეოგრაფიულმა მდებარეობამ, განსაკუთრებით მთიანმა ლანდშაფტმა, საშუალება მისცა განვითარებულიყო, როგორც ცალკეული გეოგრაფიული რეგიონი და დამოუკიდებელი კულტურული ერთეული. თავისი ისტორიის მანძილზე, ძიანგსის მდებარეობა სტრატეგუილად დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო. რამეთუ უზრუნველყოფდა ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ საკომუნიკაციო გზას ჩრდილოეთ ჩინეთის დაბლობიდან და მდინარე იანგწის ხეობიდან თანამედროვე კუანგტუნგის ტერიტორიაზე.[3]

ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შანგის დინასტიის დროს ძიანგსი არ განიცდიდა ჩინური კულტურის ზეგავლენას, შესაბამისად ამ პერიოდის შესახებ ინფორმაცია წერილობით წყაროებში მწირია. სავარაუდოა, რომ ტერიტორია იუეს ხალხით იყო დასახლებული. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში (ჩუნციუ) თანამედროვე ძიანგსის ჩრდილოეთ ნაწილი წარმოადგენდა ვუს სამეფოს დასავლეთ საზღვარს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ორი დასახლება არსებობდა: აი (ჩინ.: ) და პო (ჩინ.: 番; 潘). იუეს მიერ ვუს დაპყრობის შემდეგ, ძვ.წ. 333 წელს, იუეს იპყრობს ჩუს სამეფო, რომელიც თავის მხრივ დაიმორჩილა ცინის სახელმწიფომ, ძვ.წ. 221 წელს. ამავე წელს ცინი ხდება, ჩინეთის პირველი, ერთიანი სახელმწიფო.

იმპერიული ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუჭანგის სარდლობის ხანის დინასტიის ქვეყნები
სახელი დღევანდელი მდებარეობა
ნანჩანგი 南昌 ნანჩანგის მუნიციპალიტეტი
ლულინგი 廬陵 ძიანის მუნიციპალიტეტი
ფენგ წე 彭澤 ჰუკუს ოლქი
ფო იანგი 鄱陽 ფო იანგის ოლქი
იუხანი 餘汗 იუგანის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით
ჩაიწანგი 柴桑 თანამედროვე ძიუძიანგის სამხრეთ-დასავლეთით
კან კანჭოუს მუნიციპალიტეტი
სიანგანი 新淦 ჭანგშუს მუნიციპალიტეტი
ნანჩენგი 南城 ნანჩენგის ოლქის აღმოსავლეთით
იჩუნი 宜春 იჩუნის მუნიციპალიტეტი
იუტოუ 雩都 იუტოუ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით
აი სიუშუის ოლქის დასავლეთით
ანპენგი 安平 ანფუს ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით
ხაიხუნი 海昏 იონსიუს ოლქი
ლილინგი 曆陵 ტეანის ოლქის აღმოსავლეთით
ძიანჩენგი 建成 კაოანის ოლქი
ჩაოიანგი ტუჩანგის ოლქის დასავლეთით
ნანი ნანკანგის ოლქის სამხრეთ-დასავლეთით

ცინის დინასტიის მიერ ჩინეთის გაერთიანების შედეგად ძიანგსი ცინის იმპერიის ნაწილი ხდება, სადაც ცინის პირველი იმპერატორი 7 საგრაფოს აარსებს, სარდლობის ყველა სამყოფელი განლაგებული იყო მდინარე კანის გასწვრივ, მათი უმეტესი ნაწილი ერთმანეთისგან ერთი ორი დღის სავალით იყო დაშორებული და იცავდა ცინის ერთ-ერთ მარშუტს ნანხაიში (თანამედროვე კუანგჭოუ) ახლად გაერთიანებული ტერიტორიებისკენ. ცნობილია, რომ ძიანგსის შვიდი საგრაფოდან სულ მცირე ორ მათგანში, არსებობდა სამხედრო დასახლებები. ცინის კოლონიზაციამ ძიანგსიში ადრეული დასახლებების წარმოქმნას შეუწყო ხელი, და მათი დიდი უმრავლესობა, მეტწილად შემორჩენილია დღემდე.

ჩრდილოეთ ძიანგსის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ სიენგ იუს გარდაცვალებამდე (ძვ.წ. 202 წ.) ხანის დინასტიის საწყის ეტაპზე იქმნება იუჭანგის სამთავრო (ჩინ.: 豫章), ძვ.წ. 201 წელს ცინის დროინდელ 7 საგრაფოს 8 სამხედრო სამთავრო დაემატა, მოგვიანებით კიდევ სამი. ხანში სარდლობის 18 ოლქიდან, უმეტესი ნაწილი ძიანგსის ტერიტორიას მოიცავდა.

სუეის დინასტიის დროს ძიანგსის ტერიტორია მოიცავდა შვიდი სარდლობის ოლქსა და ოცდაოთხ ქვეყანას. თანგის დინასტიის დროს დაემატა კიდევ ერთი სარდლობა და თოთხმეტი ქვეყანა. შემდეგ სარდლები შეიცვალა ახალი დაყოფით -ჭოუ (ითარგმნება როგორც "პრეფექტურები" და არა "პროვინციები").

733 წელს ძიანგსის ტერიტორია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყოფა. შეიცავდა რვა პრეფექტურას (ჭოუ):

ხონგ ხონგი
ჟაო ჟაო
ციენი ციენი
ძი ძი
ძიანგი ძიანგი
იუენი იუენი
ფუ ფუ
სინი სინი

ექვსმა პრეფექტურამ და ოთხმა სამხედრო პრეფექტურამ შეცვალა წინა პროვინციები (ორმოცდათხუთმეტი ქვეყანა).

სუნგის დინასტიის დროს, ძიანგსში აღდგა ცხრა პრეფექტურა და ოთხი არმიის ოლქი (სამოცდარვა ოლქით).

იუენის დინასტიის დროს ტერიტორია დაიყო ცამეტ სხვადასხვა ნაწილად და პირველად დაარსდა ძიანგსის პროვინცია. ეს პროვინცია ასევე მოიცავდა თანამედროვე კუანგდუნგის უმრავლესობას. ძიანგქსის თანამედროვე საზღვრების ფორმირება მეტ-ნაკლებად მინგის დინასტიის დროს მოხდა.

თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცინგის დინასტიის დაცემის შემდეგ ძიანგსი გახდა კომუნისტების ერთ-ერთი ყველაზე პირველი ბაზა. ნანჩანგის აჯანყება 1927 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს, ძიანგშიში მოხდა. მოგვიანებით კომუნისტთა ლიდერები კუომიტანგის მთავრობას ძიანგსის მთებში ემალებოდა. 1931 წელს კომუნისტებმა გამოაცხადეს ძიანგსის დამოუკიდებლობა ჩინეთის რესპუბლიკისგან, როგორც " ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკა ".[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]